18 წლამდე გოგონათა ნაკრების 2 მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 10:42

5 და 6 აგვისტოს კალათბურთსი საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 2 შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ რუმინეთთან, შემდეგ კი ისრაელთან წააგო.

რუმინელებთან ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 47:122 წააგო. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორია გეგეშიძე. 12 ქულა მიითვალა ნატალია ოთხმეზურმა. რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ქართველებმა შეხვედრა 39:77 დათმეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნატალია ოთხმეზური. 7-7 ქულა ანა ქავთარაძემ და ვიქტორია გეგეშიძემ მიითვალეს.

დღეს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო ხვალ, 8 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. 

თბილისში 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩები გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 ივლისი 2016 11:13

პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველო ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 8-13 ივლისს თბილისში 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი გაიმართება.

ეს გახლავთ ევროპის A და B დივიზიონების შემდეგ არსებული გოგონათა ტურნირი, რომელშიც ქალთა კალათბურთის თვალსაზრისით შედარებით მოკრძალებული ქვეყნები მონაწილეობენ. საქართველოს ქალთა კალათბურთში დიდი ტრადიციები აქვს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული ვაკუუმის ამოვსება და გოგონათა კალათბურთის განვითარება ეხლაღა დაიწყო. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს. 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს იქნება გოგონათა საკალათბურთო ნაკრების მეორე ოფიციალური გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე.

ის, რომ საქართველოს დედაქალაქს 18-წლამდე გოგონათა ფიბა-ევროპის ოფიციალური ტურნირის მასპინძლობა ანდეს, განვითარების გზაზე სერიოზული გამოწვევაა. თბილისის ახალი სპორტის სასახლე C დივიზიონის 15-ივე მატჩს, გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიალებს უმასპინძლებს.

ტურნირიში 7 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. „ა" ჯგუფში თავს მოიყრიან სომხეთი, ანდორა და უელსი, ხოლო „ბ"-ს საქართველო, მალტა, გიბრალტარი და კოსოვო შეადგენენ. ჯგუფებში 2-2 საუკეთესო ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ხოლო პლეი ოფში ვერგასული გუნდები 5-7 ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 8, 9 და 10 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც, 11-ში გუნდები დაისვენებენ და 12 და 13 ივლისს პლეი ოფის თამაშებს ჩაატარებენ.

C დივიზიონის გამარჯვებული მომავალი წლისთვის ევროპის ჩემპიონატის რანგით მაღალ - B დივიზიონის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ტურნირში 8 ივლისს, 19:30 საათზე ჩაებმება. ქართველების პირველი მეტოქე კოსოვო იქნება.

www.fiba.com/europe/u18cwomen/2016

ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 13 მარტი 2016 12:37

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ხელბურთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირზე ქალთა თასი 2016, 12 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელგია 18:14 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალური მატჩი 13 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს გოგონათა ნაკრები ფარერის კუნძულები გუნდს შეხვდება, მე-3 ადგილისათვის 16:00 საათზე ბელგია და ლატვია ითამაშებენ.
საქართველო-ბელგიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მეკარე მარიამ ჩაჩუა დასახელდა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ყველაზე მეტი - 6 გოლი კი ანა ყველაშვილმა გაიტანა.

საქართველო - ბელგია 18-14

საქ: ჩაჩუა - ყველაშვილი 6, ჩოგოვაძე 3, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 2, ღვალაძე 2, ვენეცკი 1, ქიტესაშვილი 1, გადელია, (ჯავახია, ვარდიშვილი, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე)

ბელ: სმეტი, შულგა - ჰააზენი 4, ლამოტი 3, დეუსი 3, ტილკინი 2, გისენსი 1, დე ბლენდე 1, ადელი, ანტონისენი, კარუზო, პუტცაისი, პეეტერსი, მარტინი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური