გრიგოლ ლილუაშვილი დავით სერგეენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ექიმებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:02

„უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს ყველა ის პროგრამა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში ანხორციელებს”- აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას და ექიმებს შეხვდა. მინისტრმა და კანდიდატმა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი. „ ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადაგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. იმისთვის, რომ დაწყებული პროგრამები განვითარდეს აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და არჩევნებზე მისვლა, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს.“–აღნიშნა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.

გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ ბაგინეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 12:33

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში სოფელ ბაგინეთში გარსევანიშვილების ოთხ სულიან ოჯახს ესტუმრა. მაია გარსევანიშვილის განმარტებით 12  წელია რაც მათი ოჯახი მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება, მათი  ერთადერთი შემოსავალი სოცალური დახმარებაა, რაც თავისთავად საკმარისი არაა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ოჯახის უფროსის პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა:

–„აუცილებელია თვითმმართველობამ იზრუნოს ამ ადამიანებზე და   გამოუნახოს ფართი სადაც ღამის გათევას შეძლებენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური  პირობები, რადგან ეზრდებათ შვილები, რომლებმაც უნდა მიიღონ განათლება  და  გახდნენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები.“ განაცხადა  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ ბაგინეთში სტუმრობისას.

გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ ვანელ ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 13:14

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ პროექტებზე ისაუბრეს. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრო. მან მმართველი პარტიის ახალ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გამარჯვებით ქვეყანა განვითარების გაგრძელებას შეძლებს. „დღეს ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები შემოდიან საჯარო პოლიტიკაში. ყველა მათგანს აქვს საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება. ამ კვალიფიციურ ადამიანებს შორის გრიგოლ ლილუაშვილი ერთ–ერთია“, - განაცხადა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე. ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალკავაძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

გრიგოლ ლილუაშვილი–„ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 11:50

გრიგოლ ლილუაშვილი–„ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით და მიიღო ის სესხი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს.“–ეს კომენტარი ქართული ოცნების კანდიდატმა ხონში „ლელო 2014–ში“ და შ.პ.ს. „ივერიაში “ სტუმრობის შემდეგ გააკეთა. შ.პ.ს. „ივერიას “ დამფუძნებელი ავეჯის წარმოებაზე მუშაობს და პარალელურად სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებითაა დაკავებული. მეპატრონის ვალერი ქათამაძის განმარტებით სასათბურე მეურნეობის გასანვითარებლად საჭირო 100 ათასი ლარი აგრო კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ნულ პროცენტად მიიღო, რაც ბიზნესის ხარისხიან განვითარებაში დაეხმარა. კოოპერატივი „ლელო 2014“ ყოველღიურად ერთ ტონა რძეს ამუშავებს. საწარმოში დღეისათვის ექვსი სახეობის ყველი იწარმოება, ასევე მზადდება კარაქი, ხაჭო და ყველა ტიპის რძის პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ. კოოპერატივში ათი ადამიანია გაერთიანებული და 25 თანასოფლელია დასაქმებული.სახელისუფლები კანდიდატი დეტალურად გაეცნო მათ ბიზნეს გეგმას და გაფართოებაში დახმარებას დაპირდა. –„თუ არ დავიზარებთ და კონკრეტული გეგმით მივმართავთ სახელმწიფოს მივიღებთ იმ დაფინანსება , რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტის ფარგლებში გვთავაზობს. ბიზნესის განვითარებით კი დავეხმარებით საკუთარ ოჯახებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყანას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადმიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით.“ – განმარტა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის მცირე საწარმოების დათვალიერების შემდეგ.

 

"ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაიზრდება ტურისტების რიცხვი"-გრიგოლ ლილუაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 12:17

“ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 14 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.“–ეს ინფორმაცია ქართული ოცნების კანდიდატმა ვანში, წინა საარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა. გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის მიხედვით მოწესრიგდება არქეოლოგიური მუზეუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაიზრდება ტურისტების რიცხვი, რაც მუნიციპალიტეტს და ადგილობრივებს დამატებით შემოსავალ მოუტანს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტაცია ასობით ეკლესია მონასტერს ჩაუტარდა, მოწესრიგდა მუზეუმები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიები. რამდენიმე დღეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშიც, რომლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლი ბანკმა გამოყო. 14 მილიონი დოლარი არის ის თანხა, რომელიც სამუშაოების დასრულებას უზრუნველყოფს. განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში გამართულ შეხვედრაზე.

“პარლამენტში არ მივდივარ იმისთვის, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო"-გრიგოლ ლილუაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:17

“პარლამენტში არ მივდივარ იმისთვის, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო, მე მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ქვეყანას ჭირდება, გამოვიყენო წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩემი წვლილი შევიტანო იმ პრობლემების მოგვარებაში რომელიც ჯერ კიდევ არის სოფლებსა და ქალაქებში.“– ეს განცხადება გრიგოლ ლილუაშვილმა ხონში, სოფელ საწულუკიძიანოში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა მოსახლეობას საშუალება მისცა ყველა ის კითხვა დაესვათ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატიდან პასუხს საჭიროებდა. –„ეს არის სოფელი რომელმაც ქვეყანას გმირი გაუზარდა, 2008 წლის ომში დაღუპული ვეფხია ჯიშკარიანი სწორედ ამ სოფლის მკვიდრი იყო. მე არ მაქვს უფლება პასუხისმგებლობით არ მოვეკიდო ამ ადამიანების პრობლემებს. დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე რომელიც სოფელს აწუხებს, სხვა შეხვედრების მსგავსად აქაც ის საკითხები გამოიკვეთა, რომელიც სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებთ. მე ყველა ღონეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გვერდით დავუდგე ამ ადამიანებს და პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს დროულად მოვაგვაროთ.“–განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპურარობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძიანოში გამართულ შეხვედრაზე. 

გრიგოლ ლილუაშვილი - სოფელს გააჩნია უდიდესი პოტენციალი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:20

  „ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  გორდის  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრა: „ტურისტული თავლსაზრისით გორდი ერთ-ერთი მოთხოვნადი ადგილია, რომლის მიმართაც დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება, სოფელს გააჩნია უდიდესი პოტენციალი რომელიც სწორად უნდა იქნას დაგეგმილი და გამოყენებული.“

გრიგოლ ლილუაშვილმა მათ დეტალურად გააცნო ის გეგმა, რომლის საშუალებითაც სოფელი ტურისტებისთვის  უფრო მიმზიდველი გახდება.

 „ კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ გორდში, აღსადგენია დადიანების სასახლე, სადაც ახალგაზრდული ბანაკები განთავსდება.მაქვს იმის ცოდნა და გამოცდილება თუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქები და სოფლები ისე, რომ მიმზიდველი გახდეს. ტურიზმის განვითარებით, სოფლის მოსახლეობას ექნება გაცილებით მეტი შემოსავალი რაც მათ ფინანსურ მგდომარეობას გააუმჯობესებს.“–განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ გორდში გამართულ შეხვედრაზე. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 04 სექტემბერი 2016 15:19

„მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და  სოფელში  პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“. ეს  განცხადება  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის  გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.  მშვიდობისა და რუსთაველის ქუჩის  მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე,  გრიგოლ ლილუაშვილმა ქართული ოცნების მხრიდან  ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ   მოსახლეობაზეა ორიენტირებული.

„ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე შემუშავებულმა და განხორციელებულმა პროექტებმა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმგჯობესა. ბევრ სოფელსა და ქალაქში მოწესრიგდა გზის, წყლისა და გაზიფიცირების საკითხები, გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები, თუმცა  ეს ყველაფერი არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობის ყოფითი პრობლემები გაუმჯობესდეს და არსებული პრობლემები ქალაქსა და სოფელში მინიმუმამდე შევამციროთ“–განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთაველისა და  მშვიდობის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე.

გრიგოლ ლილუაშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 16:09

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატოbის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის საარჩეევნო შტაბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია:  კანდიდატი ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. –„ ჩემს საარჩევნო კამპანიის ფორმატში არ შედის ოპონენტების ლანძღვა და მათი პოლირტიკური წარსულით მანიპულირება, რადგან ოპონირების ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია. ყველა კანდიდატს რომელიც კენჭს ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში იყრის საკუთარი თავის წარმოსაჩენად სატელევიზიო დებატებს ვთავაზობ, მზად ვარ ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში დავჯდე და ჯანსაღი კონკურენციის ფორმით ვიკამათოთ ყველა იმ საკითხზე, რომლითაც ისინი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. მე მაქვს სუფთა წარსული და საქმის კეთების დიდი გამოცდილება. სურვილი მაქვს ასევე სუფთად გავაგრძელო პოლიტიკური მოღვაწეობა და ის გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე დამიგროვდა ჩემს ქვეყანაში საქმის კეთებას მოვახმარო. ყველა ჩემს ოპონენტს ვთხოვ მიიღონ ეს გამოწვევა და საჯაროდ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. ველოდები თქვენგან გამოხმაურებას, რადგან იმედი მაქვს ჩვენს ამომრჩეველს მისცემთ იმის საშუალებას, რომ 8 ოქტომბერს გადაწყვეტილება გააზრებულად და შესაბამისი ანალიზის შედეგად მიიღონ.

გრიგოლ ლილუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 14:04

"ქართული ოცნება - დემოკრატიული სააქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გამართა. სოფელ მათხოჯში ე.წ. ნიქაბაძეების უბანში შეკრებილმა ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც დაუსვეს. მოსახლეობა დაინტერესდა თუ რას ფიქრობდა კანდიდატი საპენსიო ასაკის კლებასთან დაკავშირებით, რაზეც არგუმენტირებული პასუხი მიიღეს. – „ის ქვეყანა ვერ განვითარდება სადაც აქცენტი საპენსიო ასაკის დაწევაზე გაკეთდება, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში მუშა ხელის შემცირებაზე არამედ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და დავასაქმოთ ადამიანები. საპენსიო ასაკის დაწევა მკვეთრად გაართულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მე ვერ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ სახელმწიფო ააშენებს ქარხნებს და დაასაქმებს მოსახლეობას. ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარი გამოყო იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა შექმნას მცირე საწარმო და დაასაქმოს თანასოფლელები. სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მცირე მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, შექმნის სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას.“ –განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური