თურქეთის პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 14:03

თურქეთის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ისმაილ კაჰრამანი 316 ხმით იქნა არჩეული. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

გუშინდელ სხდომაზე თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა რიგით 27-ე თავჯდომარე აირჩია. წარმოდგენილი 4 კანდიდატიდან მე-3 ტურში 316 ხმა მიიღო მმართველი სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის კანდიდატმა, პარლამენტარმა სტამბოლიდან ისმაილ კაჰრამანმა და ახლა 2019 წლამდე ის იქნება პარლამენტის თავმჯდომარე.

კაჰრამანი 1996-1997 წლებში, ე.ი. 54-ე მთავრობაში კულტურის მინისტრს წარმოადგენდა.

გუშინვე კაჰრამანმა ფიცი წარმოთქვა და სამადლობელო სიტყვაში აღნიშნა, რომ ბოლომდის დაიცავდა ფიცით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

ახალ სპიკერს პირველებმა მიულოცეს პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერმა დავუთოღლუმ.

დღეს 30 აგვისტოა - გამარჯვების დღე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 30 აგვისტო 2015 21:06

დღეს თურქეთის განთავისუფლების 93-ე წლისთავია. გამარჯვებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოსა და საგარეო წარმომადგენლობებში ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ TRT-ქართული იუწყება.

ღონისძიებები ანკარაში სახელმწიფოს ლიდერების, პოლიტიკური პარტიებისა და სამხედრო ძალთა სარდლების ათათურქის მავზოლეუმის მონახულებით დაიწყო.

30 აგვისტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა და პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განცხადებები გაავრცელეს.

განცხადებაში ერდოღანმა გახშირებულ ტერაქტებზე და .ე .წ პარალელური სახელმწიფოს სტრუქტურაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ათას წელიწადში ამ მიწაზე ჩვენმა ერმა მრავალი მტერი დაამარცხა, მრავალი მოღალატე დაჯგუფება გაანადგურა. რა თქმა უნდა, სეპარატისტულ ტერორგანიზაციას და მის მაშად ქცეულ პარალელური სტრუქტურასაც დაამარცხებს“.

პრემიერმა აჰმედ დავუთოღოუმ კი აღნიშნა, რიომ ძალები, რომლებიც ბინძური თამაშებით, ტერორით თურქეთის დასუსტებას ცდილობენ, მიზანს ვერ მიაღწევენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური