შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 07 ივნისი 2015 11:28

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ამავე სამმართველოს მე-6 და მე-7 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, 1979 წელს დაბადებული რომან ფ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები, საქართველოს მოქალაქეები - 1970 წელს დაბადებული ემზარ მ. და 1991 წელს დაბადებული ვახტანგ მ,სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი, 1962 წელს დაბადებული ნინა კ, სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. და 1983 წელს დაბადებული თამერ ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 06 ივნისი 2015 10:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ავთანდილ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში, ომარ ხაიამის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული 12,3173 გრ ნარკოტიკული საშუალება 2,09215 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 30 მაისი 2015 13:28

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროების - „საბუდარა“-სა და „ვიზა“-ს დირექტორი, 1971 წელს დაბადებული ნიკოლოზ ზ. და ადმინისტრატორები - 1963 წელს დაბადებული ცისანა ნ, 1977 წელს დაბადებული ლეილა ხ, 1968 წელს დაბადებული შორენა ბ. და 1973 წელს დაბადებული ია რ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

შსს-მ ზესტაფონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 16 მაისი 2015 16:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გრიგოლ ა. და 1989 წელს დაბადებული რატი მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს, საიდანაც 660 ევრო, 4295 ლარი, 1961 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ,,მაკაროვის“ და ,,ბარეტას“ სისტემის პისტოლეტები, ვაზნები და ყაჩაღურად გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2და მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითური ჯგუფი გამოავლინა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 16 მაისი 2015 16:11

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში მოქმედი იმპორტიორთა ჯგუფი გამოავლინა, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი მიადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ავთანდილ ყაბანაშვილი, ტარიელ შენგელია და ბესიკ ჭოჭუა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა რეგისტრაციაში გაატარეს რამოდენიმე ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირი, რომელთა სახელითაც 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე 8 347 429 ლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანეს.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს მიადგა 2 557 806 ლარის ოდენობის ზარალი", - აღნიშნულია განცხადებაში.  

ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ქართველი ახალგაზრდები გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 16 მაისი 2015 13:01

სოფელ აძვის განაპირას დაკავებული ორი ქართველი ახალგაზრდა უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.

15 წლის ლაშა თანაშვილი და 18 წლის ლევან კოკორიანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცველებს ოსურმა მხარემ გადასცა.

როგორც გათავისუფლებულები ყვებიან, მოზარდები გუშინ დილით სოფელ აძვის ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ კი უპირობოდ გააათავისუფლეს.

დღეს დილიდან ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შსს-ს ანალიტიკური სამსახური აწარმოებდა.

გათავისუფლების შემდეგ მოზარდები მცირე ხნით დაკითხვაზე შსს-ს პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი საკუთარ ოჯახებში მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს რუსმა ოკუპანტებმა 15 და 18 წლის მოზარდები დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა ბაბუამ საბედნიეროდ ოკუპანტებისგან თავის დაღწევა მოახერხა. 

 

გვერდი 35/ 35-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური