ქართველი ძიუდოისტები დიუსელდორფის გრან პრიზე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 13:57

24-26 თებერვალს დიუსელდორფში გრან პრი გაიმართება, სადაც ქართველი ძიუდოისტები სრული შემადგენლობით წარსდგებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
-81კგ - ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100კგ - ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

3 ქართველი მოჭადრაკის მონაწილეობით ქალთა საჭადრაკო გრან პრის დასკვნითი ეტაპი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:09

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში, 3 ქართველი მოჭადრაკის მონაწილეობით ქალთა საჭადრაკო გრან პრის დასკვნითი ეტაპი 21 ნოემბრიდან აიღებს სტარტს და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

2015/2016 წწ.  მსოფლიო ქალთა  გრან პრის  V ეტაპის მონაწილეები არიან:

1.ცზიუ ვენცზიუნი          (ჩინეთი; 2580)

2.ალექსანდრა კოსსტენიუკი (რუსეთი; 2555)

3.დრონოვალი ხარიკა     (ინდოეთი; 2543)

4.ვალენტინა გუნინა        (რუსეთი; 2525)

5.ნატალია პოგონინა       (რუსეთი; 2492)

6.ნინო ბაციაშვილი         (საქართველო; 2489)

7.ლელა ჯავახიშვილი    (საქართველო; 2461)

8.ელმირა სკრიპჩენკო     (საფრანგეთი; 2455)

9.ოლგა გირია                    (რუსეთი; 2450)

10.ნატალია ჟუკოვა           (უკრაინა; 2448)

11.სარასადატ ხადემალშარეხ (ირანი; 2435)

12.ბელა ხოტენაშვილი      (საქართველო; 2426).

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.მონაწილეებს არ აქვთ უფლება ყაიმზე შეთანხმების 30 სვლამდე მსაჯის ნებართვის გარეშე.

სატურნირო განრიგი: გახსნა - 18 ნოემბერი; სათამაშო დღეები: 19-22, 24-27 ნოემბერი; 29 ნოემბერი-1 დეკემბერი. დახურვა- 1 დეკემბერი. ტურის დასაწყისი  13:00 საათზე თბილისის დროით.

ყოველი ეტაპის გამარჯვებული ფულადი პრიზის გარდა 120 ბალით + 40 ბალი  (ბონუსი) ჯილდოვდება, მეორე ადგილი- 110+20 ბალი,  მესამე ადგილი - 100+10 ბალი.

2015/16 წწ. ფიდეს გრან პრის გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას მსოფლიოს პირველობაზე მატჩის თამაშის.

 

წესების მიხედვით გრან პრის სერია 5 ტურნირისგან შედგება: უკვე ჩატარდა ეტაპები - მონტე-კარლოში, თეირანში, ბათუმში და ჩენდუში.

ამჟამად, გრან პრის გათამაშებას ინდოელი ხამპი კონერუ ლიდერობს  335 ქულით.მაგრამ, მან უკვე დაასრულა მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე- 253,5 ქულით ცზიუ ვენცზიუნი იმყოფება, ხოლო მესამეზე 250 ქულით  ასევე ჩინელი ჩჟაო სიუე (რომელიც უკვე მორჩა ასპარეზობას). ასე, რომ კონერუს გასწრების შანსი მხოლოდ ცზიუ ვენცზიუნს გააჩნია.

საპრიზო ფონდი - 60 000€

გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი ქალი მოჭადრაკე ითამაშებს!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 12:07

19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე,ნინო ბაციაშვილიბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი

ფიდეს გადაწყვეტილებით, გრან პრის სერიის ტურნირთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შესაბამისად, შეჯიბრს მონაწილეთა რაოდენობა დაემატა და ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭადრაკეს მიეცა.

 

ბათუმური ტურნირის მონაწილენი:

1. ნანა ძაგნიძე (საქართველო)

2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა)

3. ჟაო ქსიუ (ჩინეთი)

4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)

5. ვალენტინა გუნინა (რუსეთი)

6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)

7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა)

8. ნინო ბაციაშვილი (საქართველო)

9. ოლგა გირია (რუსეთი)

10. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)

11. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)

12. ელინა დანიელიანი (სომხეთი)

25-27 მარტს თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 14:17

25-27 მარტს თბილისი ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის გრან პრი 2016-ს ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს. თბილისის გრან პრი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც 3 600 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ვაჟთა გუნდიდან ტატამზე, ყველა უძლიერეს ძიუდოისტს ვიხილავთ გუნდის ლიდერების ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) გარდა, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და ამჯერად დასვენების საშუალება ეძლევათ. 

თბილისის გრან პრიზე საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი (28 ვაჟი და 4 ქალი) დაიცავს, მათ შორის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ევროპის ჩემპიონები და მრავალგზის პრიზიორები ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+ 100კგ),ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (100 კგ), 2015 წლის თბილისის გრან პრის გამარჯვებული ლევან მატიაშვილი (+ 100) და სხვა ტიტულოვანი წევრები.

წინასწარი განაცხადის თანახმად, თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 73 ქვეყნის წარმომადგენელი 448 ძიუდოისტი (272 ვაჟი, 176 ქალი) იასპარეზებს, მათ შორის ტიტულოვანი სპორტსმენები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, კორეადან, ბრაზილიიდან, ამერიკიდან და სხვა.  

თბილისის გრან პრის დაესწრებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

კაცები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი
-81კგ - უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან გუგავა
-90კგ - ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი
-100კგ - ალექსანდრე მსხალაძე, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლაშა ტაველური
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

ქალები

-52კგ - მარიამ ჯანაშვილი
-57კგ - მარიამ ციხელაშვილი
-70კგ - ესტერ სტამი
+78კგ - ელენე ქებაძე
მთავარი მწვრთნელი: გია თენაძე

ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად 21 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე -  აკრედიტაცია

25 მარტი
-48კგ, -52კგ, -57კგ, -60კგ, -66კგ

26 მარტი
-63კგ, -70კგ, -73კგ, -81კგ

27 მარტი
-78კგ, +78კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ

წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 10:00, ფინალური ბლოკი 17:00

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური