თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ივნისი 2019 18:10

თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

ქართული ღვინის მორიგი ოქროს მედალი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 14:01

15-17 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში ტარდება ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა „Interwine Guangzhou 2015”. აღნიშნულ გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს 9 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „ბესინი“, „ასკანელი ძმები“, „ბაგრატიონი 1882“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „თელავის ღვინის მარანი“ და „ბატონო“.
გამოვლინდა „Interwine Guangzhou 2015”-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ღვინოები - ოქროს მედლები 5 ქვეყნის  16 საუკეთესო ღვინომ დაიმსახურა. მათ შორის იყო ქართული ღვინის კომპანია „თელედა“-ს ქვევრის ღვინო - „თელედა - ქარვისფერი მშრალი“, 2011 წლის მოსავალი.
სულ კონკურსზე წარმოდგენილი იყო 23 ქვეყნის 183 კომპანიის ღვინოები.
17 ნოემბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი გამოფენის ფარგლებში ქართულ ღვინის სემინარსა და დეგუსტაციას გამართავს.
გამოფენა „Interwine Guangzhou 2015” ითვლება ყველაზე მასშტაბურ პროფესიონალურ გამოფენად ჩინეთში, რომელიც წარმოაჩენს  ღვინის ინდუსტრიის პროგრესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოფენა დაარსდა 2005 წელს და პროფესიონალი იმპორტიორებისთვის ნამდვილ ღვინის დღესასწაულად იქცა. გამოფენას საქმიანი კონტაქტი აქვს 72 ქვეყნის ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან. საგამოფენო სივრცე განთავსებულია 50 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე და მასში ტრადიციულად მონაწილეობს 2 ათასამდე კომპანია და ესწრება დაახლოებით 50 ათასამდე დამთვალიერებელი.
ქართული ღვინის წარმატება ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით დაფიქსირდა  ექსპორტის მკვეთრი,  87%-იანი მატება. განვლილი 10 თვის მანძილზე ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კერძოდ გუან ჯოუს ვიცე მერი და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ეწვივნენ.

შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები ესწრებოდნენ. გაცნობით შეხვედრაზე სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნეს და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრნენ.

მხარეებმმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და დასახეს სამომავლო გეგმები.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური