სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში - აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019 21:22

პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს მოქალაქეების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ამის შესახებ სააგენტო "სინხუას" განუცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა დავით აფციაურმა.

     ”მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პროტესტი უნდა გამოიხატოს მშვიდობიანი ფორმით და უნდა იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ დიალოგის გზით და არა რადიკალური ქმედებებით და არა საზოგადოების ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევით”, - აღნიშნა დ. აფციაურმა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში /ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი/.

    მისივე თქმით, სიანგანის მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის მატერიკულ ნაწილთან "ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ვაჭრობისა და ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას", - დაამატა მან და სიანგანის მოსახლეობას მოუწოდა გააკეთონ ყველაფერი ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ასევე გაიხსენა, რომ იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა სიანგანში, როგორც საქართველოს ელჩი ჩინეთში და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიანგანის მიერ მიღწეულმა არნახულმა პროგრესმა, მას შემდეგ რაც იგი ჩინეთის მატერიკულ  ნაწილს შეუერთდა.

    ”მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ და არ აპირებს ამ მიდგომის შეცვლას“ - დასძინა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ სიანგანი მიმდინარე წლის ივნისიდან  საპროტესტო აქციების გამო განიცდის არნახულ ზეწოლას, რომელიც გამოწვეულია კანონში /რომელიც ეხება დამნაშავეებს, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას/ ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

სიანგანის პოლიციის განაცხადებით, გასული ათწლეულების მანძილზე ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური აგრესია, რომელიც გამოწვეულია დემონსტრანტების მხრიდან.

პეკინში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი "აღმოაჩინე ჩინური ბრენდი"

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 22:48

2016 წლის 22 სექტემბერს, ქ. პეკინში, "China World Hotel" -ში, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების და ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი "აღმოაჩინე ჩინური ბრენდი". ფორუმს ესწრებოდნენ ჩინეთის მთავრობის,ჩინეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის და ისეთი ცნობილი ჩინური ბრენდების ხელმძღვანელები, როგორიცაა ტექნიკის კომპანია"აიკუო"( Aiguo), ცნობილი ნიუსპორტალი "sinacom" და სხვ. 
ფორუმის მთავარი თემა გახლდათ ჩინეთში წარმოებული პროდუქციის ბრენდირება და მისი მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირების საკითხები. აღნიშნულ ფორუმზე მიწვეული იყო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური, რომელმაც ისაუბრა outlooktv-ზე ჩინეთის ორი ცნობილი ბრენდის, სამხრეთ ავიახაზებისა და CCTV-ის ერთობლივ პროექტში საქართველოს მონაწილეობაზე და მისი მეშვეობით საქართველოს ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაზე, აქვე ელჩმა აღნიშნა , საქართველოსა და სამხრეთ ავიახაზებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც 23 სექტემბერს შესრულებული პეკინი-თბილისის პირდაპირი რეისის დანიშვნაში გამოიხატება. ორგანიზატორებმა აღნიშნულ პროექტებში ქართული მხარის წარმატებული მონაწილეობისათვის ,საქართველოს ელჩს გადასცეს სამადლობელო ჯილდო "განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის".

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჯილდო ქართველ პროფესორს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 09:56

საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა დავით აფციაურმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორთან, საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთან ქალბატონ მარინე ჯიბლაძესთან, სადაც ელჩმა პირადად მიულოცა ქალბატონ მარინეს მიღებული ჯილდო.
ქალბატონი მარინე ჩინეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულ იქნა განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის. მას აღნიშნული ჯილდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ქალბატონმა ლიუ იენტუნგმა გადასცა.
მარინე ჯიბლაძე ასევე დაინიშნა პეკინში ჩინური კულტურის კვლევითი ცენტრის კომისიის წევრად.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 23 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩინეთში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დაჯილდოვებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ჩინეთის სახალხო რეაპუბლიკაში ბატონი ვასილ ბაბუნაშვილი.
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ მარინეს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს, როგორც პროფესიულ, ასევე საქართველო-ჩინეთ შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 13:42

ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონში, ქ.ურუმჩიში სამუშაო ვიზიტი გამართა, სადაც რეგიონის ვიცე-გუბერნატორს შ’ ტაკანგს, სინძიანის საგარეო საქმეთა ბიუროს და სინძიანის კომერციის ბიუროს დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრებზე არაერთხელ დაფიქსირდა, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში საქართველო-სინძიანის ეკონომიკური თანამშრომლობის მკაფიოდ გამოკვეთილი როლი, აბრეშუმის გზის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ პროქტის ფარგლებში ორივე მხარის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და სინძიანის "ჰუალინგ ჯგუფის", როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორის წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული კომპანიის წარმატებული პროექტები საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის მაგალითად იქცა სხვა ჩინური კომპანიებისათვის.
რეგიონის ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრაზე გადაწყდა მიმდინარე წელს ქ. ურუმჩიში სინძიანის კომპანიებისათვის მოეწყოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს შესაძლებლობების პრეზენტაცია.
სინძიანში ვიზიტის დროს, საქართველოს ელჩი შეხვდა ასევე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის ქ. ურუმჩიში დაათვალიერა სინძიანის ჰუალინგ ჯგუფის პროექტები,ჰუალინგის უძრავი ქონების გაყიდვების ოფისი და ასევე ესტუმრა ჩინეთში ქართული ღვინის კულტურის გამავრცელებელი ქსელის 'ქველის" ერთ-ერთ ახლადგახსნილ მაღაზიას, რომელსაც ს.ს. "თბილინვესტი" შპს." სუოლუნ საქართველოსთან" ერთად ახორციელებს.
ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისათვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური