დაკარგული ახალგაზრდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 12:31

უშედეგოდ ეძებენ  მეხუთე დღეა,  სოფელ ქორდადან გაუჩინარებულ   ნიკა საღირაშვილს. ნათესავების განცხადებით, 26 წლის ახალგაზრდა  თანასოფლელებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ერთ-ერთ ოჯახში, იქიდან კი, სავარაუდოდ, სარწყავი წყლის დასაკეტად გავიდა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ოჯახი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა,ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც ქართველ სამართალდამცველებს აქვთ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახურიც.

დაკარგული სამი მამაკაცის ახლობლებმა ზუგდიდში აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 10:16
ხმაური იყო ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან, სადაც აქცია გამართეს რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამი მამაკაცის ახლობლებმა. ისინი სამართალდამცველებთან შეხვედრას და ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების პირველადი ინფორმაციის გაცნობას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არ შეხვდნენ, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს, რომელიც სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ გაიხსნა. მოგვიანებით მათ განუცხადეს, რომ საგამოძიებო სამუშაოებისთვის კიდევ რამდენიმე დღე სჭირდებოდათ. სამ დაკარგულს უკვე სამი დღეა ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ისინი მსხვილფეხა საქონლის შესაძენად იყვნენ წასული და თანხაც ქონდათ. ახლობლები ამას უკავშირებენ მათ გაუჩინარებას.

სამეგრელოში მესამე დღეა 3 დაკარგულ ბიზნესმენს უშედეგოდ ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 15:35
სამეგრელოდან სამი ადამიანი გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით მესამე დღეა ახლობლები მცირე ბიზნესით დაკავებულ სამ მამაკაცს ეძებენ. როგორც ირკვევა, დაკარგულებიდან ორი - პაატა ჩუბინიძე და მისი ბიძაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოდან არიან. მათი პარტნიორი კი რომელიც ასევე გაუჩინარდა, ხობის მკვიდრია. აღნიშნულ პირებს ხორცის ბიზნესი ჰქონდათ და სამეგრელოში პირუტყვის შეძენით იყვნენ დაკავებულები. ხორცის ექსპორტს კი თათრეთში ახორცილელებდნენ. როგორც დაკარგული ჩიბუნიძის ახლობლები აცხადებენ , სამი დღის წინ პაატა ჩიბინიძის ტელეფონზე ზარი განხორციელდა. მას შეატყობინეს, რომ სოფელ ურთაში მოსახლეობა საქონლის გაყიდვას გეგმავდა. ჩუბინიძე ბიძაშვილთან ერთად "ფორდის" მარკის მიკრეოავტობუსით აღნიშნული სოფლისკენ 8 თებერვალს , დილის 6:00 საათზე გაემართა. სწორედ ურთის გადასახვევთან იპოვეს დღეს მიტოვებული ავტომობილი. ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. დაკარგულის ოჯახი ეჭვობს, რომ ბიზნესმენები გაიტაცეს. "იქ მიიტყუეს, ავტომობილი ტყეშია შეყვანილი"- ამბობენ ჩუბინიძეები.

გარდაცვლილი პროკურორის საქმეზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 17 იანვარი 2016 14:53

 პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, აღმოჩინეს.

ზუგდიდში საოლქო პროკურორს ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 იანვარი 2016 12:47

ზუგდიდის საოლქო პროკურორს ვახტანგ ქირიას 4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. ქირია სახლიდან 4 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მობილური ტელეფონი კი რუსთავში იპოვეს.

პროკურორი არ დაკავშირებია არც ოჯახის წევრებს და არც სამართალდამცველებს. რამდენადაც ცნობილია, ვახტანგ ქირია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. 

ლაგოდეხის რაიონში დაკარგული ახალგაზრდების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 14:39

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში გაუჩინარებული მონადირეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგული მონადირეების ადგილსამყოფელის დადგენისთვის ორ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები ამბობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მათთან კომუნიკაციას გაურბიან და დაკარგულების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.

სამი ახალგაზრდა მამაკაცი ლაგოდეხის მთებში სანადიროდ დეკემბრის ბოლოს წავიდა, თუმცა მათ დიდთოვლობის გამო სოფელში დაბრუნება ვერ შეძლეს.

მონადირეებს მაშველები მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ.

ტყიბულში 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:26

„31 დეკემბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ტყიბულის მკვიდრი ალექსანდრე ყვავაძე. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას გთხოვთ აცნობოთ ოჯახს ან დარეკოთ 112-ში.

გთხოვთ გააზიარეთ ინფორმაცია“- ამ ინფორმაციას  პარლამენტის დეპუტატი ელისო ჩაფიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ლაგოდეხში დაკარგულ სამ პირს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 13:45

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაკარგულ სამ პირს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო – დათვალიერდა ყველა ის ტერიტორია, სადაც შესაძლოა, დაკარგულები ყოფილიყვნენ, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნეს.

სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დაკარგულები ერთმანეთის ნათესავები არიან. ოთხი მამაკაცი კაბლის ხევის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სანადიროდ წავიდა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო.

მიანმაში მეწყერის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა 100-ს კი ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 17:11

მსხხვერპლი მოყვა მიანმაში ჩამოწოლილ მეწყერს - სტიქიის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, მომხდარის გამო ქალაქ პაკანტში 100- ი ადამიანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მეწყერში მოყვნენ ნეპრიტის მომპოვებელი მაღაროს მუშებიც. 

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 20:08

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის გუშინ საქართველოში დაბრუნებისას სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მძიმედაა ავად და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, რომ ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა დროულად მოხდეს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური