წარსულში ნასამართლევი პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისტვის დააკავეს
ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
დიღომში დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს
აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
77 წლის ქალბატონის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკვეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციამ გ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავში დააკავა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დაკავეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებისთვის სამი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, შპს ,,გომანის“ და შპს ,,ნინოს“ ფაქტობრივი ხელმძღვანელები იგორ წულუკიძე, გოგიტა ლემსაძე და შპს ,,რეზოს“ დირექტორი და დამფუძნებელი რევაზ ილიაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ იგორ წულუკიძემ, გოგიტა ლემსაძემ და რევაზ ილიაძემ, 2014-2016 წლებში განახორციელეს 40 847 759 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, ბრალდებულების მიერ, საბაჟო გადასახდელების სახით, არ იქნა გადახდილი 4 521 192 ლარი, ხოლო 359 316 ლარის ღირებულების 53 ერთეული ყალბი საბანკო გადახდის ქვითარი გამოიყენეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გადასახდელების გადახდის დასადასტურებლად, რამაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მეყანწიშვილი დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს 50 ათასი ლარი დედაქალაქში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისთვის მოსთხოვა.მერიის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს. მას სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მერიასთან აქცია ერთი პირის დაკავებით დასრულდა
თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. დიდუბის ბაზრის 50-მდე მოვაჭრემ ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მეწილის მიერ კედლის აშენება გააპროტესტა. მათი თქმით, ეს მშენებლობა მათ საქმიანობას აფერხებს. სიტუაცია მას სემდეგ დაიძაბა, რაც მერიაში გამართული შეხვედრიდან ბაზრის მეწილე გამოვიდა, მას აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. შემთხვევიდ დროს საპატრულო პოლიციამ სწორედ ბაზრის მფლობელი დააკავა.
მიუნხენში თავდასხმასთან დაკავშირებით 16 წლის პირი დააკავეს
მიუნხენში თავდასხმასთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც წარმოშობით ავღანელია, თავდამსხმელის, ალი დავიდ სონბოლის მეგობარი იყო. 16 წლის მოზარდი პოლიციაში საკუტარი ნებით მივიდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ პოლიციელებმა აღნიშნეს, შესაძლოა ის დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა ამის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა.
შეგახსენებთ, სროლა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 22 ივლისს მოხდა. თავდასხმის სედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.