დავით ზალკალიანი (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 17:48

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ  არენსს უმასპინძლა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (OSCE/ODIHR) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინსტიტუტთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე და ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა,  რომ არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, ხოლო ფუნდამენტური უფლებები მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძირითადად დაცული.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის  (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისია ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მოწვევით იმყოფება. მისია 2018 წლის 18 სექტემბერს შეუდგა მუშაობას და მონიტორინგს უწევს, როგორც წინასაარჩევნო პროცესს, აგრეთვე, არჩევნების პროცესის მიმდინარეობას.

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 16:33

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 31-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დღეს ერთობლივ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.

კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

„არჩევნები წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, სადაც ძალიან ბევრი მხარეა წარმოდგენილი და თითოეულ მათგანს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. თითოეული მათგანის მიერ კეთილსინდისიერად შესრულებული საქმიანობა, და როგორც პროფესიული, ისე ეთიკური ნორმების დაცვა, წარმოადგენს  წინაპირობას, რომ საბოლოოდ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და დაიმსახუროს მეტი ნდობა. დღევანდელ ქცევის კოდექსზე ხელმოწერა ამ პროცესის კარგ მაგალითს წარმოადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო დღეს აქ წარმოდგენილ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და თითოეულ თქვენგანს ამ ინიციატივის რეალიზებისთვის და მასში შეტანილი წვლილისთვის“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

აღნიშნული დოკუმენტი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას ხელი მოაწერეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ისე 23 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

დამკვირვებლების კომენტარი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 15:07

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ზოგადად, პროცესზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" წერს.

„პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა იყოს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, არჩევანის და მედიაგარემოს თავისუფლება. საარჩევნო პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, რაც მთავარია, როგორც პირველი ტურის დროს, ისე გადატვირთული არ არის საარჩევნო უბანი, რის გამოც დათვლის პროცესი მაშინ შეფერხებებით მიმდინარეობდა,“- განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კელთჩევსკიმ.

NDI-ის ანგარიშში მეორე ტურის საბოლოო შეფასება მოხვდება, რომელსაც ორგანიზაცია მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

„ჩვენ 10 დღის წინ პირველი ტურის შეფასება მოვახდინეთ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდეთ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, რათა ამომრჩეველს მშვიდ ვითარებაში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. ასევე ცესკოს მუშაობაში ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა,“- განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური