ძმარმჟავის დამწვრობით 9 თვის ბავშვი დამწვრობის ცენტრში მკურნალობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 15:59

9 თვის ბავშვს შემთხვევით ძმარმჟავა გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის ქიმიური დამწვრობა მიიღო.
როგორც  იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, პატარას ქიმიური დამწვრობის შედეგად მუცლისა და ბარძაყის არე დაეწვა.
„პაციენტი დამწვრობის ცენტრში ქიმიური დამწვრობით შემოიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, პატარა ბიჭუნას ძმარმჟამავა სხეულზე შემთხვევით გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის მე-2-3 (ა) ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე. შემთხვევა თბილისში მოხდა.

როგორ ვიქცევით დამწვრობის დროს - რეკომენდაციები და პირველადი დახმარება- ეს ყველამ უნდა იცოდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 13:51

დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროდენი, ცხელი საგნები, ცხელი წყალი ან სხვა სითხეები, ცეცხლი, ქიმიკატები, მზე.ამ შემთხვევაში აუცილებელია ვიცოდეთ პირველადი დახმარების წესები ,დაზარალებულს სასწრაფოდ გახადეთ ტანსაცმელი;
დაზიანებული ზედაპირი 5-10 წთ-ით შეუშვირეთ გამდინარე წყლის ჭავლს. არ გამოიყენოთ მალამო, ფხვნილი ან ცხიმი;
ნუ გახეთქავთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილ ბუშტუკებს;
დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით ან რომელიმე არამწებავი სუფთა ქსოვილის ნაჭრით;იმ შემთხვევაში თუ სიწითლესთან ერთად კანზე არის სითხიანი ბუშტუკები აუცილებლად მიმართეთ ექიმს . 

მძიმე დამწვრობით იაშვილის კლინიკაში ორი ადამიანია მოთავსებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 11:42

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ორი თანამშრომელი დაიწვა. შემთხვევა ფოლადის დნობის დროს მოხდა.

როგორც „ნიუსდეის“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 63 და 69 წლის მამაკაცები საავადმყოფოში ორი დღის წინ მიიყვანეს.

მისი ინფორმაციით, მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშაულო სიმძიმისაა. თუმცა ერთ-ერთი მათგანი მკურნალობას ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური