პსპ დაზღვევა კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს დაზღვეულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 ივნისი 2019 16:00

11 ივნისს „ტექნოპარკის“ საკონფერენციო დარბაზში, ხელი მოეწერა სს “პსპ დაზღვევასა“ და „სტარტაფ Mydoc“-ის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას დაზღვევის და ჯანდაცვის სფეროში.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მუდმივად ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

2018 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა დაზღვევის პორტალი, რომელიც ყველა სადაზღვევო სერვისს ერთ ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. პსპ დაზღვეულს, აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიიღოს სწრაფად და მარტივად თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. დაზღვევის პორტალი არის სივრცე, რომელიც ულევ შესაძლებლობებს იძლევა და ვითარდება.
სექტემბრის თვიდან პსპ დაზღვევის პორტალს ემატება ფუნქციონალი რომელიც ითვალისწინებს ორ შესაძლებლობას.

● სისტემა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით, ადგენს შესაძლო კავშირებს წარმოდგენილ სიმპტომებსა და მონაცემთა ბაზაში არსებულ დიაგნოზებს შორის, რაც იძლევა საშუალებას, წინასწარ შეიქმნას სურათი პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მოცემულ სიმპტომებზე დაყრდნობით, ექიმმა მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი დაავადებების ალბათობათა შესახებ. ექიმი, თავის მხრივ, მაღალი დონის ავტომატიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით ეფექტურად და ხარისხიანად წარმართავს დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პაციენტზე შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს.

● ასევე, პლატფორმა საშუალებას იძლევა, ონლაინ რეჟიმში დამყარდეს კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის. დაზღვეულს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალ ექიმს გადაუგზავნოს სხვადასხვა სამედიცინო ინფორმაცია, მიიღოს ექიმისაგან დიაგნოზი და დანიშნულება. დაზღვეული, პსპ დაზღვევის პორტალზე online.ipsp.ge გაივლის ონლაინ გასაუბრებას ე.წ ექიმის ვირტუალურ ასისტენტთან - ჩატბოტთან და სპეციალური კითხვარის საშუალებით, შეავსებს საჭირო მონაცემებს.

ეს არის იმ სერვისების ჩამონათვალი, რასაც პსპ დაზღვევა სთავაზობს ყველა დაზღვეულ პირს, და რისი ანალოგიც, ამ ეტაპზე, არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს.
პსპ დაზღვევა აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას და მალე მომხმარებელი შეიტყობს პლატფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოების სიახლეს.

„პსპ დაზღვევის“ ახალი ევროპული სტანდარტის სერვის ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 11 ივნისი 2018 15:49

პარასკევს, 2018 წლის 8 ივნისს “პსპ დაზღვევის” ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნა.
სერვის ცენტრის გახსნა მრავალპროფილურ კლინიკაში დაზღვეულისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად დროის დამზოგველია, რადგან ერთ სივრცეში მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ მრავალპროფილური სამედიცინო, ასევე ადგილზე ფინანსური ანაზღაურების მომსახურება.
სერვის ცენტრი „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გახსენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვენე სადაზღვევო სფეროს და დაზღვეული კომპანიების წარმოამდგენლები.
„ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის ძალიან სასიხარულოა ეს სიახლე. შემიძლია მოვიდე კლინიკაში, სადაც ჩავიტარებ მრავალი მიმართულებით გამოკვლევებს და ადგილზევე მოხდება ჩემი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება. მიველსამები ამ სიახლეს და ვუსურვებ ბევრ წარმატებას“, - განაცხადა ღონისძიების სტუმარმა დაზღვეულმა თამთა ციცვიძემ.
„პსპ დაზღვევა“ 2010 წლიდან მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ისტორია 150 კომპანიის 250 000-ზე მეტი დაზღვეულის მომსახურების გამოცდილებას ითვლის. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში პირველი სერვის ცენტრი, რომელიც ინტეგრირებულად ახორციელებს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში“ - განაცხადა „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ.

GPI- ს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის წინააღმდეგ "ჯიპიაი"-ს შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაზღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მომსახურებად იქცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:59

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია მომსახურებაზე გაურკვეველი მიზეზებით ამბობს უარს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 25 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე, კომპანიამ კვლავ წარმოუდგენელი მიზეზით თქვა უარი.

შპს "კლიპარტის" ერთ-ერთი თანამშრომლის მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელსაც პედიატრის გამოძახება დასჭირდა, "ჯიპიაი"- ს ოპერატორმა მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა და ავადმყოფი შვილის დედას განუცხადა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გამოძახებიდან ორი საათის შემდეგ, პაციენტს "გამონაკლისის დაშვებას" დაჰპირდა.

თუმცა კომპანიაშიც ალბათ კარგად ესმით, რომ ორი საათის დაგვიანებით, ისიც, გამონაკლისად გასაღებული ექიმის მომსახურების მიღება, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს აღარ სჭირდება.

თავად კომპანიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

"ძალიან ვწუხვართ, ვარკვევთ, რატომ ხდება ტექნიკური გაუგებრობა. ვეცდებით, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა", - აცხადებენ „ჯიპიაი“- ში.

სადაზღვევო კომპანია, "ჯიპია“- ს მომსახურებით, შპს "კლიპარტის“, შპს "პირველისა" და "რუბრიკის“ თანამშრომლები უკმაყოფილებას არაერთხელ გამოთქვამდნენ, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დღეს, "ჯიპიაი"-ს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.

კომპანიასთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში, "ჯიპიაი"- მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომსახურების სისტემა, წესრიგში არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ზუსტ გადახდას მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

მომხმარებლებს ვინც თვლის, რომ "ჯიპიაი"-მ მისი უფლებები დაარღვია, შეგიძლიათ, დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 595 01 81 71

 

ჯარისკაცებს დაზღვევა 1 თებერვლიდან ექნებათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 13:52

ქართველ სამხედროებს ჯანმრთელობის დაზღვევა პირველი თებერვლიდან ექნებათ. შეფერხების მიზეზი ტენდერის ჩავარდნა გახდა.

იანვარში ჯარისკაცების ჯანმრთელობის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო პირადი ბიუჯეტით აანაზღაურებს.

ამ საკითხზე განმარტებები დღეს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, გააკეთა. 

პირადობის მოწმობის და პასპორტის დაზღვევა-იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 13:00

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს პირადობის მოწმობის და პასპორტის დაზღვევას სთავაზობს. ის, ვინც საბუთს დააზღვევს, რაც 3 და 5 ლარი ღირს, დაკარგვის შემთხვევაში, ახლ მოწმობაში თანხას აღარ გადაიხდის. 

დოკუმენტის დაზღვევა შესაძლებელია საბუთის დამზადებისას განაცხადის მიღების პროცესში, ასევე შესაძლებელია უკვე დამზადებული პასპორტისა და პირადობის მოწმობის დაზღვევაც,  თუ ის გაცემულია 2015 წლის 1 იანვრიდან. 

საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით,ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 16:51

საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ და ამის გამო აღნიშნულის შესაძლებლობა ახლა არ აქვთ. 
როგორც , ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შევიდეს და საყოველთაო ჯანდაცვა ხელმისაწავდომი აღნიშნული კატეგორიის პირებისთვისაც გახდეს.
"არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვა არ ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ კორპორაციული დაზღვევა, ხოლო მათ, ვინც კორპორაციული დაზღვევა შემდგომში დაკარგა, მიეწოდება მხოლოდ მინიმალური პაკეტი. იმისთვის, რომ თავიდან ობიექტურად გავაკეთოთ გამიჯვნა ამ სერვისებით მოსარგებლეებისთვის, აუცილებლად გვჭირდება სადაზღვევო ინდუსტრიისგან დაზუსტებული მონაცემთა ბაზა, რომლის მიღება ძალიან გართულდა, თუმცა ბოლო დღეების ინფორმაციით, სადაზღვევო ინდუსტრია მზად არის იმისთვის, რომ მოგვაწოდოს ეს ბაზა. შესაბამისად უკვე ტექნიკური ხასიათის საკითხი დარჩება, თუ როგორ გავაკეთებთ ახალ გამიჯვნას, რომ ეს იყოს სამართლიანი. ამას კანონში ცვლილებები არ დასჭირდება. მთავრობის დადგენილებაში 2013 წლის 1-ელი ივლისის მაგივრად ჩაიწერება შესაბამისი ვადა, როდესაც მონაცემთა ბაზის დადარება დასრულდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში მსოფლიო ბანკის ექსპერტთან შეხვედრა შედგა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:35

საქართველოს დაზღვევის ზედამხედვლობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტ ევგენი გურენკოსთან, რომელსაც ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციის, ეკონომიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ეკონომიკური საბჭოს და აქტუართა ასოციაციის წევრები. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო: კატასტროფული რისკების მართვის მექანიზმები და მისი მუშაობის  სქემა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში.

ამ საკითხს განსაკუთრებული აქტუალურობა შესძინა ივნისის სტიქიურმა მოვლენამ. მსოფლიო ბანკს გააჩნია გამოცდილება მსაგვსი რისკების მართვისა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდელი მსოფლიო ბანკის ექსპერტების მოსაზრებით არის ნოვაციური და ახალი სქემა მუშაობს მეტ–ნაკლებად ერთგვაროვანი განვითარების დონის მქონე ქვეყნებში ( მაგ. ალბანეთი, სერბეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია), სადაც დაზღვევის კულტურა შედარებით დაბალია, ბუნებრივი კატასტროფების ალბათობა კი მაღალი. მოდელში ჩართულია სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი შვეიცარული გადამზღვეველი კომპანია, ხოლო ამ სისტემაში ქვეყნების ფინანსურ მონაწილეობას უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკი და შესაბამისი დონორი ორგანიზაციები. არსებობს ტექნიკურად გამართული სქემები სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი კატასტროფების სახეობების მიხედვით, რომლითაც მუშაობს მოცემული სისტემა, ძირითადი აქცენტი კეთდება მიწისძვრის, წყალდიდობის  და სოფლის მეურნეობის ზარალებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ ქვეყნებში, რომლებიც მოცემული სქემის წევრები არიან, მიზანშეწონილია საკითხის გამყარება სავალდებულო დაზღვევის შემოღების საშუალებით. (სატარიფო პოლიტიკა დამოკიდებულია ქვეყნებზე და რისკების სახეობებზე).

შეხვედრა ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს,  წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ამ სისტემის დანერგვის გზაზე, ხოლო მთავარი გზავნილია, რომ მსგავსი მაშტაბის რისკების მართვისას სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელად დაინერგოს მწყობრი დასაბუთებული მიდგომა, რომელიც რათქმაუნდა გაითვალისწინებს არსებულ რეალობას.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა და მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ევგენი გურენკომ დაზღვევის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელები გადასცეს: სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს დევი ხეჩინაშვილს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელს გურამ მირზაშვილს და „დაზღვევის კომპანია ქართუ"–ს წარმომადგენელს თამაზ ბუტიკაშვილს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური