ამბროლაურის საზოგადოებრივ ცენტრში პროექტის „სახელმწიფო-შენი პარტნიორის“ პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 აგვისტო 2020 13:50

დღეს, ამბროლაურის საზოგადოებრივ ცენტრში პროექტის „სახელმწიფო-შენი პარტნიორის“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან, ეკონომიკის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, მინისტრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც ფერმერული მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროექტის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტ დასახლებაში ერთიანი სივრცეები შეიქმნება. მოქალაქეებს სერვისებით სარგებლობაში სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.

"მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პირველი პრეზენტაცია გაიმართა ამბროლაურში, რომელიც ფლობს ყველა რესურს იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი რაიონი, არა მარტო ჩვენს მხარეში, არამედ ქვეყანაშიც. დარწმუნებული ვარ, ახალი პროგრამა, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იგრძნონ სახელმწიფოს მხარდაჭერა საკუთარ ბიზნესსა თუ მეურნეობაზე", - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

„პედაგოგებო, თქვენი შრომა ფასდაუდებელია და საამაყოა ის საქმე, რომელსაც ემსახურებით - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი,გოჩა ენუქიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020 12:03

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის პედაგოებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე ყველა ის მიღწევა თუ პრობლემატური საკითხი განიხილეს, რომლის წინაშეც დღეს საბავშვო ბაღი და მათი აღსაზრდელები დგანან.

2014 წლიდან დღემდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 10 და აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღი.

„პედაგოგებო, თქვენი შრომა ფასდაუდებელია და საამაყოა ის საქმე, რომელსაც ემსახურებით. მინდა ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ ახალი თაობის ღირსეულად აღზრადში მონაწილეობისთვის'', - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე.

თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 სთ შემცირდება და 6 სთ ნაცვლად 4,5 სთ იქნება-აცხადებს გ. ენუქიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 15:20

ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი - ზუდალის 7.7 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ - ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოსთან" საუბარში რაჭა - ლეჩხუმ - სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50 - ე კმ - ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. აქედან გამომდინარე თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება, აღნიშნავს რაჭა - ლეჩხუმ - სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე - ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე - ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

თბილისიდან ჩამოსული სტუმრები მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან-აცხადებს გოჩა ენუქიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 19:51

რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან ონის რაიონის ხელმძღვანელი პირები, და  სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. მისივე თქმით, სტუმრები მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.

„ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც", - დაამატა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი გახარიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ზედამხედველობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ჩიკვაიძეს დაავალა.

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ინტენსიურად ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს და ხვდებიან სპეციალისტებს, როგორც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ისე ჰიდროლოგებს და ელოდებიან გეოლოგებსაც.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში არიან ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს.

გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს ჩარიცხავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 მარტი 2020 14:01

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს და წარმატებულს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები.

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, ვთვლი, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100 000 ლარი“, - აცხადებს დეპუტატი გ. ენუქიძე.

გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:35

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ჭრებალოს და ნიკორწმინდას მოსახლეობას შეხვდა. გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე სოფლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობის კითხვეს უპასუხა. “ჩვენს პატარა ქვეყანაში ძალიან გამჭრიახი და ღრმადმოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ. ვითვალისწინებთ თქვენს ყველა მოსაზრებას. პირველ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ახლა კი განვითარების და წინსვლის დროა. ის მხარდაჭერა, რომელსაც „ქართული ოცნებისადმი“ იჩენთ, გამოწვეულია დიდი იმედით, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა ძლიერი და განვითარებული ქვეყნების რიგში დადგება. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც სულ მალე კვლავ ქვეყნის სათავეში იქნება და ყველა წინააღმდეგობას თქვენთან ერთად გაუმკლავდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ

გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ორბელსა და ჩხუტელის მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:46

“ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ორბელსა და ჩხუტელის მცხოვრებლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას შეხვედრისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვიცით, რას ითხოვს საზოგადოება ჩვენგან. „ქართული ოცნება“ იძლევა რეალურ დაპირებებს. ჩვენ გუნდური მუშაობით შევძლებთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ უმუშევართა რიცხვი. მადლობა ასეთი მხარდაჭრისათვის. საზოგადოების ნდობა ის ძალაა, რომელიც გვაძლევს რწმენას, რომ ყველა ბარიერს გადავლახავთ. ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა. 8 ოქტომბერს საქართველოს წისვლას და წარმატებას, სწრაფ განვითარებას ავირჩევთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე და ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:50

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ზაზა სოფრომაძემ მოსახლეობას სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. გოჩა ენუქიძემ რეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ყველა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი შრომა შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, მოსახლეობა ნდობას უცხადებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი მის ხელთ არსებულ ბერკეტს მიმართავს სწორად და მიზანმიმართულად. მჯერა, 8 ოქტომბერს რაჭაში რაჭველები, სვანეთში სვანები, მთელ საქართველოსთან ერთად გავაკეთებთ სწორ და მართებულ არჩევანს“,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:05

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი რაჭა- ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე სამი თემის: ოყურეთის, ზუბისა და ჩქუმის წარმომადგენლებს შეხვდა. ოყურეშის, ოფიტარას, ზუბის, ისუნდერის, მახურას, ცქუმის და ქულბაქის სოფლების მოსახლეობასთან გოჩა ენუქიძემ რეგიონში მიმდინარე პროგრამებისა და ინიციატივების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებეული ყურადღება დაუთმო მევენახეობის განვითარების საკითხებს და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობებს. „შეიქმნება სამუშაო ადგილები, ცაგერის მუნიციპალიტეტში სახელგანთქმული უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება. ამ მიზნით, იქმნება მევენახეთა გაერთიანება და მსხვილი ინვესტიციები უკვე მოძიებულია. გავაფართოებთ აგროდაზღვევის პროგრამას, შიდა და გარებაზრების ათვისებით, ხელს შევუწყობთ მიღებული მოსავლის ხელსაყრელ ფასად რეალიზაციას. ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ქსელის განვითარებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“,-განაცხადა მან. კანდიდატმა ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზეც ისაუბრა. „ცაგერის მუნიციპალიტეტში იგეგმება უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტის, „მწვანე თეატრის“ სრული რეაბილიტაცია, რაზეც 500 000 ლარი დაიხარჯება. დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის. აშენდება პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე ქალაქ ონის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 სექტემბერი 2016 13:29

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანიდატი გოჩა ენუქიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 
მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ქალაქ ონის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ინფრასტუქტურულ პროექტებზე საუბრისას, გოჩა ენუქიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. 
"ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები, მათი უფლებები, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მათ ჩართულობას. ადაპტირებული გარემო და სწორად დაგეგმილი პროექტები უზრუნველყოფენ შშმ პირების უკეთეს პირობებში ცხოვრებას“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ შეხვედრისას.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური