მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 12:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

გამოძიებოთ დადგენილია, რომ ბრალდებული, ცდილობდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომ, სხვა პირებზე რეალიზაციას. ამ მიზნით, მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბრალდებული დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის მე-19 მუხ. 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 12:22

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,სარფი“- ს გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 24 197 ლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.

ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 ივნისი 2017 22:45

თურქეთში მძარცველების ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, მათ შორის - ერთი ქალი. მძრცველების იდენტიფიცირება ანტალიის პოლიციამ სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო. დაკავებულთა საცხოვრებელი ბინებიდან სამართალდამცვებმა ძვირფასი ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

თურქული მედია ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ივნისი 2017 11:49

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“- ს გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 394.38 გრამის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 676 336.63 ლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.

თბილისის ინტერპოლმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 12:07

თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

ი.პ. დამნაშავედ არის ცნობილი მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია 4 პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 19:55

აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს. დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 11:12

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 14:01

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. 

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. 

ამერიკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. 

საქართველოს კრივის ფედერაციაში ფლობენ ინფორმაციას, რომ ორივე სპორტსმენი სწორედ ბრუკლინში ემზადება, თუმცა მათთან დაკავშირება და სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

ხურციძე ამერიკაში ორი დღის წინ გაემგზავრა და 8 ივლისს გასამართი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ერთ თვეში ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა. 

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს ბრალი რეკეტში და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი.

თურქეთში ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდეგ დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 ივნისი 2017 19:25

თურქეთში ახალგაზრდა დედა ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს. დაკავებულის მეუღლეც, გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ჩორუმში პატიმრობაში იმყოფება.  პოლიციელები მშობიარობის პერიოდში საავადმყოფოს არ მოშორებიან, დღეს დილით კი დედა, ნაზლი მერტი ბავშვთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა დედა პოლიციის განყოფილებაში ინვალიდის ეტლით იქნა გადაყვანილი, რადგან მას ფეხით გავლაც კი არ შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ნაზლი ნ. მერტი პოლიციელების ზეწოლის გამო ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მას სასწრაფოდ გადასხმა გაუკეთდა. გახშირებული ტკივილის გამო მერტი სასწრაფოდ სამშობიაროში გადაიყვანეს. პოლიციელები რომლებიც ნაზლი მერტს სამშობიაროსთან ელოდებოდნენ დღეს ბავშვთან ერთად დააკავეს.

წყარო: http://www.kronos.news/tr/genc-anne-dun-dogum-yapti-bugun-tekerlekli-sandalyeyle-gozaltina-alindi/

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 29 მაისი 2017 14:17

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში 5 პირი: 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოტყუებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს. დაკავებულები, სესხის დამტკიცების შემდეგ, ფულს მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განაღდება. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები საკრედიტო დაწესებულებების კუთვნილ 15 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.

გამოძიება კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური