მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 მარტი 2018 17:03

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მამუკა ჭელიძემ არ დააკონკრეტა მისი ვინაობა და მხოლოდ ინიციალები ი.ქ. დაასახელა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით საქმეზე დაკავებულმა რეანომობილისმძღოლმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილს გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით.  საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი გიორგანაშვილისა და ზემოთ ხსენებული მძღოლის ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღეს დაკავებული პირის ვინაობა ამ დრომდე არ გახმაურებულა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 5 თანამშრომლის დაკავება - სუსი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 მარტი 2018 15:52

გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს, ირაკლი ხ-ს და რამაზ კ-ს., საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ,დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე,უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას. გენო ქ-მ, ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ, 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომდგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2018 წლის 29 მარტს გენო ქ. ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხიელ სააკაშვილი კიევში დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 17:55

მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, სააკაშვილი, თავისი პარტიის მიმდებარე ტერიტორიიდან, უცნობმა , ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის დასაკავებლად სამი თეთრი ავტომობილი იყო მისული.

დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 11:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,DAF’’-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი. კერძოდ: პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით” -აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 დეკემბერი 2017 00:49

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აქვეყნებს. 
„დააკავეს მიხეილი! მიყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე“, - წერს საყვარელიძე.

აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 17:38

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 40 აბი და ჰეროინის შემცველი, 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 02 დეკემბერი 2017 14:22

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 
”გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)”,- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეფონის დალომბარდება, თანიხს გამოძალვა და ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვნის მამაზე - შსს-მ ბრალდებული დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 12:53

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ვ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა. არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თავად გამოეტანა ტელეფონი. აღნიშნულის შესახებ შეიტყო ნ.ვ.-მ, მივიდა არასრულწლოვანთან და თანხა გამოართვა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის თაობაზე მამას აცნობა. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ნ.ვ. არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

სამართალდამცველებმა ნ.ვ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის პირველი ნაწილით)" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017 13:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა, რომელმაც ბადრაგირების დროს გაქცევა მოახერხა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოქალაქე დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.

ბ.კ.-მ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა.

ამჟამად, დაკავებული ბ.კ. მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ. ქ. და 1988 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 13:30

თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოძალადე პოლიციამ 21 სექტემბერს დააკავა. 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დამატებით ინფორმაციას შსს არ ავრცელებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური