ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 10:15

"მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ", -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.
 

სერგი კაპანაძე საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 18:06

საქართველოს რეფორმაბის ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე წერს.

"ნიუსდეი" Facebook-ზე გავცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
1. ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ ეკონომიკური დიპლომატია იყოს პრიორიტეტი. პირიქით, 2008-2012 წლებში ასეც იყო: ეკონომიკური დიპლომატია მუდმივად იყო პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკისთვის. უფრო მეტად, ვიდრე 2008 წლამდე. 2012-2015 წლებში, ჩემი აზრით, ეს მიმართულება არ იყო მთავარი, ამიტომ ამოწევა სულაც არაა პრობლემატური. რამდენად ამოწევს, ეს სხვა საკითხია... 
2. პრობლემა, როგორც წესი, ის არის, რომ საელჩო მხოლოდ თავისით ვერ იზიდავს ინვესტორს. ამას ვინც ასე თვლის - მიამიტია. საელჩომ შეიძლება პირველ ეტაპზე დააინტერესოს ინვესტორი, მაგრამ მერე უნდა ჩაერთოს ეკონომიკის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები და ა.შ. ჩვენი პრობლემა ამ ბოლო წლებში სწორედ ეს სხვა უწყებები უფრო იყო, ვიდრე საელჩოები. 
3. თავისი არსით, საელჩოები არ არიან ეკონომიკურ დიპლომატიაზე ორიენტირებულნი. რამდენიმე ელჩის გარდა, ამისი არც გამოცდილება, არც ცოდნა და არც მოტივაცია გააჩნიათ. ამ უკანასკნელს შეიძლება უშველოს მინისტრის პრირიტეტებმა, მაგრამ პირველ ორს ვერ უშველის. ამიტომ, გამოსავალი, როგორც წესი არის სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა და ბიზნესი-ბიზნესზე ურთიერთობების წახალისება და აწყობა. ასევე ქვეყნის შიგნით ხელსაყრელი გარემო. როცა ინვესტორები "რიგში დგანან" და გართულებულ რეგულაციებს და ბიუროკრატიას უყურებენ, როცა სავიზო რეგულაციები ხელს უშლის ყველას, როცა მიწა არ იყიდება და ა.შ. მიამიტურია დიპლომატებს მიანდო ინვესტიციების მოზიდვა. 
4. როცა ახალი პრიორიტეტი ჩნდება საგარეო უწყებაში, ასევე ჩნდება საფრთხე, რომ რამდენიმე არსებული, მაგრამ "გაცვეთილი" პრიორიტეტი იქნას მივიწყებული. კვირიკავშილის დილემა ის იქნება, რომ არ მოადუნოს ყურადღება არ-აღიარების, დეოკუპაციის, ევროინტეგრაციის, ნატოს და ა.შ. მიმართულებით. ამის ცდუნება იქნება. თუ ეს მოხდა, მაშინ უნდა სერიოზულად "ავყვირდეთ"! 
5. ევრაზიული კავშირი, მე მგონია, რომ ამ კაცს არ უგულისხმია. მე გავიგე, როგორც ევრაზიაში მიმდინარე პროცესები და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩინეთი, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ირანში და ასე შემდეგ მიმდინარე პროცესები იგულისხმა. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი დამრჩა. თუ საგარეო იქნება ირანთან ვიზების გაუქმების ინიციატორი, მხოლოდ მივესალმები! ევრაზიაზე აქცენტი, ჩემი აზრით, გამოუცდელობა უფრო იყო, ვიდრე ევრაზიული კავშირზე აქცენტი. თან ნატოს და ევროკავშირის მერე თქვა. :) ამ მიმართულებით თუ რამე ცუდად ქნეს, მერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველი დავიწყებ ყვირილს :)
6. კადრები წყვეტენ ყველაფერს, მათ შორის, საგარეოში. მე მგონი, ეს უნდა გაითვალისწინოს. ბოლო წლებში საგარეო ძალიან დასუსტებულია კადრების მუდმივი გადინების გამო, მათ შორის, და განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივით. 
7. გამოცდილება არ აქვს კვირიკაშვილს და ეს მისი უდავოდ დიდი მინუსია. გამოსწორებადი არის, მაგრამ საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება კოლეგა მინისტრებში, თუ ლიდერობის, ეშხის, პროფესიონალიზმის და ა.შ. დეფიციტი გაქვს. მოახერხებს თუ არა ამას, მალე ვნახავთ. წინ გაეროს მაღალი დონის დებატებია და ეუთოს და ნატოს მინისტერიალები. 
8. კარგ მინისტრს, ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს სამი თვისება: უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს ქარიზმა. აქედან რომელი აქვს და რომელი არა, სულ მალე გამოჩნდება. 
9. ცვლილებების დრო: მე მგონი, ამბასადორიალამდე ცვლილება სწორია. ძალიან უცნაური და ამ მთავრობისთვისაც კი არაპროფესიონალური იქნებოდა, ჯერ ამბასადორიალი ჩაეტარებინათ და მერე ორ დღეში ახალი მინისტრი დაენიშნათ. 
10. ბერუჩაშვილს ცუდად მოექცნენ. მაგრამ, არა მგონია ვინმეს გაგვკვირვებოდა ეს ამბავი. what goes around, comes around.

პ.ს. ჯობს.გე-ზე რომ ოცნებამ გამოაცხადა მიუკერძოებელი ექსპერტების, მათი ანალიზი მაინტერესებს ამ საკადრო ცვლილებების. მინდა დავეტოლო :) - წერს სერგი კაპანაძე საკუთარ გვერდზე.

 

"ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 12:58

"ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა. ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი იმ გუნდისა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, გადაყავთ ახლა უკვე საგარეო მიმართულებით, მაშინ როდესაც, რბილად რომ ვთქვათ, მისი კომპეტენცია ამ მიმართულებით არავისთვისაა ცნობილი," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) სერგო რატიანი მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთ ამინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა დღეს წარდგინა.  

"მაქსიმალურად შევეცდები, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 11:37

"მაქსიმალურად შევეცდები,  საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე," - ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე, პრემიერის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დასახელებულმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა  აღმოსავლეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა: 

"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე.  ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, - აღნიშნა საგარეო საქმთა მინისტრმა.

 

 

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 11:04

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთ ამინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე პრემიერმა თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 11:02

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,    თუ სად გააგრძელებს მუშაობას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი  ამას ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

ბრიფინგი ამ წუთებღში მიმდინარეობს.

 

ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 12:40

"ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა. არ არის ისეთი დევალვაციის ტემპი, როგორიც იყო.  ველოდებით, რომ კურსი სტაბილური იქნება. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ შემოდინებებმა დააბალანსოს ის ვითარება, რაც გვქონდა", -  განაცხადა ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

გვერდი 44/ 44-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური