დაკარგულ ახალგაზრდას, სამი დღეა ოჯახი უშედეგოდ ეძებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 12:13

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ბექა კაპანაძე რამდენიმე დღით ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 28 ოქტომბერს ღამის საათებში ბექამ შეიტყო, რომ მისი დედა გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ის ბათუმიდან თბილისში მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა.
„28 ოქტომბერს, ღამის 11:00 საათზე, ბექამ შეიტყო, რომ დედამისს გულის შეტევა დაემართა და იმავე ღამეს ბათუმიდან თბილისში მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდა. არ ვიცით ის მარტო იყო თუ მეგობრებთან ერთად, ის დღემდე სახლში არ მისულა“, – აცხადებენ კაპანაძის ოჯახის ახლობლები.

ფილარმონიასთან ნაპოვნი საფულე...ისტორია, რომელმაც "ფეისბუქი" მოიცვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:57

„ფეისბუქის“ ერთი-ერთ მომხარებელი საფულის დაკარგვის შემდეგ მომხდარ ფაქტზე წერს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონამ, რომლის დაკარგული ნივთი ახალგაზრდა ბიჭმა იპოვა, შემდეგი შეტყობინება მიღო:

„გამარჯობა, დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე. შიგ იდო პირადობა - ID, ექსპრეს ბარათი სტუდენტური, სტუდენტობის ცნობა და კიდევ აფთიაქის რაღაც ბარათი. ID-ზე ეწერა სალომე **** და სავარაუდოდ შენ უნდა იყო. კიდევ რაღაც ბარათი იყო საქართველოს ბანკის, 100$-იანი, სადაც შენი მისამართი ეწერა, ნიკოლაძის *. როგორც მივხვდი, მანდვე ცხოვრობ, ფილარმონიასთან. 50 ლარიანი იდო და კიდევ რაღაც ხურდა. მგონი სწორედ მოვიტანე მისამართზე. ფილარმონიასთან, რომ ქუჩა ადის, როგორც ვიცი ეგაა ნიკოლაძე. ვიღაც ქალი იყო და მან დაიტოვა შენი საფულე. პ.ს. მაპატიე, სტუდენტურზე 1.80 გქონდა და 20 თეთრი დაგიხარჯე, სხვა გზა არ მქონდა“.

სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 13:39

ბორჯომში სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს. ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  მიკროავტობუსით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობდნენ. როდესაც მიკროავტობუსიდან ჩავიდნენ, ტრანსპორტში დარჩათ საფულე პირადი საბუთებით, 2 საკრედიტო ბარათი, სადაზღვევო პოლისის და სამგზავრო ბარათები, 2300 ევრო და 160 ლარი.

სამართალდამცველებმა დაადგინეს მიკროავტობუსი, რომლითაც სლოვაკი ტურისტები მგზავრობდნენ, დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური