დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველოს ღირსებას 7 ძიუდოისტი დაიცავს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 12:13

23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას.

დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
აღსანიშნავია, რომ დიუსელდორფში წლების მანძილზე ძიუდოს გრან პრი ტარდებოდა, წელს კი პირველად ქალაქი გრან სლემს მასპინძლობს, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უფრო პრესტიჟული რანგის ტურნირია.
შეიცვალა ტურნირის სპორტული არენის ადგილმდებარეობაც. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გრან სლემი ქალაქის გაცილებით დიდ სპორტულ დარბაზში - „ISS DOME"-ში გაიმართება, რომელიც 13.000 მაყურებელს იტევს.

დიუსელდორფში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გერმანიაში სულ 7 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, მათ შორის არიან - ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ადამ ოქრუაშვილი.

გრან სლემის გამარჯვებულები 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, მე-2 ადგილოსნები 700 ქულას, მე-3 ადგილოსნები კი 500 ქულას მიიღებენ. ტურნირის ჯამური საპრიზო თანხა 154.000 დოლარია. საპრიზო თანხები თითოეულ წონით კატეგორიაში შემდეგნაირად ნაწილდება - 1 ადგილი - 5.000 დოლარი, მე-2 ადგილი 3.000, მესამე ადგილი 1.500-1.500.

დიუსელდორფის გრან სლემის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელეტრანსლაციის ხილვა ტელეკომპანია „სილქ უნივერსალზე" და „სილ სპორტ HD3"-ზე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტტრანსლაცია კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის არხზე - www.ippon.tv გადაიცემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+ 100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.


სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახური

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 10:10

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის სამგზის და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

ჭრიკიშვილი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 2014 წლის შემდეგ მეორედ ავიდა. 

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ფრანგულ ტატამზე მოპოვებულ ჩემპიონობასთან და ოქროს მედალთან ერთად, 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და უახლოეს მდევრებს კიდევ უფრო გაუსწრო. 

პარიზში ჭრიკიშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. საწყის ეტაპზე მან ფრანგ ალენ შმიტს და ჰოლანდიელ ნილ ფან დე კამერს აჯობა, მეოთხედფინალში უნგრეთის ნაკრების წარმომადგენელ ლასლო შოხნიაის, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ხუბეცოვს სძლია, ფინალში კი ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ ივაილო ივანოვს მოუგო.

პარიზის გრან სლემზე ამჯერად ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ამავე ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა - 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა, მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში დამარცხდნენ და მე-5 ადგილზე გავიდნენ ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და  მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი.

სულ, პარიზის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების 11-მა წევრმა იჭიდავა, გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მამაკაცთა შორის მე-4 ადგილი დაიკავა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით. პირველ ადგილზე იაპონია გავიდა 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით, მე-2-3 ადგილები კი საფრანგეთმა და კორეამ გაინაწილეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური