4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 16:06

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა პარლამენტის წევრებისთვის - გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
 
საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ - ნდობა გამოუცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, კახა კალაძე- ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო გიორგი გახარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ. სწორედ ეს გახდა მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. სანდრა რულოვსმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თავად განაცხადა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარუდგენს ბიუროს, რაც საფუძველი გახდება, რომ ბიურომ წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.

დღეს პარლამენტის 4 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:17

დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტის ოთხი წევრისთვის   სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

დღის წესრიგის თნახმა,  საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, გიორგი კვირიკაშვილისათვის,  კახა კალაძისათვის,  გიორგი გახარიასათვის და  სანდრა რულოვსისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვენ.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარია საქართველოს მთავრობაში გააგრძელებენ მუსაობას, სესაბამისად მათ საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებული მანდატის დათმობა მოუწვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა,  სანდრა რულოვმა კი უარი თქვა,  მე-9 მოწვევის პარლამენტში მუსაობაზე. 

პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.

„ბუნდოვანი დარჩა, არის თუ არა პრემიერი გადაწყვეტილების მიღების უნარიანი“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 18:38

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალოვან სისტემას გიორგი კვირიკაშილი არ შეხებია და ძალოვანი სისტემის მინისტრები მის გუნდად არ მოიაზრებიან, ბუნდოვანება დარჩა იმის შესახებ, თუ სად არის ძალის ცენტრი, სად მიიღება გადაწყვეტილებები, პრემიერ-მინისტრი არის თუ არა გადაწყვეტილების მიღების უნარიანი და შესაბამისად, არის თუ არა პროცესებზე პასუხისმგებელი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას აცნობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 12:27

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პირადად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს. პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდა.გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს ხვდებიან, რის შემდეგაც მათი მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობის განხილვა გუშინ პარლამენტის კომიტეტებში გაიმართა.

კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება მოგვიწევს, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 12:00

„ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება და არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ არ გაგვიჭირდება სირთულეების გადალახვა. დღევანდელი კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები და ვიმსჯელოთ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების თაობაზე. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და გაითვალისწინოს შემუშავებული რეკომენდაციები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის გახსნისა  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ისაუბრა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 11:55

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. მიმდინარე წელს სრულად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. თუმცა, ჩვენ, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შეთანხმების დროებით ამოქმედებისთანავე დავიწყეთ მისი ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება. ევროპელი პარტნიორების შეფასებით საქართველო უდავო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის გახსნისა  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ისაუბრა.

პრემიერის  განმარტებით, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კოორდინაციის მექანიზმი; ამის ერთ-ერთი მიმართულება კი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, უახლოეს მომავალში იგეგმება. 
„ასოცირების შეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს მოიცავს და სრულ თანხვედრაშია მთავრობის ხედვასთან ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე. ოქტომბერში წარმატებით ჩატარებული საპარალამენტო არჩევნები, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 11:42

„ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები გაუძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება. მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა ერთობლივი სწავლება გიორგი კვირიკაშვილმა და 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. 
„ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის ნატო-ს სტანდარტებით მომზადება. ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ის არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის. 
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უპრეცედენტოა ფაქტი, რომ ასეთი დონის სწავლებას ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველო ატარებს. პრემიერის თქმით, ეს ფორმატი ქართველ სამხედროებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატო-ს პროცედურების შესაბამისად, განავითარონ პროფესიული უნარები.
„ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა შევძელით ყველა ეტაპის წარმატებით გავლა, სწავლების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე ნატო-ს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ ქართული მხარე ხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. დარწმუნებული ვარ, წვრთნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და სასარგებლო და წარმატებული იქნება ყველა მონაწილისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სწავლებაში 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის - თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები - უკრაინა და მაკედონია.

ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 11:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს რომ რამდენიმე თვეში ლარი გამყარდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის კარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება:

„რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში ვინაიდან  საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული  ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურის დასტაბილურება მოხდება,  მე დიდი იმედი მაქვს რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით, რაც ჩვენ გვაქვს და ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებასა და გამყარებას,“- განაცხადა გიორგი კვირიკშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს საპრეზიდენტო არჩევნებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 15:02

ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება არ იქნება სწორი. 
”არ მიმაჩნია სწორად რაიმე პროგნოზების გაკეთება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს. აშშ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-სთან შემდეგი 25 წლის პარტნიორობის თემაზე, რაც არის ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ გაიმართებ

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს საპრეზიდენტო არჩევნებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 13:09

ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება არ იქნება სწორი. 
”არ მიმაჩნია სწორად რაიმე პროგნოზების გაკეთება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს. აშშ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-სთან შემდეგი 25 წლის პარტნიორობის თემაზე, რაც არის ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ გაიმართება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური