გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 იანვარი 2020 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრი გახარია  და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 იანვარი 2018 11:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook - Eurasia. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან

დავოსში გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 09:58

გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი,ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 18:37

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შემადგენლობაში „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწრება.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს სესიებში ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა; ახალი ეკონომიკური ხედვა უკრაინისთვის; ევროპის მომავალი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მმართველ დირექტორთან ფილიპ როსლერთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან და მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფურევსურენ ლუნდეგთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრებს ტონი ბლერთან, ვიქტორია ნულანდთან, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ვერნერ ჰოიერთან, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იოჰან შნეიდერ ამანისთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კარიმ მასიმოვთან.
ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მიწვეულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილზე.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ბოლო დღეს დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

კვირიკაშვილი დავოსში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 18:06

ქართული დელეგაცია დავოსში შეხვედრებს განაგრძობს. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ქვეყანას პრემიერმინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი , საინვესტიციო სააგენტოს რკინიგზის და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები წარადგენენ.   მთავრობის მეთაურის რანგში გიორგი კვირიკაშვილისთის ეს პირველი  ვიზიტია საზღვარგარეთ. 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:34

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. შვეიცარიაში მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების პირველი პირები იკრიბებიან. 

46-ე სესიაზე მოუსმენენ საქართველოს პრემიერმინისტრსაც. გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრა გაიმართება  ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან. 

 

პრემიერმინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 10:43

საქართველოს პრემიერმინისტრი შვეიცარიაში მიემგზავრება.კვირკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე - ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ სადილს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ გაესაუბრება სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს. ასევე შეხვდება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური