დალიანის ოფიციალური პირების საქართველოში ვიზიტი ოქტომბერში შედგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 16:08

დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ორ რეგიონს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიწყება.

ასევე გადაწყვეტილია, რომ დალიანის ოფიციალური პირების საქართველოში საპასუხო ვიზიტი ოქტომბერში შედგება.

აჭარასა და დალიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 13:25

დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორმოცდაათ წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 10 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და დალიანის მერმა, შენგფენგ სიაომ მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს თანასწორობის, თანამშრომლობისა და ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ამ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო დალიანში საქართველოს პრემიერ -მინისტრისა და მასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბოლო ვიზიტის შემდეგ. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ჩამოყალიბდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის. მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის მიღწევას უზრუნველყოფს ხელმძღვანელ პირებსა და შესაბამის უწყებებს შორის რეგულარული ურთიერთობები.

ჩინეთის ქალაქ დალიანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 13:11

ჩინეთის ქალაქ დალიანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაძლიერებულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

როგორც ცნობილია დალიანში მუშაობა დაიწყო მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა „ზაფხულის დავოსი 2015“. ამის გამო ქალაქის შესაბამისი სტრუქტურები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი დონის სტუმრების უსაფრთხოება.

მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. დალიანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს დალიანის ვიცე-მერი დახვდა.

9-13 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" ("The Modern Silk Road").

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" ("The Modern Silk Road"), სიტყვით მიმართავს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში შეკრებილ პროფესორებს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას "Champions 2015".

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთსა და ამერიკაში მაღალი დონის ვიზიტებს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 16 აგვისტო 2015 12:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს. საქართველოს პრემიერი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.
სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური