გიორგი ფანცულაია - ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდი უპირველესად ოქრომჭედლობაში გამოიყენება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 16:11

ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდის უპირველესი დანიშნულება ოქროს გამოყვანაა, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურას გამოძიების ეტაპზეც კი არ დაუსვამს ექსპერტებისთვის კითხვები ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძე საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერების შოვნა, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ოქრომჭედლისთვის სთხოვა. 

"დაკითხულ ექსპერტებს შორის იყვნენ თსუ-ს პროფესორ-აკადემიკოსები, რომლებმაც ჩაატარეს ქიმიური კვლევები იმ ნივთიერებაზე, რომელიც ჩაუდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მოწმეებმა თქვეს, რომ ნატრიუმის ციანიდის უპირველესი დანიშნულება არის ოქროს გამოყვანა. დეკანოზმა გამოძიებას 60 ფურცელზე მეტი ჩვენება მისცა, იმიტომ რომ მისი ჩვენების საფუძველზე პროკურატურას ჩაეტარებინა რეალური გამოძიება. ჩვენებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა ციანიდის შოვნა ოქრომჭედლისთვის სთხოვა. პროკურატურას კი არცერთი ექსპერტისთვის არ უკითხავს, გამოძიების პერიოდში გამოიყენება თუ არა ეს ნივთიერება ოქრომჭედლობისთვის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება მხოლოდ ერთადერთ, წინასწარ დაკვეთილ ვერსიაზე მუშაობდა და ყველა სხვა დანარჩენი ვერსიის გარშემო, მათ შორის ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე გამოკვეთილ ვერსიაზე კითხვებსაც კი არ სვამდა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება ვიდეოკადრებს, ადვოკატის თქმით, ექსპერტებმა ამ მიმართულებითაც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი დეტალები დაადასტურეს. 

"როცა საუბარია ჩანაწერებში შორენას „მარილზე გაშვებაზე“ და იქ ეს წინადადება თავიდან ბოლომდე იკითხება ასე "შორენა წავა მარილზე, ვინაიდან მამა გაბრიელს მასზე აქვს ნაწინასწარმეტყველება, რომ ის გაგიჟდება და საპატრიარქოში არ შეუშვებენ", ჩვენ დავუსვით ექსპერტებს კითხვა, არის თუ არა ამ წინადადებაში წყვეტა ან ხელოვნური მანიპულაცია, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს არის ერთი წინადადება და სიტყვა მარილი გამოყენებულია იმ წინადადებაში, სადაც საუბარია შორენა თეთრუაშვილისთვის მამა გაბრიელის წინასწარმეტყველების ახდენაზე", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაია მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 17:45

მამა გიორგი მამალაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს და ძალიან დაუძლურებულია, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
„ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით ჯერჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
მან ასევე მიმართა სასულიერო პირებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს უნდა მათთან შეხვედრა. „ძალიან მინიმალური მოთხოვნაა - სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
მისივე თქმით, თუ სასულიერო პირებს არ სჯერათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს, მოვიდნენ და ნახონ ის. „მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სასულიერო პირზე ზეწოლის განხორციელებას არ გამორიცხავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 25 თებერვალი 2017 13:16

მამა  გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, პროკურატურის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასულიერო პირის დაკითხვის გარეშე წამოსვლას აკრიტიკებს. მისი თქმით, არანაირი ნორმების დარღვევა არ მოხდებოდა.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ორშაბათსაც არ დაკითხონ.  

„გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ეჭვი იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, ამ შაბათ-კვირას, როცა ჩვენ დაცვის მხარე ვერ მოვახერხებთ მასთან შესვლას და მის უსაფრთხოებას ჩვენი თვალით ნახვას, რაიმე სახის ფსიქოლოგიური ან რაიმე სახის ზეწოლა მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან. 

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური