აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები კიდევ 400-მდე ოჯახს გადაეცათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020 11:26

დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი ტყემალაძე ,,ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 15:18

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ,,ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაციასა და შენობის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიალს დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, ,,ბიზნეს სახლი’’ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი  გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს.
მათი განცხადებით, სახელმწიფო სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდება მთავრობის უმნიშვნელოვანესი რეფორმების ნაწილია და მთლიანად სახელმწიფო სისტემის გარდაქმნას გულისხმობს.
ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის „ბიზნეს სახლის“ მშენებლობა, სადაც 250 ადამიანი დასაქმდება, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს დასრულდება. 

გიორგი ტყემალაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 12:56

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება.

კონგრესზე, რომელიც სტრასბურგში 19-24 ოქტომბერს იმართება, ადგილობრივი ხელისუფლების როლსა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, მიგრაციასა და დისკრიმინაციაზე, ასევე ბავშვების უფლებებისა დაცვასა  და ქალების სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებზე იმსჯელებენ.

გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქლაქეთა აქტიურ ჩართულობაა.

რადიკალიზმთან და სიძულვილთან ბრძოლის კუთხით კონგრესზე წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმები, განხილული იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და მართვის  პროცესებში  საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ჩართულობის პერსპექტივები.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტი ჟან კლოდ ფრეკონი, საქართველოს ნოემბერში ეწვევიან და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური