სამცხე ჯავახეთში საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 ივლისი 2020 16:28

ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულმა მწვავე ვითრებამ დაპირისპირება გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებს შორის. 17 ივლისს სამცხე ჯავახეთში საქართველოს მოქალაქე სომეხ და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებს - აჰისკა თურქებს - შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. რამდენიმე დღის მანძილზე სომეხი სტუდენტები ცდილობდნენ პროვოცირება მოეხდინათ აზერბაიჯანის მოქალაქეების და „საქმის გარჩევისკენ“ მოუწოდებდნენ. აზერბაიჯანელი სტუდენტები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ კონფლიქტისთვის. თუმცა ადგილობრივები თავისას არ იშლიდნენ. შედეგად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს ახალგაზრდებს შორის შეხლა შემოხლა მოხდა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მათი გაშველება. პატრულმა ადგილობრივი სომეხი სტუდენტებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებმა დახმარება სთხოვეს აზერბაიჯანის საელჩოს. შევიწროების გამო აზერბაიჯანის საელჩომ სტუდენტები თბილისში გადმოიყვანა და სასტუმროში დააბინავა. ხვალ ისინი ბაქოში დაბრუნდებიან.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 21 აპრილი 2019 14:35

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა, სადაც მორიგი დაპირისპირებაა.

თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა აქციის მონაწილეებმა დატოვეს. სოფელ ბირკიანის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი დაუპირისპირდა.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

წყარო: 1tv.ge

პანკისის ხეობაში მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 21 აპრილი 2019 14:32

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირებისას პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

წყარო: 1tv.ge

 

,,დაგჭრი, ბიჭო!“ - ხმაური და დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 23:50

რუსეთ-საქართველოს თემასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ტვ ,,იბერიას“ ეთერში დაპირისპირება მოჰყვა. გადაცემაში "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან" ერთად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოძრაობა "ივერიას" წევრი დავით ნებიერიძე და "ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირის" თავმჯდომარე გივი ვანიშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო დავით ნებიერიძემ გივი ვანიშვილს კოლაბორაციონისტი უწოდა, რასაც ვანიშვილის მხრიდან მუქარა და გაღიზიანება მოჰყვა. დებატები ჩხუბსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

"ბიჭო, ნაგავი ხარ შენ! უტრ...კო" - ლანძღვა და დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 23:50

მძაფრი დაპირისპირება გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ლევან ხაბეიშვილის ფრაზამ: ბურჯანაძეს ყოველთვის პოლიტიკურ ნაგვად ვთვლიდი - გამოიწვია. 

"ვაიმე, ახლა ამას რაღაცას ჩავარტყამ თავში" – დაპირისპირება “იბერიას” პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 13:21

ტელეკომპანია “იბერიას” პირდაპირ ეთერში ლალი ბადურაშვილი და მეგი გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

პატრულის ეკიპაჟები გამრეკელის ქუჩაზე - ბერი ნიკოლოზის მრევლსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 02:15

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მრევლი ბერი ნიკოლოზის ნაქირავებ სახლში შეშვებას ითხოვს. ბერ ნიკოლოზს ნაქირავებ ბინაში სახლის მეპატრონემ შესვლის უფლება არ მისცა. მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ბერი ნიკოლოზის მრევლსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც მრევლი ძალის გამოყენებით სახლში შესვლას ცდილობდა.

ბერი ნიკოლოზის მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, საჩივარი შეიტანა, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას.

შემთხვევის ადგილზე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მივიდა. ამ წუთებში გოგიჩაიშვილი და მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი სახლის მეპატრონესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

დაპირისპირება მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 16:24

 „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებსა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება  მოხდა.  შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულებმა თამარ მეფის ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

სიტყვიერი შელაპარაკება ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:23

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამ დროისათვის უბანზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს“. მისივე თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას და უბანზე ამომრჩევლის შეშვებას მარკირების გარეშე. გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული დარღვევები უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.

მერსი სულხანიშვილი რადიო ეთერიდან მოხსნილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 ივლისი 2016 17:23

მერსის დაპირისპირებას სუპერმარკეტის კონსულტანტთან უამრავთა აღშფოთება, კრიტიკა და გაღიზიანება მოჰყვა. ამ ფაქტს რადიო „აფხაზეთის ხმა“ სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა.

„აფხაზეთის ხმის“ საგანგებო განცხადება

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით თქვენი ანუ ჩვენი მსმენელების ერთგულნი. ძალზედ ბევრი შეტყობინება მივიღეთ თქვენგან, ყველაზე შესაბამისად სათითაოდ პასუხს ვერ გაგცემდით, ამიტომაც ამ პოსტით გვინდა გაცნობოთ რომ თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად ვითარების გარკვევამდე (მერსი სულხანიშვილი) რადიო ეთერიდან მოხსნილია !!! (გმადლობთ რომ გვისმენთ და აქტიურობთ".

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური