სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:
დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირონივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებულიგივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერისფხვნილი - ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი;მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ისმოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნემოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალიადა სხვა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.
მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, 1974 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია.
ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.