გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 12:44

10 ხმა საკმარისი არმოჩნდა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადასაყენებლად.  ილია მეტრეველი საკრებულოს წევრებმა თანამდებობიდან გადააყენეს, 15-დან 10-მა წევრმა თავმჯდომარის გადაენებამ მხარი დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, 2 წევრი კი სხდომას არ დაესწრო.

 

გორის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება" გაუქმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 12:04

გორის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება" გაუქმდა და ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ფრაქცია-"ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტია" მოქმედებს. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტი დეპუტატებმა დღეს მიიღეს. ფრაქციის გაუქმების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ფრაქცია "ქართული ოცნების " თავმჯდომარე ნინო ზურაბიშვილმა გორის საკრებულო ვადაზე ადრე, საკუთარი სურვილით დატოვა.მან განცხადება საკრებულოს აპარატში 25 მარტს შეიტანა.

ნათია ომაძე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ჩაანაცვლებს, სასამართლოში ჩივილს გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:30

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის,თანაშემწედ დაინიშნა.  უკვე ყოფილი თანაშემწე,ნათია ომაძე კი სამართლებრივ დავას აპირებს ,  ომაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება არაკანონიერი და არაარგუმენტირებულია:

"დღეს დილით, უკვე მეორედ დამიბარა საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა, თავის სამუშაო ოთახში და მითხრა, რომ განცხადება დამეწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამ პოზიციაზე ვმუშაობ 2014 წლის აგვისტოდან, გავლილი მაქვს კონკურსი, რაც გარანტიებს მაძლევს, რომ თუ არ იქნება არგუმენტირებული საფუძველი გათავისუფლებისა , ჩემი უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართავ",- განაცხადა ნათია ომაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრებელის თანაშემწის თანამდებობას ორაშაბათიდან ირალი ოქრუაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ სწორედ ოქრუაშვილის გამო მოხდა ომაძის თნამდებობიდან გათავისუფლება. რაც შეეხება კონკურსს, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი პირობაა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ოქრუაშვილი ამ კონკურსსაც გაივლის. კითხვაზე, თუ მან კონკურსი უნდა გაიაროს, ორშაბათიდან როგორ იწყებს მუშაობას, მეტრეველი ამბობს, რომ ოქრუაშვილი ჯერ მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

 

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ინიშნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 13:48

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ინიშნება . ინფორმაცია ამის შესახებ ოქრუაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ მედიის წარმომადგენლებს გორის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დაუდასტურა.ოქრუაშვილის განცხადებით მისი სურვილია ამ თანამდებობაზე დანიშვნით  ოფიციალურად დაეხმაროს თანაგუნდელებს.

გორის საკრებულოში საკადრო ცვლილებებია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 11:52

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით კენჭისყრა უკვე დასრულდა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადაყენებულია. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 15 წევრიდან 8 წევრმა, ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა კობერიძის გადაყენებას, ხოლო დანარჩენემა წევრებმა უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური