ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 13:41

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 
6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
 
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ავარია რიკოთთან - დაღუპულია 6 ადამიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 27 იანვარი 2018 13:12

რიკოთის გვირაბთან ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა. 

შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

რაჭაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 14:15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან. 

დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს. 

25 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული - კატასტროფა ინდოეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 01 აპრილი 2016 11:39

25 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული -ინდოეთში ქალაქ კოლკატაში მშენებარე საავტომობილო ესტაკადა ჩამოინგრევის შედეგებია.   ნანგრევებშია მოყოლილი კიდევ ათობით მოქალაქე. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ესტაკადის ჩამონგრევის მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ რომ გამომწვევი მიზეზი უხარისხო მშენებლობა და სამშენებლო მასალები გახდა.

ავარია ჩინეთის მაღაროში - გარდაცვლილია 19 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 10:33

ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში ავარია მოხდა ,შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ღამის საათებში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ეს მაღარო კომპანია Shanxi Datong Coal Mine Group-ს ეკუთვნის.

ავარიის მომენტში მაღაროში 129 ადამიანი იმყოფებოდა. დანარჩენმა მაღაროელებმა შახტიდან გამოსვლა შეძლეს.

ჩინეთის ქვანახშირის მაღაროების უსაფრთხოების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. 

აფეთქება ერაყში-გარდაცვლილია 51 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 მარტი 2016 11:38

ერაყში ბაბილის პროვინციაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა . ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია საკონტროლო პუნქტი და 30-მდე ავტომობილი.

რეგიონში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს საიდან მოდიოდა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული.

ტერაქტი სირიაში ,დაღუპულია 18 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 10:56

ტერაქტი სირიაში- დაღუპულია  18 ადამიანი ემსხვერპლა. დანაღმული ავტომობილი სოფელ ალ იშას მახლობლად აფეთქდა, იქ სადაც ასადის ოპოზიციის ბაზაა განლაგებული.

ტერაქტის უკან, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფება დგას და ის არმიასა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის პროცესს არ უკავშირდება.

პარალელურად, ქვეყანაში გაეროს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესი გრძელდება, რაც ჟენევაში მიღებული საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგია. 

ავტოკატასროფა ისრაელში - დაღუპულია 6 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 11:55

ისრაელში ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. დაშავებულია 10 ადამიანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმიდან მომავალი ავტობუსი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

მექსიკის ციხეში დაპირისპირებას 52 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:52
მექსიკის ქალაქ მონტერეის ციხეში ნარკოკარტელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. შეტაკება ციხის გარეთ, პოლიციასა და პატიმრების ოჯახის წევრებს შორისაც მოხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებენ. ინციდენტი რომის პაპის მექსიკის ერთ–ერთ ციხეში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 18:03
მკვლელობა მოხდა გორში. მეზობლების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და ცოლის ამჟამინდელი მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, ყოფილი მეუღლე კი მეორედ გათხოვდა და ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად, ისრაელში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ისრაელში მათი ერთ-ერთი შვილი, 25 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც გუშინ გვიან ღამით გორში ჩამოასვენეს და მკვლელობაც სწორედ ამის შემდეგ მოხდა. ასევე, სახელდება მეორე ვერსიაც - ეს ეჭვიანობაა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური