ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 02 ივნისი 2018 12:28

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. დავით ქევხიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ. 

„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. 

რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია დავით ქევხიშვილის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე კვირაა ითხოვს ქევხიშვილის გადაყენებას. ამ მოთხოვნით ისინი პერმანენტულ აქციებს მართავდნენ.

დავით ქევხიშვილი ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 18:25

დაპირისპირება ძიუდოში მას შემდე დაიწყო რაც 28 იანვარს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა 2004 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოში ზურაბ  ზვიადაურმა დავით ქევხიშვილი  ძიუდოისტებთან ცუდ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და კომიტეტს საქმის შესწავლისკენ მოუწოდა. ზვიადაურის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენებს გათბობას არ ურთავს. დეპუტატის გამოსვლა ძიუდოისტთა განცხადებები მოჰყვა, ისინი არასათანადო პირობებზე საუბრობენ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ ზვიადაურისა და სპორტსმენების ბრალდებებს უარყობს, შექმნილ სიტუაციას პირად ინტერესებს უკავშირებს და ძიუდოისტებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. დავით ქევხიშვილის თქმით, მას არ მიეცა საშუალება სპორტის კომიტეტში ძიუდოში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.  აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, დავით ქევხიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში გადაცემაში „აქტუალური თემა, - სპორტი“ ისაუბრა:

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური