გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 11:01
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება. ბრალდებული სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 13:00 საათზე დაიკითხება.. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც გუშინ დაკითხვა ვერ მოხერხდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 11:13
ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. ბრალდებულის დაკითხვა გუშინ 8 საათი გაგრძელდა. ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ბრალდებულმა ოჯახის უსაფრთხოება მოითხოვა.

ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 10:13

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული, - ამის შესახებ ინფორმაციას   "რუსთავი 2" ავრცელებს.

"უწყებაში ნათქვამია, რომ გვარამია დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე. შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. ეს ჩანაწერი, როგორც მაშინ გვარამიამ  განაცხადა, გაკეთებული იყო თავად მის მიერ სპეციალური აპარატით და არა  - ტელეფონით. ჩანაწერის გაკეთების მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილება დაასახელა და თქვა, რომ ეს ჩანაწერი გარკვეული პერიოდი მის პირად კომპიუტერში ინახებოდა და შემდეგ განადგურდა, რადგან საინტერესო მასალას არ შეიცავდა," - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში.  

ნიკა გვარამია მოწმის სახით შს სამინისტროში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.

 

 

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაკითხეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 10:07

ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაიკითხა. აღნიშნული პარტიის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე ახალციხის პოლიციაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც ხიზაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, შეკითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. 
”აღნიშნული ფაქტი რაც იყო, დეტალურად აღვწერე და მოვყევი. ძირითადად კითხვები შეეხო, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, ვინ მომაყენა შეურაცხყოფა. კამერა არ მინახავს და არ ვიცი სადაა”, - განაცხადა ხიზაძემ. 
ახალციხეში იმყოფება ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილიც. მისი თქმით, ოპონენტები ”ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მიმართ მასობრივ ზეწოლას მიმართავენ. 
”მათ გონიათ, რომ თუ მოსახლეობა დაშინდება, ეს მოიტანს შედეგს. დაშინდება თუ პირიქით გაღიზიანდება, ამას ვნახავთ," - განაცხადა დარჩიაშვილმა. 
ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ სოფელ მუსხში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩვნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს სუს-ში დაკითხვაზე ელოდებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 17:17

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი  აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  დაკითხვაზე დაიბარა. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

გტავაზობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას:

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნული აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები.

სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება,"- აღნიშნეს სუს-ში.

 

სუსი „ნაციონალური მოძრაობის“ წვრებს დაკითხვაზე იბარებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 14:24

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა.

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ,"- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს  ინტერნეტში გავრცელედა აუდიოჩანაწერი, სადაც  სავარაუდოდ   მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბარია. ისინი  რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. 

აუდიტის სამსახურში ვარშალომიძის დაკითხვა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 12:23

ამ წუთებში  აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის დაკითხვა მიმდინარეობს.  "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის სიის პირველ ნომრთან კთხვები  საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვას და ასევე საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას ეხებოდეს.  

 

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 11:56

უმცირესობის დეპუტატი, გივი თარგამაძე  კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.  თარგამაძე დაკითხვაზე ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე სვანის საკითხტან დაკავსირებითაა დაბარებული. 

ინფორმაცია დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია ოდესიდან მოხდა. 

 

პროკურატურაში ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მარტი 2016 17:30

ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში პოლიტიკური ექსპერტის, ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხდა, უწყებაში მისი დაბარება პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 

მთავარ პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 14 მარტი 2016 16:50

მთავარ პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიბარეს.

"ორი დასკვნაა, სამხარაულის ექსპერტიზის და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ ტელეფონშიო ჩვენ რა პროგრამული საშუალებებიც გვაქვს, ვერაფერს აღვადგენთო. ვერც ზარებსო, ვერც ეს-ემ-ეს-ებსო, ვერც კონტაქტებს და ვერაფერსო და აბა რა ვქნათო. 3 თვე ელოდებოდნენ ამის სათქმელად. არადა ეს პასუხები და დასკვნები არის დაწერილი იანვარში. მეორე საქმეზე დარწმუნებული ვარ მიხვდნენ იმდენად უხერხულში არიან ბესელიას გაგზავნილ ამ წერილზე, იცნობთო და არ ვიცნობ-მეთქი და კარგითო", - განაცხადა ელისაშვილმა.

გვერდი 1/ 4-დან

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური