დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 12:39

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

თბილისის მერმა ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში განხორციელდა.

„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ მინდა, ძალიან მოკლედ, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემი მერობის პერიოდში, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 7 მლნ მ2-ზე მეტ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ კაპიტალურად რეაბილიტირდა 755 ქუჩა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.

საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე. თბილისის მერის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა. ასევე მასშტაბური საკანალიზაციო ქსელების მოწყობა კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ხიდების სრული საინჟინრო გამოკვლევა და მასშტაბური აღდგენა-გამაგრების სამუშაოები აქამდე არასდროს განხორციელებულა.

თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 472 ობიექტზე.

13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი, გარდა ამისა კი წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ

 

 

თბილისის მერის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები.

„მოვაწყვეთ ავტობუსის ზოლები, კომფორტული გადაადგილებისათვის. რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; ასევე, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისათვის, რაც თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დავით ნარმანიას თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა.

„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გეტყვით, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი და სოციალური საცხოვრისი რომლებიც თბილისს არასდროს ჰქონია.

გარდა ამისა, მერიის მიერ უძრავი ქონებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების აშენების პირობით ჯამში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ბოლოს მოკლედ გეტყვით განათლების მიმართულებით, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 18:51
ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, სასტუმრო “ჰოტელ აივანში“ ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე.
საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქ.თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ დამიან უამპლერმა  (Damian Wampler)
ამერიკის მეგობართა კლუბის ხემძღვანელმა მიულოცა ამერიკელ ხალხს მათთვის მნიშვნელოვანი დღე და განაცხადა რომ აშშ-ი მაგალითია ყველასთვის, ვისაც სურს თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს. დღეს ჩვენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ავღნიშნავთ იმ პრინციპების იუბილეს, რომლებზეც დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატები და რომლებიც მეტად დაფასებულია ამ ქვეყანაში - ეს არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
მან ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. ქართულ ამერიკული  მეგობრობის მიერ განვლილ გზაზე,  ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერაზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მსოფლიოს ყველ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის ყველაზე განსაკუთრებული და მტკიცე მხარდამჭერია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე, რომელმაც მის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაღებული სისხლის ფასად დაამტკიცა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე.
 
სიტყვის დასასრულს ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანას შორის 25 წლის უკან დაწყებულ მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვეღარაფერი და ვერავინ შეაჩრერებს. ყველა მკაფიოდ დაინახავს და კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდება, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
 
დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები იყვნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროსაქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რუსეთ-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. სადღესასწაულო წვეულებაზე  აშშ-ის და საქართველოსა ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუში-ქურასბედიანი, შეასრულა აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.  4 ივლისის წვეულება დასრულდა საზეიმო ფეირვერკით.
 
აშშ-ის დამოუკიდებლობის საზეიმო მიღებას დაესწრნენ, საქართველოს პარლამენრის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, სამხედრო ატაშეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ბიზნესის და მედიის სფეროდან ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორები, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები ამერიკელები.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მხარდამჭერები და სპონსორები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ქ.თბილისის მერია,  ფარმაცეტული კომპანია "ავერსი", საქართველოს ფოსტა, ავიო კომპანია ჯორჯიან ეარლაინსი (აირზენა), ოპტიკურ კომპანია "რონიკო"ამერიკულ კომპანია "KVJ" ამირან შალიკაშვილის პანტონიმის სახელმწიფო თეატრი, ნატალი ჯგუფი, კომპანია "ისი პარი" თელავის ღვინის მარანი,  კოკა კოლას ბოთლერს ჯორჯია, ყავა პელე და ინგლისურენოვანი გაზეთი "მესინჯერი".

თბილისის მერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 13:27
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის მერის დავით ნარმანიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები". აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული და ლექტორები.

ამ ადამიანებს მიეცემათ შენობაში შესვლის უფლება, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 13:21

„ღმერთმა ნუ ქნას, იქ რომ რამე არასასურველი მოხდეს და ვინმე დაზიანდეს. გაჩნდება კითხვები, თუ რატომ მივეცით ჩვენ შენობაში შესვლის უფლება. ამ საკითხების სათანადო დონემდე მოგვარების შედეგად ამ ადამიანებს მიეცემათ შენობაში შესვლის უფლება. შესაძლებელია შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი ისე, რომ იქ შემორჩენილი ნივთები არ დაზიანდეს,  ისევე, როგორც ცალკეული ნაწილების დროებით გამაგრება, რათა შესვლა გახდეს უსაფრთხო,"- ასე უპასუხა   თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებს, რომლებიც დამწვარ შენობაში შესვლას ითხოვენ.

ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტო მაჩვენებელი გვქონდა, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:48

მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ბიუჯეტის შესრულების  უპრეცედენტო მაჩვენებელი გვქონდა, 99%, რაც იმას ნიშნავს, რომ განხორციელდა ყველა პროექტი და პროგრამა, რაც ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. საგზაო სამუშაოების თვალსაზრისით, მილიონნახევარი კვადრატული მეტრი გზა დაიგო ქალაქის მასშტაბით, რაც 5-6 წლის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. მნიშვნელოვანი იყო სამება-მახათასა და შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა," - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

 

დავით ნარმანიამ ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 14:54

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა. 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და იქ „მანის“ 143 ახალი ავტობუსი განთავსდება, რომელთა მიღება მარტში დასრულდება.

ამჟამად, ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგის“ სამშენებლო ჯგუფები ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტის ჩასხმას ამთავრებენ. ბაზისთვის გამოყოფილ 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ავტობუსების სადგომების გარდა, სერვის ცენტრი, სამრეცხაო, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები აიგება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავტობაზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 „ბაზა ახალი ავტობუსებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, იქ იქნება ყველა ტექნიკური პირობა, რათა ახალ ავტობუსებს მოვემსახუროთ. მათ შორის, გაზგასამართი სადგური, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს, რათა მას შემდეგ რაც ყველა ავტობუსს მივიღებთ და შესაბამისი მიმართულებით გავუშვებთ, ადგილი მზად იყოს და მათი მომსახურება ახალი ბაზის პირობებში მოხდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტობაზაზე ახალი ავტობუსებისთვის ყველა სახის მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი. მათ შორის, ყოველდღიური სერვისი და კაპიტალური რემონტი. ავტობაზა 12-მეტრიანი „მანის“ ავტობუსების გარდა, საშუალო, 9-მეტრის სიგრძის ავტობუსების მიღებასაც შეძლებს.

დავით ნარმანიასთან ერთად, ავტობაზაზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა 2016 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.

დავით ნარმანია - ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი თვითმმართველობის სიახლეებზე დისკუსიას შეუწყობს ხელს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 10:51

 დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითმმართველობის სიახლეებზე დისკუსიას შეუწყობს ხელს. 
”ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს არიან ჩამოსულები, გვეძლევა საშუალება გვქონდეს ძალიან აქტიური დისკუსია თვითმმართველობის სიახლეებზე, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წლევანდელ ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი განვითარების ინოვაციურ მიმართულებებზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობას და რომელიც უნდა გამოიყენოს აქტიურად იმისთვის, რომ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი. ”ჩვენ, ჩვენი მხრიდან საუბარი გვექნება გენერალური გეგმის საკითხებზე თბილისის, როგორც მომავლის ქალაქის კონცეფციაზე, ასევე სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების აქტიურ ღონისძიებებზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  სასტუმრო ”ბილტმორში” მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. 

თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 13:20

თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს.  კონტრაქტორი კომპანია ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

“კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს.  ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა  დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით,  უკეთესი გარემოს შექმნაში.    ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში, ასევე მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის“ მეგობარი კომპანიები.  ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა.

აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

 

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 17:49

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე  დამბა,  დამბის წინა მხარეს  კი  ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება  და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები,  500 მმ-იანი მილების მოწყობა.

თბილისის მერის განცხადებით, ვერეს ხეობაში, პრევენციის მიზნით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება.  

„მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ვერეს ხეობაში, ამ მიმართულებით, პროექტები გრძელდება, სხვადასხვა ნაწილში კალაპოტის ფორმირების მე-2 და მე-3 ეტაპის სამუშაოები დაიწყება; გაზაფხულზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, გამწვანების პროექტს განახორციელებს. ასევე, კეთილმოეწყობა მზიურის პარკი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა. 

ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მინდინარეობს, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 12:54

თბილისი მერის განცხადებით, ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მინდინარეობს, თუმცა შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს:

”ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ  ძირითადი ჩარჩო და მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური