განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა იზრდება
გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე 357-მდე გაიზარდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ის არ ცილდება დაშვებულ ზღვარს.
ბოლო ინფორმაციით, გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 7 - H1N1, ერთი კი H3N2 შტამის გრიპის ვირუსით. ჯერ-ჯერობით უცნობია, გახდა თუ არა გუშინ, აჭარაში 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ექიმთან დროულად მიმართვას ურჩევს.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ სკოლაში სწავლა შეწყვეტილი არ არის. მინისტრის თქმით, მონიტორინგი გრძელება. ამ ეტაპზე კი პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს.
ბოლო ინფორმაციით გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი.
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ავადობის მაჩვენებელმა იკლო.
"მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, ასევე ჰოსპიტალიზაციის ტემპის შემცირება. სამწუხაროდ გვაქვს მერვე შემთხვევა გარდაცვალების და ეს შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვასთან. რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ საავადმყოფოს," -განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
ვირუსის პრევენციული ღონისძიებები სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის სხვადასხვა, მათ შორის N87-ე და N89-ე სკოლები მოინახულეს, სადაც პირადად გაეცნენ თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც გრიპის ვირუსის პრევენციას უკავშირდება. ამასთან, რამდენად სრულფასოვანია სკოლის ექიმის ჩართულობა ამ პროცესში და როგორ ხორციელდება გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი.
თბილისის N87-ე საჯარო სკოლაში სწავლა არ შეჩერებულა და საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლა იცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
რაც შეეხება თბილისის N89-ე საჯარო სკოლას, 26 იანვრიდან ვირუსის გავრცელების გამო გაცდენების ზრდის საფუძველზე სკოლაში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერებულია და ამ ეტაპზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკლასო ოთახები სველი წესით მუშავდება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით მიმდინარეობს და ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება.
ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი 282 სკოლაშია შეწყვეტილი. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების ხელმისაწვდომობა რაიონებში გამოსწორდა და ამ დროისთვის დარჩა 61 სკოლა,სადაცსასწავლო პროცესი შეჩერებულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში 1 თებერვალს აღდგება.
გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება.
სააგენტოს ცნობითვე, სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ბავშვების გაცდენათა რაოდენობა 20%-ს აღემატება, სააღმზრდელო პროცესი სამი დღის განმავლობაში შეჩერდება.
,,გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისათვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ სამი სამუშაო დღით სააღმზრდელო პროცესს შეაჩერებს“, - ნათქვამია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
გრიპის ვირუსი - რა ხდება სამედიცინო დაწესებულებებში?
გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობის ზრდა სამედიცინო დაწესებულებებში არ აღინიშნება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილ საოჯახო მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში პაციენტთა სეზონური ვირუსის სინდრომით მიმართვიანობა დღეში მხოლოდ 7-8 ადამიანია. მედიკოსები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებში შემავალ პაციენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ვირუსსსიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციას ურჩევენ. ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობის შემცირებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. მისი განცხადებით, ახალი სამედიცინო ცენტრების გახსნის მიზანი, გადატვირთული სასწრაფო დახმარების სამსახურის განტვირთვა იყო.
დავით სერგეენკო გრიპის ვირუსით დაავადებულებს მიმართავს
ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის ყველა ამბოლატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე. როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწარფო სამედიცინო დახმარების პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები.24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს.
ღორის გრიპით თბილისში ადამიანი დაიღუპა
თბილისში 39 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით დაიღუპა.
მამაკაცი დედაქალაქში დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს. სპეციალისტები ვირუსების მატებას ქვეყნის მასშტაბით თებერვალში ელოდებიან და ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკაზე საუბრობენ.
„წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ავადობა არის 240 შემთხვევა, 100 ათას მოსახლეზე, მათ შორის იშვიათად, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები. თებერლვალში ალბათ უფრო მეტი შემთხვევა იქნება მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არის 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე და ამ ზღვარიდან ჯერჯერობით შორს ვართ,“ - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში A (H1N1) ვირუსის სიმპტომებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე საუბრობენ.
“სიმპტომები იწყება მაღალი სიცხთ და გამოხატული ინტოქსიკაციით, რაც ნიშნავს თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, რომელსაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ხველა, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩატარდეს გრიპის საწინააღგმდეგო ვაქცინაცია და დაავადებულები უნდა დარჩნენ სახლში“ - ხათუნა ზახაშვილი.
ვირუსული გრიპის А/H1N1 ეპიდემიის შედეგად, ირანში 33 ადამიანი გარდაიცვალა
ირანის სამხრეთის ორ პროვინციაში უკანასკნელ დღეების განმავლობაში ვირუსული გრიპის А/H1N1 ეპიდემია გაჩნდა და ამ დაავადების შედეგად უკვე 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალი-აკბარ საიარის თქმით, გასული 3 კვირის განმავლობაში ვირუსის А/H1N1 გამო კერმანის პროვინციაში 28 ადამიანი, სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში კი 5 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ გრიპის ეპიდემია შესაძლებელია ირანის სხვა პროვინციაშიც გავრცელდეს. არა არის გამორიცხული, რომ ვირუსმა თეირანსა და აზერბაიჯანის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილშიც შეაღწიოს.
ორგანიზმის გაწმენდის 9 გზა
გთავაზობთ ცხრა გზას, თუ როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისაგან ლიმონის საშუალებით.
6. დალიეთ ლიმონიანი წყალი