გოჩა ენუქიძემ გლოლას, ჭიორასა და ღების მოსახლეობას ონში მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 13:23

 “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე გლოლას, ჭიორას და ღების მოსახლეობას შეხვდა. როგორც ენუქიძემ აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია „მთის კანონით“ მონიჭებული შეღავათები, ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა და კარგი განათლება, მიგრაციის პროცესი უნდა შეჩრდეს. კანდიდატმა აღნიშნა, რომ საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს უწერა-შოვისა და საგლოლო-ღების მიმართულებით გზის ასფალტირებას, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 10 000 000 ლარია, ხოლო სოფელ ჭიორაში, მდინარე შხიროლზე აიგო ახალი ხიდი რომელიიც 700 000 ლარი დაჯდა.

 “ინვესტიცია და პროგრესი ჩნდება იქ, სადაც კარგი ინფრასტრუქტურაა. აქ დაფინანსდება და გაფართოვდება მრავალი საწარმო, გლეხს ექნება შემოსავალი. ჩვენ ერთარ შევძლებთ ამ ყველაფრის რეალობად გადაქცევას. მე ვიქნები თქვენი ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდები ონის მოსახლეობას - ახალგაზრდებს, მოხუცებს და შუახნის ხალხს. ყველაგან დიდი მოლოდინით და იმედიანად მხვდებიან“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე ონის რაიონის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 10:32

„ქართული ოცნება დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე ონის რამდენიმე სოფელის ამორმჩევლებს შეხვდა.

გოჩა ენუქიძე სოფლებში - სლაგვანთა, ბორცო, საკაო, მაჟიეთი, ხიდეშლები, ნაკიეთი, ფარავნეში, ნიგავზები, უწერა, გაღმა უწერა, გომი, ჯინჭვისი იმყოფებოდაა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, მზად არის, სოფლის მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

“ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას. მიმიღეთ თქვენს გულშემატკივრად. ვიცი, რომ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. ყველა დაწყებული საქმე აუცილებლად დასრულდება. ჩემი შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყველა თქვენგანისთვის ღიაა. მე მაჟორიტარობის დიდი პასუხიმგებლობის აღებით კიდევ უფრო მეტად შევძლებ თქვენს დახმარებას. ჩვენ არჩევნების პირველივე ტურში უნდა ვაჩვენოთ ღირსეული გამარჯვება, დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა. დღეს ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

გოჩა ენუქიძემ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 18:16

„ქართული ოცნებიდან“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა სოფლებში - შქმერის ბოყვა, ხეითის ზვარეთის კვაშხიეთის ზუდალის სევა, ჯოისუბანი, ახალი ჩორდი, პიპილეთი, ჟაშქვა, სორგითი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევი, ონჭევი, სომიწო, საბანაძეები, ღუნდა, წედისი, ირი, სხანარი, ქვედი, ქვედრულა. ¬„მე მზად ვარ, მოვისმინო და გავიაზრო ყველა ის საჭიროება, რაც დღეს აწუხებს მოსახლოებას. მზად ვარ, პირადად ჩავერთო და ყველა ნაბიჯს ბოლომდე მივყვე, ყველას მოგისმინოთ, გამარჯვების შემდეგ კი, საკანონმდებლო დონეზე, თქვენი კითხვები და თხოვნები უნდა მივიტანო უმაღლეს ინსტანციამდე. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე - ეს არის ჩემი სდევიზი! დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის მხარდაჭრით ამას შევძლებთ“, - მაჟორიტარობის კანდიდატმა ონის მოსახლეობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გზების რეაბილიტაციას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტებმა. „იგეგმება ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზების სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. ასევე იგეგმება ნიკორწმინდის ცენტრში მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციაც.“,-აღნიშნა ენიქიძემ. მისივე ინფორმაციით, დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პირველ ეტაპზე 11¬მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ დაფინანსდება. „რეგიონში განსახორციელებელი 91 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტებში დამატებით იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშოებების ჩატარება. გზების, სანიაღვრე არხების, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც „მთის განვითარების ფონდიდან“ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მეშვეობით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მიწათმოქმედების განვითარებას, შეიქმნება მეტი ნატურალური პროდუქტი, გაუმარტივდება გლეხს მიწის მოვლა და ვეცდებით, მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში დავეხმაროთ. გავაფართოვებთ აგროდაზღვევის პროგრამას, რომ გლეხმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი, ხელს შევუწყობთ გარე ბაზრებთან კომუნიკაციას. ქრონიკულად დაავადებულ უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. აშენდება პროფესიული კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის პედაგოგების საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძემ ამბროლაურში აეროდრომის მიმდინარე სამუშაოები დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად დაათვალიერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 12:07

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ამბროლაურში, აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაათვილიერა. 

„ეს ახალი და ძალიან პოზიტიური სიახლეა ამბროლაურისთვის. აეროპორტი ხელს შეუწყობს ტურისტების შემოსვლას, გააადვილებს კომუნიკაციას, ახალი სამუშაო ადგილებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის. ამჟამად, მიმდინარეობს ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რომელის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. აეროდრომი თავდაპირველას მცირე, მომავალში კი, საშუალო ზომის თვითმფრინავებსაც მოემსახურება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. 

მისივე თქმით, ახალი აეროდრომის მშენებლობა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,კომპანია ბლექსი გრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულება 6 364 464 ლარს შეადგენს.

აეროპორტის მშენებლობაზე უკვე 70–მდე ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40–მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

„უნდა შევაჩეროთ მაღალმთიანი რაიონების მიგრაცია, დავუბრუნოთ ახალგაზრდობა რეგიონს"-გოჩა ენუქიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 16:58

სოზარ სუბარმა ხაიშის და ჭუბერის მცხოვერბლებთან მათი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გოჩა ენუქიძემ წარმატებით განახორციელა ამბროლაურის რაიონში. 

ხაიშისა და ჭუბერის ტერიტორია მცირემიწიანია და შემოსავლის ერთადერთი წყარო მოსახლეობისათვის ხე-ტყის გადამუშვებაა, ამიტომ მათ პროცედურების გამარტივება ითხოვეს. გოჩა ენუქიძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ ხე-ტყის გადამუშვებისთვის დოკუმენტაციის გამარტივების საკითხზე ცენტრლაურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს. ამომრჩველების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრალური გზის სათემო გზებთან დაკავშირების პროექტმა - ბეტონის გზა ხაიშის და ჭუბერის მიმართულებითაც დაიგება. 

„უნდა შევაჩეროთ მაღალმთიანი რაიონების მიგრაცია, დავუბრუნოთ ახალგაზრდობა რეგიონს, წავახალისოთ წვრილი და საშუალო ბიზნესი. ბევრი რამ გაკეთდა ამ დრომდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ აქაურ მოსახლეობის ყუოფითი პირობები გაუმჯობესდეს.
„ქართული ოცნების“ პროგრამის დახმარებით განვახორციელებთ ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-აღნიშნა ენუქიძემ. 

მისივე თქმით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობის მხრივ დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის საშუალებით ბიზნესს გაუჩნდება რეალური შესაძლებლობები, მოსახლეობას კვლავ ექნება საშუალება, ისარგებლოს დაბალპროცენტიანი კრედიტით. 

„მოწესრიგდება და განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება, საქართველოს იქცეს ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებას, კიდევ უფრო დაიხვეწება რეგიონული განვითარების დაფინანსების სისტემა”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

"8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ"- გოჩა ენუქიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 16:28

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მულახის, ლატალისა და ლენჯერის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც 39 სოფელი შედის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, გასული ოთხი წლის განმავლობაში სოფლების უმეტესობაში „სოფლის მხარდაჭერით პროგრამით“ წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია განხორიციელდა. „დასრულდა უშგულის წყალმომარაგების სისტემის ახალი პროექტი, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა საოჯახო ტიპის სასტუმროები, ამავე პროგრამით დაფინანსდა ზემო-სვანეთში მეფუტკრეობის განვითარება, გაიხსნა რამდენიმე სამკერვალო და სახელოსნო. რამდენიმე ბენეფიციარმა ტურისტებისთვის კოტეჯები ააშენა. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოფლების განვითარება გაგრძელდება. მთის კურორტ თეთნულდის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. 

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. „ეს მაძლევს დიდი სტიმულს და იმედს, რომ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე, ამიტომ ყველა სოფელში მისვლა და თითოეულ ადამიანთან შეხვედრა აუცილებელია”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 17:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე  ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა.

 გოჩა ენუქიძემ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.

 „გასულ წლებში ჩვენ ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება შევძელით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უფრო სწრაფი განვითარება და თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი რვაწლიანი გამოცდილებით, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის განვითარების მომდევნო ეტაპზე, კიდევ უფრო აქტიური როლი ვითამაშო. „ქართული ოცნების“ მიზანი ჩვენი მოსახლეობის ღირსეული დასაქმება, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მეტი ზრუნვა, მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების უფრო სწრაფი განვითარებაა, იმ ყველაფრის სწრაფი გაგრძელება და თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანაა, რასაც გეგმაზომიერად ვახორციელებდით. კარგად ვიცი თითოეული დაპირების ფასი და ისიც, თუ რა მნიშვნელოვანია თქვენთვის, გყავდეთ საიმედო დასაყრდენი პარლამენტში“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატს კითხვებით მიმართეს და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები მოიწონეს.

„ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე, სწრაფად განვავითაროთ ჩვენი მხარე და ერთად შევქმნათ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა”, -აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე მესტიის 6 სოფლის ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 18:10

„მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ იმ დიდი გეგმების განსახორციელებლად, რომელსაც რეგიონში ვგეგმავთ. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ სამართლიან, პროგრესულ და ადამიანზე ორიენტირებულ ძალას, რომელმაც თქვენთან ერთად, თითქმის შეუძლებელი შეძლო და ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. მე წარმოვადგენ ძალას, რომელიც არასდროს გადააბიჯებს ადამიანის ღირსებას და სწორედ მისი კეთილდღეობაა მთავარი მიზანი “,- ამ სიტყვებით მიმართა მესტიის 6 სოფლის ამომრჩეველს რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის, ხუთი გაერთიანებული ოლქის, მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ შეკრებილ მოსახლეობას.

 დიზის, ნაკრას, ლახამულას, ხევრას, ჰამაშის და თოთალეშის ამომრჩეველთან შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.შეხვედრაზე, რომელმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა,  მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად მიმოიხილა  სოფლებში არსებული და გადასაჭრელი საკითხები.

გოჩა ენუქიძე პრობლემების გადაჭრის გზების გადაწყვეტას ერთობლივ,  თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობაზე გეგმავს.

 „ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე! ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას!“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 12:56

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატი ამჯერად  ხოფურის, მაზაშის, ნანარის, რცხმელურის, გვიბრალას, ლაღარვაშის, ნაღომარის, ყვედრეშის, წიფლაკაკაიასა და ლამანაშურის სოფლების მცხოვრებლებს სტუმრობდა. გოჩა ენუქიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, მათ შორის დასაქმების კუთხით.

 „მე ხალხის სამსახურში ვიდგები. ყველა თქვენთაგანის სატკივარს გავიზიარებ, რომ შევძლო საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მთას დახმარება სჭირდება. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ აქ, ლენტეხში, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმაური, სიცოცხლე ჩქეფდეს, ყველა სახლამდე და ეზომდე იყოს მოწესრიგებული გზა და მოიხსნას ყველგან წყლის პრობლემა. შეიქმნას დასაქმების ადგილები წვრილი და საშუალო ბიზნესის ხარჯზე. უნდა ავითვისოთ მიწა და მოვიყვანოთ მოსავალი, გაიხსნას სასტუმროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურიზმისათავის. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა ასეთი თანადგომისთვის“,- მიმართა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის ამომრჩეველს.

 

გოჩა ენუქიძე: ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 14:18

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის

 მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის რაიონის ცხრა სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ამჯერად  ჟახუნდერის, ლამფალაშის, ლეკოსანდის, ლემზაგორის, ლუჯის, შებეცის, სასაშის, ჩუკულისა და ხერიას სოფლების მაცხოვრებლებს სტუმრობდა.  კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და  სამომავლოდ ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან, არ მიატოვებენ კუთხეს, არ დაიცლება სოფლები. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს, სწრაფი განვითარებაა ჩვენი პრიორიტეტი. დაბრუნებული ახალგაზრდობა გაამრავლებს ამ მხარეს, მთაში ცხოვრება კომფორტული იქნება ქალაქელისთვისაც. ამ ეკოლოგიურად სუფთა მხარეში ბევრი თანამედროვე სახლი, სასტუმრო და საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდება ხალხი, შეიქმნება დოვლათი და ადამიანები შეძლებენ სრულფასოვან ყოფას“, -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ამასთან,  გოჩა ენუქიძემ სოფელ   სასაში, გმირ ემზარ ონიანის საფლავს პატივი მიაგო.

  “საქართველოს გადაარჩენს ასეთი გმირები, მათ პატივი უნდა მიაგოს თითოეულმა ჩვენთაგანმა.  ასეთი გმირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ მათ მოგვიყვანეს აქამდე. მადლობა ჩვენს გმირებს! მადლობა ემზარ ონიანს მისი ღვაწლისათვის, იმ თავგანწირვისთვის, ბევრი სხვა ვაჟკაცი რომ იხსნა ბრმა ტყვიისაგან“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური