გულის გადანერგვის შემდეგ მოზარდმა საავადმყოფოს საწოლზე იცეკვა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 12:53

თექვსმეტი წლის ამერიკელმა ამარი ჰოლმა, რომელმაც გულის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა, საავადმყოფოს საწოლზე იცეკვა. ჰოლი გულის ჰიპოპლაზიით დაიბადა და 2 წლის ასაკამდე სამი ოპერაცია გადაიტანა.

გასული წლიდან იგი დონორს ელოდებოდა, რადგან ექიმებმა განაცხადეს, რომ გადანერგვის ოპერაცია მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო. ოპერაცია მას მაისის ბოლოს გაუკეთეს. 

ჰოლს ძალიან უყვარს ცეკვა, რისი დემონსტრირებაც მან ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ, საავადმყოფოს საწოლზე მოახდინა.

ღეროვან უჯრედს გულის დაავადებების განსაკურნად გამოიყენებენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 11:30

 თურქმა ექიმებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს.ღეროვან უჯრედს გულის დაავადებების განსაკურნად გამოიყენებენ.ანკარის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის განყოფილების პროფესორის ალპ ჯანის ხელმძღვანელობით მეცნიერებმა გულის შეტევის შედეგად გამოწვეული დაზიანების აღმოფხვრისათვის კვლევა ჩაატარეს. კვლევების მიხედვით, ჩვილის ჭიპლარიდან აღებულ ღეროვან უჯრედს გულის განსაკურნად გამოიყენებენ. მათ გასულ კვირას ერთ-ერთ პაციენტს ჭიპლარიდან აღებული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროფესორ ჯანის განცხადებით, კვლევებს 39 პაციენტზე ჩაატარებენ და ღეროვან უჯრედს ჩვილი გოგონების ჭიპლარიდან მიიღებენ. მისივე თქმით, სამუშაოების დროს 10 ცალი ჭიპლარი იქნა გამოყენებული და პაციენტს უჯრედებს ბაიპასის დროს უნერგავენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური