შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ გორში სიჩქარის მზომი 7 ,,ჭკვიანი'' კამერა აამოქმედა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 მარტი 2019 10:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გორში 4 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი ჩაირთო.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი.

კერძოდ: ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 4.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი შეზღუდვა დაწესდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 10:34

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 მაისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) სარემონტო სამუშაოების გამო.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი 2016 11:42

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108(მკვლელობის მცდელობა) მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

"მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის" საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პროგრამა გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 16:57

 "მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის" გორში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას სოციალური პროგრამა გააცნო.მათი დაპირებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სტატუსი და დახმარება 50 %-ით გაეზრდებათ. 

გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 16:43

გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ოქროაშვილმა სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები გააკრიტიკა და აღნიშნა,რომ ირაკლი ალასანიას კონკურენტად არ აღიქვამს . „ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველგვარი ირონიის გარეშე, მაგრამ წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას, რომ დამარცხებისთვის არის განწირული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

,,მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი'' - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 15:04

თამაზ შიოშვილის ნაცვლად გორში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დებუტატობისთვის ირაკლი ალასანია იბრძოლებს. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გორში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.როგორც ალასანიამ განაცხადა, "ყველა ვაკეთებთ საკუთარ არჩევანს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება, მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი''.

ძლიერი წვიმის შედეგად გორში ქუჩები დაიტბორა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 16:19

ძლიერმა წვიმამ გორის მოსახლეობა დააზარალმა.  დაიტბორა  მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები.  მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფმა ადამიანებმა  წყლის ნაკადისთვის თავის დაღწევა  ერთმანეთის დახმარებით მოახერხეს.  

სტალინის ბიუსტი ვარდისფერი საღებავით შეღებეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 მაისი 2016 10:30

სტალინის ბიუსტი ვარდისფერი  საღებავით შეღებეს, შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ატენის ხეობაში მოხდა. სოფლის მოშორებით, მთაზე ბიუსტი გუშინ, 9 მაისის 71-ე წლისთავთან დაკავშირებით დადგეს.

 

“რუსეთის მონები" - დაპირისპირება გორში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 მაისი 2016 17:24

დაპირისპირება გორში.  ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით "კომუნისტური პარტიის" ორგანიზებით, გორში  ცი სტალინის მუზეუმიდან მერიამდე მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა  სტალინის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს. დაპირისპირება მას სემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს,  ნიღბიანმა პირებმა  შეძახილებით “მოღალატეები” და “რუსეთის მონები"  გზა გადაუღობა.

 

ძლიერი სეტყვა გორში - განადგურებულია მოსავალი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 მაისი 2016 18:20

ძლიერი სეტყვა გორში. ამჟამად სტიქიამ სოფელი შაშვები დააზარალა. 

დაზარალებულების განცხადებით,   ინტენსიური სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.  განადგურებულია სახნავ-სათესი ნაკვეთები  და სასოფლო-სამეურნეო ნარგავები.

დღეს ასევე დაისეტყვა გორის რაიონის 10 და ქარელის რაიონის 6 სოფელი.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური