"ნიუ ჰოსპიტალსის" განცხადება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 10:12

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

„ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის,  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და  ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ძლიერმა სეტყვა გურჯაანის რამდენიმე სოფელი დააზარალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 მაისი 2017 12:22

ძლიერი სეტყვის შედეგად  გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა.  განადგურდა სასოფლო-ნამეურნეო ნარგავები, ვენახი. სეტყვამ  ახაშნის, მუკიზანის, ველისციხის და ჩუმლაყის მოსახლეობა დააზარალა. 

ამ დროისთვის ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

გურჯაანში მამაკაცმა სიძეს ყელი გამოჭრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 11:19

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში 30 წლამდე ახალგაზრა მამაკაცი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. 
ახალგაზრდა ცოლის ძმამ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

 

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 11:33

ამ დრომდე კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5 და გურჯაანის  4 სოფელი დააზარალა. 

სტიქიამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. თითქმის სრულად განადგურდა ბოსტნეული. 

ვენახების გადასარჩენად  მოსახლეობა ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვს.

 

ხმაური და დაპირისპირება გურჯაანის აგრარულ ბაზართან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 14:33

გურჯაანში გარემოვაჭრეები დღეს დილიდან აგრარულ ბაზართან შეიკრიბნენ. გარე მოვაჭრეების თქმით, სამართალდამცველები მათ ჯარიმებით ემუქრებოდნენ და ადგილების დატოვებას აიძულებდნენ.   

მოვაჭრეები კერძო ბაზარში ვაჭრობის გაგრძელებაზე გადასახადების გამო უარს აცხადებენ, თუმცა ბაზრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  პირველ ეტაპზე მოვაჭრეებს მოსაკრებელს არ გადაახდევინებენ.  მოვაჭრეები გარე ვაჭრობის შეწყვეტას არ აპირებენ. 

გურჯაანში ტაძარი გაქურდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:55

გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც ეკლესიის მოძღვარი, მამა ვაჟა სონღულაშვილი აცხადებს, დამნაშავეებმა ტაძრის კარი გატეხეს, საიდანაც ერთი შესაწირი ყუთი წაიღეს, მეორედან კი თანხა გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მსგავსი ფაქტი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხშიც მოხდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური