Visa-ს საქველმოქმედო ფონდი გამოყოფს გრანტს COVID-19-თან საბრძოლველად ცენტრალურ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 მაისი 2020 15:35

ფონდი დააფინანსებს წითელი ჯვრის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს

თბილისი, 2020 წლის 22 მაისი - Visa-ს საქველმოქმედო ფონდმა დღეს განაცხადა, რომ წითელ ჯვარს 1,6 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. გრანტის მიზანია,  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული COVID-19-თან საბრძოლველად მიმართული პროგრამების მხარდაჭერა. წითელი ჯვარი პანდემიის წინა ხაზზეა და კრიტიკულად მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კატასტროფებზე რეაგირებისა და დახმარების სერვისების საშუალებით.  

აღნიშნული გრანტი Visa-ს საქველმოქმედო ფონდის მიერ მანამდე გამოცხადებული 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გლობალური დახმარების ვალდებულების ნაწილია. ამ თანხიდან 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია COVID-19-ის დაძლევის მხარდასაჭერად, არსებული პირველადი საჭიროებებისთვის, რაც მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ორგანიზაციებს აქვთ. დანარჩენი 200 მილიონი აშშ დოლარი მცირე და მიკრო ბიზნესების გრძელვადიანი საჭიროებების  მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, მხოლოდ წითელი ჯვრის პროგრამების მხარდასაჭერად COVID-19-ის წინააღმდეგ Visa-ს ფონდი 4,3 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

„COVID-19-ის პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოაქცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების მიმწოდებლები,“ - აღნიშნა ენდრიუ ტორემ, Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში (CEMEA), - „ჩვენ უაღრესად მადლობელნი ვართ ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაუღალავი შრომისთვის და მოხარულნი ვართ, რომ Visa-ს ფონდის გრანტები მხარს დაუჭერს წითელი ჯვრის ძალისხმევას.“  

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში COVID-19-მა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ჯგუფებს, რომელთა უმეტესობა ისედაც განიცდიდა სიღარიბეს, დაუცველობას, კონფლიქტების ან კლიმატური ცვლილების შედეგებს. წითელი ჯვრისთვის გამოყოფილი გრანტი მიზნად ისახავს საჭირო დახმარების გაწევას რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდების გასაგრძელებლად.  

„ჩვენ მადლობელნი ვართ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები მიმართავენ მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული საზოგადოებების დასახმარებლად“, -  აღნიშნა გრეჰემ მაკმილანმა, Visa-ს ფონდის პრეზიდენტმა, - „Visa-ს ფონდი მოხარულია შესთავაზოს გრანტები ორგანიზაციებს, მათი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიის შესრულების მხარდასაჭერად, ამ რთულ და სახიფათო პერიოდში“. 

მომავალი 5-წლიანი პროგრამა, რომელიც 200 მილიონი აშშ დოლარის მოიცავს

ხელს შეუწყობს მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებას, აქცენტს გააკეთებს ქალთა ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ორივე მიმართულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა COVID-19 პანდემიით გამოწვეული შედეგების გრძელვადიანი ეკონომიკური აღმოფხვრისთვის. მოცემული ვალდებულება გულისხმობს Visa-ს ფონდის მიერ  მცირე და მიკრო ბიზნესისთვის გაწეული გრძელვადიანი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოებას. ფონდის საგრანტო და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოესი თვეების განმავლობაში გაგიზიარებთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

 

Visa-ს ფონდის შესახებ 

Visa-ს ფონდი მხარს უჭერს ინკლუზიურ ეკონომიკებს, სადაც ინდივიდებსა და ბიზნესებს განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალება ეძლევათ. გრანტების გამოყოფის და ინვესტირების გზით, ფონდი უპირატესობას ანიჭებს იმ მიკრო და მცირე ბიზნესების მდგრადობასა და განვითარებას, რომელთაგანაც სარგებლის მიღების საშუალება აქვთ ქალებს. ფონდი ასევე მხარს უჭერს უფრო ფართო საზოგადოების საჭიროებებსა და კატასტროფებზე რეაგირებას კრიზისულ პერიოდებში. Visa-ს ფონდი რეგისტრირებულია აშშ-ში, 501(c)3 კატეგორიის ორგანიზაციის ფორმით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://usa.visa.com/about-visa/philanthropy/visa-foundation.html.

  

# # #

VisaInc.-ის შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენსჩვენი მისიაა ინოვაციურიუსაფრთხო და საიმედო გადახდის 

ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებსბიზნესსა და ეკონომიკას 

წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევსჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet  65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაშიკომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზეუზრუნველყოფს ქსელში 

ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას

და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგანდა ყველასთვისიმის გათვალისწინებითრომ მსოფლიო 

ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადისVisa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას თავისი ბრენდის, 

ხალხისპროდუქტების და ქსელის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.comwww.visasoutheasteurope.comhttps://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

EU-მ და FAO-მ 800-ზე მეტი დევნილის დახმარების პროგრამა შეაჯამეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 11:29

დღეს, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დახურეს ორწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს დახმარება გაეწია.
ორწლიანი საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, FAO-ს და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივა საერთო ჯამში 830 დევნილს დაუფინანსდა, რამაც 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.
ღონისძიებას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

„ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოში დევნილებს დახმარებას უწევს. ჩვენ გვეამაყება ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც 800-ზე მეტ უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დავეხმარეთ რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების დონე. ეს პროგრამა კარგად ასახავს ევროკავშირის მონდომებას, რომ გაუმჯობესდეს თითოეული ქართველის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.
შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.  კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად  ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.
,,2017 წლის აგვისტოში 200 კილოგრამი თაფლი მივიღე, რამაც ჩემი შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გაზარდა. მიღებული მოგებით სკების რაოდენობის გაზრდას ვაპირებ.  მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ჩემი ბიზნესი გამეფართოებინა“, - განაცხადა მეფუტკრემ.
ღონისძიების მონაწილეებს ასე საშუალება ჰქონდათ, რომ პროექტის ბენეფიციარების ფოტოპორტრეტების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტს!

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 13:47

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაატარებს ოლიმპიადას. ოლიმპიადაში გამარჯვებულები, თუკი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოისურვებენ ჩაბარებას, სწავლის გადასახადის 100 % -იან, 75%-იან და 50 %-იან დაფინანსებას მიიღებენ.

ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, მარნეულისა და მიმდებარე რაიონების ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ტესტებზე პასუხების გასაცემად 100 წუთი იქნებათ მოსწავლეებს და 75 კითხვისგან შედგება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებებიან Ipad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი და 50 %-იანი სასწავლო გრანტით.
ოლიმფიადა ჩატარდება 2018 წლის 11 მარტს და დაიწყება 11 საათზე.  რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბუმულზე:

https://abiturienti.ibsu.edu.ge/olympics/

მოიპოვე იბსუს სასწავლო გრანტი ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას!

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 17:51

მოიპოვე იბსუს სასწავლო გრანტი ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას! ამისთვის, მხოლოდ ერთი თარიღის დამახსოვრებაა საჭირო - 11 მარტი.

სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, მარნეულისა და მიმდებარე რაიონების ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში.
ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.
ტესტებზე პასუხების გასაცემად 100 წუთი იქნებათ მოსწავლეებს და 75 კითხვისგან შედგება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებებიან Ipad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი და 50 %-იანი სასწავლო გრანტით.
აირჩიე სასურველი ქალაქი და დარეგისტრირდი დღესვე!

https://abiturienti.ibsu.edu.ge/olympics/

#IBSU #IBSUსასკოლოოლიმპიადა2018 #მოდიიბსუში #savetheday

თურქეთის საგანმანათლებლო პროგრამის “Türkiye Scholarships”-ის შესახებ

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 მარტი 2016 21:04

თურქეთი, სასწავლო პროგრამის  “Türkiye Scholarships“-ის მეშეობით, თავისი  უნივერსიტეტების კარს უღებს სტუდენტებს, როგორც მთელის მსოფლიოდან ასევე, საქართველოდანაც.
“Türkiye Scholarships“ არის განათლების მიღების შესაძლებლობა წარმატებული უცხოელი სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამებში, თურქეთის 55 ქალაქის 105 უნივერსიტეტში.
აბიტურიენტები მშობლიურ ქვეყანაში გაივლიან გასაუბრებას, რა დროსაც განისაზღვრება მათ მიერ სასურველი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, ხოლო პროგრამა “Türkiye Scholarships“ -ი უზრუნველყოფს სტუდენტს სტიპენდითა და საერთო საცხოვრებლით. ანუ, “Türkiye Scholarships“ -ის პროგრამა ითვალისწინებს:  
•    ყოველთვიურ სტიპენდიას (600 თურქული ლირა ბაკალავრიატის, 850 თურქული ლირა მაგისტრატურისა და 1200 თურქული ლირა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
•    სრულ სწავლების საფასურს
•    ერთწლიან უფასო თურქული ენის შემსწავლელ კურსს
•    უფასო საცხოვრებელს
•    თვითმფრინავის ორგზის ბილეთს
•    ჯანმრთელობის დაზღვევას
“Türkiye Scholarships“-ის პროგრამა თავისი ხასიათით, ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაო პროგრამაა მთელს მსოფლიოში. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო მაღალი ხარისხის განათლების მიღება, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დაუფლება, არამედ იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს ეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
მართლაც, მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ პროგრამის სტიპენდია მიიღო 15.000 სტუდენტმა 182 ქვეყნიდან, მათ შორის 60-მა საქართველოდან. მთლიანობაში 402 ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა   “Türkiye Scholarships“-ის პროგრამით და 142 სტუდენტი ამჟამადაც განაგრძობს სწავლას თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
წელს, “Türkiye Scholarships“-ის პროგრამისათვის განაცხადების მიღება დაიწყო ა.წ. 29 თებერვალს და გასტანს 31 მარტამდე. პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, მსურველებს შეუძლიათ იხილონ და აგრეთვე უფასოდ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.turkiyeburslari.gov.tr

სამაგისტროს გრანტის შედეგები ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 16:25

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ სტუდენტთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2015 წლის სამაგისტრო გამოცდებზე გრანტი მოიპოვეს. მაგისტრატურაზე მხოლოდ 10%-იანი გრანტია, იხილეთ გრანტირებულ მაგისტრანტთა სია.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური