“ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულები გახდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 2016 11:48

საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინეს 10 ნოემბერს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-17 ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოებაზე.

წლის საუკეთესო ინვესტორად “ომეგა ჯგუფი” - ცნობილი ბიზნესნესმენი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს. მისი ქვეყანაში არყოფნის გამო ეს ჯილდო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ,,ომეგა ჯგუფის’’ გენერალურ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს გადასცა.

წლის ბიზნეს რეიტინგში „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

საპატიო ჟიურის გადაწყვეტილებით „ომეგა ჯგუფი“ დაჯილდოვდა ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი; ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები; ახალი სამუშაო ადგილები; მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და თბილისი მერმა დავით ნარმანიამ ოქროს სამკერდე ჯვარი და სერთიფიკატი გადასცა.

როგორც ,,ომეგა ჯგუფის’’ გენერალურ დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ განაცხადა, ,,ომეგა ჯგუფისა’’ და მისი დაფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საქმიანობა მოიცავს ბევრ სფეროს და მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.

,,ჩვენი კომპანია საქმიანობს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში 1991 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ჯგუფმა ბიუჯეტში შეიტანა მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი. ეს არ არის პატარა ციფრი. ჩვენ ყოველთვის ლიდერი ვიყავით ბიუჯეტში შენატანების თვალსაზრისით და ყოველთვის ამით ვამაყობდით.

ჩვენ დასაქმებული გვყავს 2 000 მოქალაქემდე. ესეც დიდი მიღწევაა.

ჩვენი კომპანია ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით. ეს ყველაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ჩვენი დამფუძნებლისგან, ბატონი ზაზა ოქუაშვილისგან, რომელიც ერთი წუთი არ ადუნებს თავის აზროვნებას და ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს საქართველოსთვის, უფრო მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ’’, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

მე-17 ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში ტელეკომპანია „იბერიას“ კი ჯილდო შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: ქართული ბიზნესის მხარდჭერა და პოპულარიზაცია.

ბიზნეს-რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

XVII ბიზნეს - რეიტინგი 2015 – 2016 წ და Investment Awards

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 17:14

10 ნოემბერს მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“  და გორბი „გარდენ ჰოლში“ (დ. აღმაშენებლის 73)  მე-17  ბიზნეს-რეიტინგს  გამართავს, სადაც საქართველოს საუკეთესო კომპანიებს და ბიზნესმენებს გამოავლენს.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა, პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. წლის საუკეთესო ინვესტორი გარდამავალი ჯილდოთი დაჯილდოვდება.

მედია ჰოლდინგი Georgian Times  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდება, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

წლების მანძილზე პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:  

  1. თბილისის მერია
  2. ეკონომიკის სამინისტრო
  3. ფინანსთა სამინისტრო
  4. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  5. ენერგეტიკის სამინისტრო
  6. თანაინვესტირების ფონდი
  7. საპარტნიორო ფონდი
  8. ინვესტ ინ ჯორჯია
  9. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  10. საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  11. საქართველოს ბიზნესუმბუსდმენი

 პროექტის მედია მხარდამჭერები არიან:

      1. საზოგადოებრივი მაუწყებელი 

  1. ტელეკომპანია რუსთვი 2
  2. ტელე იმედი
  3. ტელეკომპანია იბერია
  4. ტელეკომპანია მაესტრო
  5. TV პირველი
  6. ტელეკომპანია ობიექტივი
  7. TV აფხაზეთის ხმა
  8. საფერავი TV
  9. TV 8
  10. ქართული TV
  11. ტელეკომპანია მუზიკბოქსი
  12. გადაცემა ბიზნესკონტრაქტი
  13. გადაცემა საქმიანი დილა
  14. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  15. ავტორადიო
  16. ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge
  17. ბიზნეს პორტალი www.award.com.ge
  18. საინფორმაციო სააგენტო www.for.ge
  19. საინფორმაციო სააგენტო www.georgianpress.ge
  20. პირველი ნიუსი საქართველო www.1news.ge
  21. პორტალი www.kvira.ge
  22. საინფორმაციო პორტალი www.newsday.ge
  23. საინფორმაციო სააგენტო www.reportiori.ge
  24. ინგლისურენოვანი გაზეთი The Georgian Times
  25. ინგლისურიენოვანი გაზეთი Caucasian Business Week
  26. ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today
  27. გაზეთი პრაიმთაიმი
  28. ჟურნალი თბილისელები
  29. გაზეთი სვაბოდნაია გრუზია
  30. გაზეთი ვერსია
  31. გაზეთი კვირის პალიტრა
  32. გაზეთი ქართული სიტყვა
  33. გაზეთი რეზონანსი
  34. ჟურნალი Forbes Georgia

 წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგშიგამარჯვებულიკომპანიებიდაბიზნესმენები იყვნენ:

TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

  1. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია
  2. ყაზბეგი - გოგი თოფაძე
  3. ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე
  4. GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე
  5. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი
  6. შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია
  7. TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე
  8. გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი
  9. შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი
  10. ჯეოსელი -  ოსმან თურანი
  11. ჯეოსელი - ოსმან თურანი
  12. ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
  13. სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი
  14. საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური
  15. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

 საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

 კომპანიების შეფასდნენ  შემდეგი კრიტერიუმებით:

 მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი

  1.  სოკარ ჯორჯია გაზი მაჰირ მამედოვი
  2. შუხმან ვაინს ჯორჯია ნუცა აბრამიშვილი
  3. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მაჰირ მამედოვი
  4. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იორგ მათიესი
  5. რუსთავის აზოტი კონსტანტინე ლილა
  6. რიქსოს ბორჯომი ანარა კესიკბაევა
  7. პეტროკას ენერჯი ჯგუფი ივანე ნაკაიძე
  8. ნიკორა სუპერმარკეტი დავით ურუშაძე
  9. კახური ტრადიციული მეღვინეობა ზურაბ ჩხაიძე
  10. ჯორჯიან ამერიქან ელოისი ველველ ლოზინსკი
  11. ჯეოსთილი ბალაკრიშნან საჯივ
  12. ზარაფხანა ქეთევან გოგნაძე
  13. ვისოლ ჯგუფი სოსო ფხაკაძე
  14. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი ბადრი წილოსანი
  15. ენ სი სი გეგი ქელბაქიანი
  16. დუგლაძეები  ღვინო დავით დუგლაძე
  17. ყულევის ნავთობ ტერმინალი და პორტი კარიმ გულიევი
  18. თიბისი ბანკი ვახტანგ ბუცხრიკიძე  
  19. გეოპლანტი მიხეილ ჭკუასელი
  20. ბაზისბანკი დავით ცაავა
  21. აუთდორ.ჯი ვასილ ბარნოვი
  22. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო ემილ აბასბეილი
  23. PSP  ჯგუფი გოჩა გოგილაშვილი
  24. კომპანია ავერსი პაატა კურტანიძე
  25. აი სი ჯგუფი თენგიზ მეზურნიშვილი

 

ინვესტორები

 

  1. ყულევის ნავთობ ტერმინალი კარიმ გულიევი  
  2. თამ მენეჯმენტი ვაჟა თორდია
  3. კასტელო მარე ვაკო კუვშინოვი
  4. აი სი ჯგუფი თენგიზ მეზურნიშვილი
  5. დრიმლენდ ოაზისი ნიკოლოზ გეგუჩაძე
  6. წყალტუბო პლაზა გიორგი ორთოიძე
  7. ჩემი რანჩო ივანე იოსელიანი
  8. კინგ დავიდი ნიკოლოზ ორჯონიკიძე
  9. ომეგა ჯგუფი ზაზა ოქუაშვილი
  10. ორბი ჯგუფი ირაკლი კვერღელიძე  

 კონკურსგარეშე

 გიუაანი გიორგი სურგულაძე

  1. ნიუ თაიმი მალხაზ ბერიძე
  2. შავი ზღვის უნივესიტეტი ილიას ჩილოღლუ

 ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

“ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით” – „ჯორჯიან თაიმსის“ რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 21:29

„ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის“ იდეამ, 1995 წლიდან დღემდე,  დროის გამოცდას გაუძლო, მოიხვეჭა და შეინარჩუნა ნდობა, სტატუსი, პოპულარობა, აკადემიურობა, რეპუტაცია და  თავისი არსებობით დაამტკიცა, რომ არ შეცდა ინიციატივაში,  დაეჭირა მხარი და პოპულარიზაცია გაეწია ახლადფეხადგმული  ეროვნული ბიზნესისათვის.

 „ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის“ ერთობლივი ბიზნეს დაჯილდოება  მეწარმეებს, ბიზნესმენებს, დიპლომატიური კორპუსის, მოწინავე ბიზნესის,  მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლის ნოემბერში უკვე მეჩვიდმეტედ, კვლავ ერთად შეკრებს. ამისათვის კი მზადება უკვე დაწყებულია.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა: პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 მედიაჰოლდინგ “Georgian Times “-სა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს 21 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

 როგორც ყოველთვის, “ჯორჯიან თაიმსისა” და „გორბის“ ერთობლივ ტრადიციულ  მე-17  ბიზნეს-რეიტინგში  2015 - 2016 წ. საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.

 პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

სულ მალე "ჯორჯიან თაიმსის" რიგით მე-17 ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლინდება 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი და  საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, რეიტინგში მონაწილე კომპანიები კენჭისყრის საფუძველზე  თავად დაასახელებენ.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი),ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

რადგანაც წელს საარჩევნო წელია, პროექტი განსაკუთრებული მობილიზებით კეთდება და დაჯილდოების ცერემონიალი შემოდგომაზე გაიმართება.

წლების მანძილზე პროექტის მხარდამჭერები იყვნენ

  1. თბილისის მერია
  2. ეკონომიკის სამინისტრო
  3. ფინანსთა სამინისტრო
  4. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  5. ენერგეტიკის სამინისტრო
  6. თანაინვესტირების ფონდი
  7. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  8. საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  9. საქართველოს საპარტნიორო ფონდი
  10. ინვესტინგ ჯორჯია
  11. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

  პროექტის მედია მხარდამჭერები არიან:

  1. ტელეკომპანია დრო
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  3. ტელეკომპანია რუსთვი 2
  4. ტელე იმედი
  5. ტელეკომპანია იბერია
  6. ტელეკომპანია მაესტრო
  7. TV პირველი
  8. ტელეკომპანია ობიექტივი
  9. TV აფხაზეთის ხმა
  10. საფერავი TV
  11. ტელეკომპანია მუზიკბოქსი
  12. გადაცემა „ბიზნესკონტრაქტი“
  13. გადაცემა „საქმიანი დილა“
  14. რადიო ფორტუნა
  15. ავტორადიო
  16. ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge
  17. ბიზნეს პორტალი www.award.com.ge
  18. საინფორმაციო სააგენტო www.for.ge
  19. საინფორმაციო სააგენტო www.newsday.ge
  20. საინფორმაციო სააგენტო www.georgianpress.ge
  21. საინფორმაციო პორტალი www.1news.ge
  22. პორტალი www.kvira.ge
  23. საინფორმაციო სააგენტო www.reportiori.ge
  24. ინგლისურენოვანი გაზეთი The Georgian Times
  25. ინგლისურიენოვანი გაზეთი Caucasian Business Week
  26. ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today
  27. გაზეთი პრაიმთაიმი
  28. ჟურნალი თბილისელები
  29. გაზეთი “სვაბოდნაია გრუზია“
  30. გაზეთი „ვერსია“.
  31. გაზეთი ქართული სიტყვა
  32. ჟურნალი Forbes Georgia

 წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები გახლდნენ:

1.       TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

2.       კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

3.       ყაზბეგი - გოგი თოფაძე

4.       ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

5.       GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე

6.       შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

7.       შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

8.       TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

9.       გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

10.    შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

11.    ჯეოსელი -  ოსმან თურანი

12.    ჯეოსელი - ოსმან თურანი

13.    ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14.    სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი

15.    საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

16.    ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

გასულ წელს, "ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" ერთობლივი ბიზნეს რეიტინგის რიგით მე-17 დაჯილდოებაზე გამარჯვება სოსო ფხაკაძემ და "ვისოლ ჯგუფმა" მოიპოვა.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების,სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

 კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა.

კომპანიები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:

 მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის,ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხვადასხვა კომპანიებმა, დაინახეს რა, ბიზნეს რეიტინგის იდეის წარმატება და საინტერესო შინაარსი,  სარფიან, სასარგებლო და საიმიჯო პროექტად აღიქვეს. გამომდინარე აქედან, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გამართონ მსგავსი ტიპის დაჯილდოებები, (ამ შემთხვევაში, "ჯორჯიან თაიმსი" კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს) თუმცა, სამწუხაროდ, პლაგიატის ავტორები ვერ ახერხებენ, მაღალი დონის, ხარისხისა და ობიექტურობაზე დამყარებული დაჯილდოების ორგანიზებას. ისინი მზად არიან, ნებისმიერი მონაწილეობის მსურველი კომპანია ჩართონ პროექტში და დააჯილდოვონ.

"ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანზებული ბიზნეს რეიტინგის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში მონაწილე ბიზნესმენებისა და ბიზნესკომპანიების შერჩევის პროცესი პრინციპულ კრიტერიუმებსა და ობიექტურ კვლევაზეა დამყარებული. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, გრან-პრის მფლობელი კომპანიის გამოვლენა კი უშუალოდ რეიტინგის მიმდინარეობისას, სრულიად გამჭირვალედ ხდება და ბიზნესმენები თავად ირჩევენ მათ შორის საუკეთესოს.

ზემოაღნიშნულს მოწმობს რიგით მე-15 ბიზნეს დაჯილდოების შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენებმა მათ შორის საუკეთესოდ სწორედ ის კომპანია დაასახელეს, რომლის წარმომადგენლებიც ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. საუბარია "საქართველოს ბანკზე", რომელიც "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა.

"ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგი სამთავრობო დონისა და ხარისხის პროექტია, რომელსაც ყოველთვის ესწრებიან მთავრობის, ბიზნეს სექტორის, სავაჭრო პალატისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც მის სახელმწიფო მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება და თავად ბიზნესმენები კარგად ხედავენ ბიზნეს რეიტინგის მთავარ ღირსებებსა და უპირატესობას და არჩევანს ყოველთვის იმ კრიტერიუმებსა და პრინციპებზე აკეთებენ, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით.

მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი“ და ,,გორბი“ წარმოგიდგენთ მე-16 ტრადიციულ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებას

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 13:45

მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი“ და ,,გორბი“  წარმოგიდგენთ მე-16  ტრადიციულ  ბიზნეს  რეიტინგის  დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალს!
26 ნოემბერს 20:00 სთ-ზე "ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში" III სართულზე  მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ XVI ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალი და საზეიმო ვახშამი გაიმართება.
            სპონსორები:
•    პლატინის სპონსორი კომპანია „ბლექსიგრუპი“  
•    ოქროს სპონსორი ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია“,  
•    გენერალური სპონსორები:  კომპანია ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
•    და სუპერმარკეტების ქსელი ,,სმარტი“
მხარდამჭერებია:
1.    თბილისის მერია.
2.    ეკონომიკის სამინისტრო.
3.    ფინანსთა სამინისტრო.
4.    ენერგეტიკის სამინისტრო.
5.    სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
6.    რეგიონური განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო
7.    საპარტნიორო ფონდი.
8.    საერთაშორისო სავაჭრო პალატა.
9.    საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.
მედია  პარტნიორები:
1.    საზოგადოებრივი მაუწყებელი
2.    ტელეკომპანია იმედი
3.    ტელეკომპანია დრო
4.    ტელეკომპანია TV3
5.    ტელეკომპანია TV8
6.    საფერავი TV
7.    TV პირველი
8.    ტელეკომპანია ობიექტივი
9.    ტელეკომპანია მიუზიკბოქსი
10.    რადიო  ფორტუნა
11.    ავტორადიო
12.    ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge
13.    ბიზნეს პორტალი www.award.com.ge
14.    ვიდეო პორტალი www.baidu.ge
15.    www.georgianpress.ge
16.    პორტალი კვირა
17.    www.epn.ge   
18.    www.for.ge
19.    www.newsday.ge
20.    ინგლისურენოვანი გაზეთი Georgian Times
21.    ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today
22.    Caucasian Business Week
23.    გაზეთი  სვობოდნაია გრუზია
24.    გაზეთი პრაიმთაიმი
25.    გაზეთი  ვერსია
26.    გაზეთი ქართული სიტყვა
27.    ჟურნალი თბილისელები
28.    ჟურნალი რეიტინგი
პირველი ბიზნეს რეიტინგი 1995 წელს გაიმართა,  პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების ურთიერთ დაახლოება  და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა, ქართული ბიზნესის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში კი ბიზნესრეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.
1995 წლიდან დღემდე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებულ კომპანიები და ბიზნესმენები არიან:
1.    TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე;
2.    “კოკა_კოლა ბოთლერს ჯორჯია” - თემურ ჭყონია;
3.    “ყაზბეგი” _ გოგი თოფაძე;
4.    “ყაზბეგი კასტელი” - გოგი თოფაძე;
5.    GWS - ლევან გაჩეჩილაძე;
6.    შპს „სამგორი“ 94-ავთო წერეთელი
7.    შპს “თბილავიამშენი” - პანტიკო თორდია
8.    TBC ბანკი _ ვახტანგ ბუცხრიკიძე;
9.    “გაერთიანებული ქართული ბანკი” - ვანო ჩხარტიშვილი;
10.    შპს “სამგორი 94” - ავთო წერეთელი;
11.    „ჯეოსელი” - ოსმან თურანი
12.    “ჯეოსელი”-ოსმან თურანი
13.    „ჯეოსელი”-ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
14.    სოკარი- მაირ მამედოვი
15.    საქართველოს ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა  “Georgian Times”-ს და გორბის მიაწოდა იმ კომპანიების სია, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში   1 000 000 000 ლარი და მეტი შეაქვთ.  ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა, სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა  გამოავლინეს  საუკეთესო და წარმატებული კომპანიების ტოპ-60, რომელთა შორის გამოვლინდა 30 საუკეთესო კომპანია, რომელიც თავის რიგებს შორის გალა საღამოზე ერთ  გამარჯვებულს ანუ ლიდერს ლიდერთა შორის გამოავლენს, რჩეულს რჩეულთა შორის კი ერთი წლით გარდამავალი გრან-პრი გადაეცემა, ბიზნესის ეროვნული ჯილდო-ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქროსა (31,5 გრ) და ვერცხლისგან (12 გრამი), ბუნებრივი ქვებისგან-ბრილიანტი (1 ცალი),  ლურჯი საფირონი (1 ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).  დანარჩენი კომპანიები კი სხვადასხვა ნომინაციებით და ტოპ-30 საუკეთესო კომპანიის დამადასტურებელი დიპლომებით დაჯილდოვდებიან.  
პროფესიონალურმა ჟიურიმ, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პატივსაცემი პიროვნებებით არის დაკომპლექტებული,  საუკეთესო კომპანიები შემდეგი კრიტერიუმებით  შეაფასა: მეწარმეთა ინტერესების დაცვა; საზოგადოებრივი იმიჯი; ეფექტური მენეჯმენტი; ქველმოქმედება/მეცენატობა; სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა; ახალი ტექნოლოგიები; ახალი სამუშაო ადგილები; საქმიანობის სტაბილურობა; კომპანიის ზრდა-წარმატებულობა; აღიარება საზღვარგარეთ; საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR); ეფექტური მარკეტინგი; ფინანსური გამჭვირვალეობა; გუნდის პროფესიონალიზმის დონე; პოტენციური საინვესტიციო მიმზიდველობა.
ტრადიციულ XVI ბიზნესრეიტინგის საზეიმო გალა ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, საქართველოში აკრედიტირებული მისიების და ფონდების წარმოადგენლები, ადგილობრივი და უცხოური მასმედია დაესწრება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური