ნათია ომაძე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ჩაანაცვლებს, სასამართლოში ჩივილს გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:30

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის,თანაშემწედ დაინიშნა.  უკვე ყოფილი თანაშემწე,ნათია ომაძე კი სამართლებრივ დავას აპირებს ,  ომაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება არაკანონიერი და არაარგუმენტირებულია:

"დღეს დილით, უკვე მეორედ დამიბარა საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა, თავის სამუშაო ოთახში და მითხრა, რომ განცხადება დამეწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამ პოზიციაზე ვმუშაობ 2014 წლის აგვისტოდან, გავლილი მაქვს კონკურსი, რაც გარანტიებს მაძლევს, რომ თუ არ იქნება არგუმენტირებული საფუძველი გათავისუფლებისა , ჩემი უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართავ",- განაცხადა ნათია ომაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრებელის თანაშემწის თანამდებობას ორაშაბათიდან ირალი ოქრუაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ სწორედ ოქრუაშვილის გამო მოხდა ომაძის თნამდებობიდან გათავისუფლება. რაც შეეხება კონკურსს, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი პირობაა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ოქრუაშვილი ამ კონკურსსაც გაივლის. კითხვაზე, თუ მან კონკურსი უნდა გაიაროს, ორშაბათიდან როგორ იწყებს მუშაობას, მეტრეველი ამბობს, რომ ოქრუაშვილი ჯერ მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

 

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 14:22

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გორის რაიონის  სოფელ ქირის მკვიდრი გაათავისუფლეს. 25 წლის ლევან ლაფაჩი რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას ფიჩხის შეგროვების დროს დააკავეს და ცხინვალში იზოლატორში მოათავსეს, მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა. გათავისუფლება გირაოს გადახდის შემდეგ მოხდა.

გორის გამგებელმა ხიდისთავის სამუსიკო სკოლა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 17:21

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის სახელობის ხიდისთავის სამუსიკო ხელოვნების სკოლის ხანძრის შედეგად დამწვარ სახურავს რეაბილიტაცია უტარდება. გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 10 ივლისს სკოლას ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახურავი დაიწვა. სამუსიკო სკოლის სახურავი, პროექტის მიხედვით, მთლიანად იცვლება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "სამაჩაბლო" ახორციელებს. პროექტის ღირებულებაა 44 970 ლარი და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.ხიდისთავის სამუსიკო სკოლა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დაათვალიერა. "სკოლა მთლიანად საჭიროებს რეაბილიტაციას, შენობა თავისი არქიტექტურითა და ისტორიით ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია და სტრატეგიული ასევე მისი ადგილმდებარეობა, ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია და მე იმედი მაქვს ხიდისთავის სამუსიკო სკოლა გახდება ხელოვნების სერიოზული კერა", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური