საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 17:40

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან მარტინ სტროპნიცკისთან ერთად გახსნა.
ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს, მერიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი თაოსნობითაც და მონაწილეობითაც დაიდგა ჩეხი საზოგადო მოღვაწის ძეგლი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჰაველის ძეგლი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის, რომ ის ღირებულებები, რომლითაც ვაცლავ ჰაველი ხელმძღვანელობდა პოლიტიკაში, ჩვენთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჰაველის მოღვაწეობა ძალიან ნათლად ეუბნება ქართველ და ჩეხ პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ღირებულებებზე აგებული.
ჰაველის მთელი მოღვაწეობით მტკიცდება ტყუილი იმ გარყვნილი აზროვნების, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკოსებმა ბინძურად უნდა აკეთონ ეს.
ჰაველის მოღვაწეობით ბათილდება ის ტყუილი, რომ უნდა ილაპარაკო ღირებულებებზე და რეალურად ცხოვრებაში სხვა პრინციპებით იცხოვრო.
ამიტომ, ჰაველის ძეგლი მშვენიერი გზავნილია ქართული ახალგაზრდობისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა, პოლიტიკაში მათ გულწრფელად უნდა იმოქმედონ  და რეალურად ღირებულებებზეა დამყარებული პოლიტიკა.
მე ჩეხეთში, პრაღაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. მახსოვს, როდესაც ჰაველი იყო პრეზიდენტი რამდენად ავსებდა ეს, ჩეხ ახალგაზრდობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ძეგლის გახსნა ქართული საზოგადოებისთვის ვაცლავ ჰაველის ღირებულებების გამტკიცების საწინდარი იქნება.
ვაცლავ ჰაველის ძეგლის ავტორი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:04

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით. 
„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ  შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.
შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.
იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული, რაღაც უაღრესად დასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების  ირგვლივ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცისაკენ მიმართული ცვლილება.
„უარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ- ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან - კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები- და  მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებდა კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით: ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. იმ სულისკვეთებაზე, რომელიც მიმართულია რეალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ, ამ ვერსიამდე”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო რეფორმა - პრეზიდენტი ერთიანი თანხმობის დოკუმენტის შექმნის ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 15:15

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საკანონმდებლო ორგანოს მიმართვას უარით უპასუხა. გიორგი მარგველაშვილის თქმით მის უარს პოლიტიკური შინაარსი აქვს და ის მოუწოდებს პარლამენტს, რომ არ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და შეიქმნას კონსტიტუციის უკეთესი ვერსია, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსესუსზე და ვენეციის კომისიის შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე:

„მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსესუსზე და ვენეციის კომისიის შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 16:28

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. „მოსმენების კანონთან“ მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.

„შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სერ გარი ჯონსონთან კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ივნისი 2017 09:29

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და სერ გარი ჯონსონის შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გარემო და საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებულ კომუნიკეს, რომელიც სერ გარი ჯონსონმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომუნიკეში დასმული საკითხები არსებითად სწორია და საკონსტიტუციო პროექტი ამ საკითხებს არ ითვალისწინებს.
მისი განცხადებით, კომუნიკეში დასმული თემები უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქართველო  ამ საკითხში წინსვლისთვის მუშაობს.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სერ გარი ჯონსონი მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და დახვეწაში.
„დღეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ის აზრი, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მიზნები, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაცია.
დეტალურად განვიხილეთ კომუნიკე, რომელიც უსაფრთხოების ექსპერტის მონაწილეობით ორი ივნისის თბილისის სტრატეგიული დისკუსის მიერაა მიღებული“,- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობას, ვინაიდან დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში საერთაშორისო ექსპერტული მოსაზრებები გადამწყვეტი იქნება.

გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 12:57

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისდახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთისპრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევმა“აკორდას” სასახლეში უმასპინძლა.

პრეზიდენტებმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციებიწარუდგინეს და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისშემდეგ ყაზახეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგსაქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირშეხვედრა გამართეს.

ნურსულთან ნაზარბაევმა კმაყოფილება გამოთქვა, რომსაქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანთარიღს, საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიურიურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს დაემთხვა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთისპრეზიდენტს მოწვევისათვის და განსაკუთრებულადაღნიშნა ყაზახეთისა და ასტანას ეკონომიკურიგანვითარების საინტერესო და შთამბეჭდავი ტემპები.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადანურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისმხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხიხედავს და აფასებს ყაზახეთის ამ მხარდაჭერას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. აღინიშნა,რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაცმნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისომშვიდობის უზრუნველყოფაში.

გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევსსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა დამიმდებარედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებისსისტემატური დარღვევის ფაქტების და არსებულიჰუმანიტარული პრობლემების შესახებ ინფორმაციამიაწოდა.

ორივე ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატასაკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა დაგაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი დადაადასტურეს თავიანთი ერთგულება საზღვრებისურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების,სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოაქტიურად ავითარებს ყაზახეთთან პოლიტიკურურთიერთობებს და ამის საფუძველს სწორედ საქართველო- ყაზახეთის წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობებიქმნის, რომელსაც 25 წელი შეუსრულდა.

გიორგი მარგველაშვილი - 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 11:12

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ადამიანურ დანაკლისსა და საზოგადოების უპრეცედენტო სოლიდარობაზე. 

 საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

”ორი წელი გავიდა დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღის შემდეგ. 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს.

დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.

ტრაგედიის მომდევნო დღეებმა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.
სამწუხაროდ, თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერაფრით შეამსბუქებს. მაგრამ განსაცდელში ერთიანობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ერთმანეთისა და ქვეყნისთვის გარჯის გმირული პრეცედენტები მომავლისადმი ოპტიმიზმს გვიძლიერებს.

ეს მომავალი კი უკეთესი იქნება მაშინ, თუკი ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილებას გამოვიტანთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერ ნაბიჯს, ნებისმიერ პროექტსა თუ წამოწყებას ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნებთ”, - ნათქვამია განცხადებაში. 

გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 16:01

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტი, დოქტორი შინიჩი კიტაოკა მიიღო.

შეხვედრისას განხილული ძირითადი საკითხები ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაფართოება იყო.

საუბარი შეეხო JICA-სთან თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

„JICA-ამ მიმდინარე წელს გახსნა ოფისი საქართველოში, რომელიც მოიცავს, როგორც აზერბაიჯანს ისე სომხეთის ტერიტორიას.

JICA-სთვის საქართველო საინტერესოა თავისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით. მოგეხსენებათ იგი აკავშირებს აზიასა და ევროპას. JICA-ს ხედვით, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი და ღირებულებითი დატვირთვა“,- განაცხადა მაია მელიქიძემ

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ესწრებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილი - ამ ეტაპზე მიწების გაყიდვის აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ივნისი 2017 21:11

ამ ეტაპზე მიწების გაყიდვის აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს არამოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვის საკითხს.

მარგველაშვილის თქმით, მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორი შესაძლებლობა მიეცემა მოსახლეობას, რომ ეს მიწა აითვისოს.

”მიწა არ გაიყიდება დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ”იყიდება საქართველო”. მიწის გაყიდვას ხელს მეც არ მოვაწერ, მაგრამ მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მომცემ შენ მე შესაძლებლობას და როგორ ამათვისებინებ. მე ვამბობ, რომ ჯერ მაჩვენე რაღაცა სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკს დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და პატარა 1000 კვადრატიანი მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს. ეს მაჩვენე და მერე თუ ამაში ჯდება, რომ სასზღვრო ზოლი ან მთლიანად მიწა არ გავასხვისოთ, ეს უკვე ამას უნდა მოყვებოდეს. ამ ეტაპზე ამ აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ. ჩამოდი ჩემთან ერთად და ნახე როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე როგორ ვცხოვრობ და როგორი რთულია. მე პომიდორიც მომყავს და კიტრიც, მე და ლუკაშენკომ ერთად დავრგეთ, მაგრამ მე ეს გაჭირვებით არ მაქვს, ხალხს უჭირს. მაჩვენე შენ მე საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:07

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.
შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური