გიორგი კვირიკაშვილი - მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 10:46

მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. „მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის; ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე დარჩებიან, არჩევანს გააკეთებენ კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი მომავლის პროექტების 3D პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 11:19

 ვნახეთ გუშინდელი დღე და ვხედავთ დღევანდელს, ახლა კი შევალთ და ვიხილავთ მომავლის საქართველოს, რომელიც თანდათან უკვე რეალობა ხდება,–ამ სიტყვებით შეუძღვა გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც „მომავლის პროექტების“ პრეზენტაცია გამართა. 

ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, სივრცითი განვითარება, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე საქართველოში“, განახლებადი ენერგიის წყაროები, ეკოლოგიური საქართველო, „სტარტაპ საქართველო“, „ბიზნეს სახლი“ და ერთიანი ფრონტ–ოფისი, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლება საქართველოში, „უმასპინძლე საქართველოში“, – ეს ის პროექტებია, რომლებმაც, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი წინსვლა, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები ახალგაზრდებს 3D ინსტალაციით წარუდგინა. „ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს - განვითარებულ, პროგრესულ ქვეყანას, უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე განათლებით, ახალი საწარმოებით, წელში გამართული სოფლით და მოვლილი ბაღ-ვენახებით, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ეს იქნება ბედნიერი და სიყვარულით გამთლიანებული საქართველო. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველო! ჩვენ ახლა ერთად ვიმოგზაურებთ მომავლის საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელშიც ყველა ჩვენგანს სწადია ცხოვრება და რომლის მომავალსაც ყველა ჩვენგანი საკუთარ მომავალს უკავშირებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ–მინისტრმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო საქართველოს განვითარების ხედვა. „მომავლის პროექტების“ პრეზენტაციის დასასრულს, პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც წინ წასწევს საქართველოს და აამაღლებს ქვეყანაში ცხოვრების დონეს. „აი, ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე პირადად, ჩვენ გუნდთან ერთად, ყოველ თქვენგანთან ერთად ვნატრობ და რომლის შესაქმნელადაც ვმუშაობთ. ამ მიზნით მთელი საქართველო უნდა გავაერთიანოთ, რათა მივიღოთ ბედნიერი, სიყვარულზე დაფუძნებული, გაერთიანებული საქართველო. მერწმუნეთ, ამ საქართველოში ჩვენ ყველანი აუცილებლად ვიცხოვრებთ!“, – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საქართველო იქნება კიდევ უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად წელში გამართული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებით, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებით, ძლიერი სოფლით და ქალაქით, დაცული ეკოლოგიითა და ხელშეუხებელი ადამიანის უფლებებით.

"მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 10:29

"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო" - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის.მთავრობის მეთაური რამდენიმე დღის წინ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს.„ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყოს აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 09:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ის რაც მოხდა გუშინ საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. 
ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.
მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს!
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.

"მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ"- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:32

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.


"ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას, ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ვსწავლობდით თავისუფლებას და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო, მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არა აქვთ სამუშაო და რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას; ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა, ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყნის სწრაფი განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური პროგრამის ნაწილს ან წინასაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა, და მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დინამიკური განვითარების პერიოდი.

ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა - მდებარეობა, ულამაზესი ბუნება, მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული, რაც მთავარია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენის და ქვეყნის აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა, ანუ ყველა მონაცემი გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ოღონდ გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად.

მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლევანი გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს, - პრემიერი კობიაშვილის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 19:38

პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია.
"მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვენ და ის  არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 

პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 19:34

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლობიანი, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და პირნათლად გვატარებს წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რომელსაც რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ მიღწევას, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილება, მშვიდობიანი არჩევნები, ადამიანის ღირსების დაცვა და ადამიანის ყველაზე მაღალ ფასეულობად მიჩნევა ჰქვია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში აღარასოდეს გაითელება ფეხქვეშ ადამიანის ღირსება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა. 
"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა, დღეს ყველაზე მეტად ფასობს არა გიჟური, ზედმეტად ემოციური მოწოდებები, არა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ გაუმართლებელი რისკებისა და საფრთხეების წინაშე, არამედ ის, რომ სტაბილურად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან ჩქარა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, გაცილებით უფრო გაფერადებული, გაცილებით უფრო განვითარებული, გაცილებით აგუგუნებული ქვეყნისაკენ და ყველანი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:42

თუკი ვინმე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, ეს არის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

"ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი, ოთხთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელ წინასაარჩევნო პროცესს და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აცხადებს, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა და რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, მათ არაფერი გამოუვათ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული, ევროპული, გამჭვირვალე არჩევნები და ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, მიუხედავად მათი რეალური მცდელობებისა, რომელსაც ყველანი ვხედავთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული ოპერაციისათვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, კომპლექსური ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამართალდამცავმა სტრუქტურამ.

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა"- კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:36

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლობიანი, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და პირნათლად გვატარებს წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რომელსაც რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ მიღწევას, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილება, მშვიდობიანი არჩევნები, ადამიანის ღირსების დაცვა და ადამიანის ყველაზე მაღალ ფასეულობად მიჩნევა ჰქვია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში აღარასოდეს გაითელება ფეხქვეშ ადამიანის ღირსება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა. 

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა, დღეს ყველაზე მეტად ფასობს არა გიჟური, ზედმეტად ემოციური მოწოდებები, არა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ გაუმართლებელი რისკებისა და საფრთხეების წინაშე, არამედ ის, რომ სტაბილურად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან ჩქარა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, გაცილებით უფრო გაფერადებული, გაცილებით უფრო განვითარეუბლი, გაცილებით აგუგუნებული ქვეყნისაკენ და ყველანი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ჯანდაცვის, სოფლის მურნეობის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მოსახლეობ აქალაქიდან სოფელს უბრუნდება, სადაც საკუთარი საქმის წამოწყებისა და ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობაა. 

"აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დღეს ადამიანები ქუჩაში აღარ იხოცებიან და აღარავინ იჩაგრება უსამართლოდ. ეს ყველაფერი ჩვენი მონაპოვარია და იმის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველო განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ რელსებზე გდავიდა. ჩვენი ქვეყანა დღეს სრულიად სხვა რამეს უყრის კენჭს და სხვა რამის გამო მიდის არჩევნებზე - იმიტომ, რომ აღარ უნდა წარსულში დაბრუნება, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, მშვიდი ცხოვრება, ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები არ ხრავენ, არ ჭამენ ერთმანეთს და არ აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმი,თ მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ქვეყანა, საზოგადოება და ასე მოიტანოს უკეთესი მომავალი.

"მინდა, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ, მიუხედავად იმისა, რასაც ისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ წარსულში, ეს ვერ მოხერხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ უნდ გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ მეტად ჩვენი პედაგოგები, როგორ შევცვალოთ ინფრასტრუქტურა, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო პირობები კერძო სექტორისთვის, მეტი დასაქმება მოვიტანოთ ქვეყანაში და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის სისტემა, რომ მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები ვართ, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა და გულიხმობს იმას, რომ დღეიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ახალი, კომპლექსური სარაგბო ბაზის შესახებ, რომელიც მარტყოფში დღეს გაიხსნა და განაცხადა, რომ რაგბი არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ადამიანების გვერდში დგომა. 

"სწორედ ეს არის ქართველების დამახასიათებელი ყველაზე საჭირო თვისება, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დღეს და ყველას, ვინც ქართველი ხალხისგან, საქართველოს მოსახლეობისგან პასუხს ელოდება, 8 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ - ჩვენ გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომლებსაც მივაღწიეთ, ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში. ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს და ხელის გულზე ვატაროთ ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის გულში სანთელივით, ჩირაღდანივით ანთია, ის ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, და თუ ამას გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები, ყოველთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რისიც მე მჯერა ჩემი გონების, ჩემი სხეულის ყველა უჯრედით და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც ახლა ხედავთ და ამიტომ მჯერა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალური იქნება", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" გამორჩეულ კანდიდატებს - კობა კობალაძეს, ლევან კობიაშვილსა და ლევან კობერიძეს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თითოეული მათგანი, საამაყო ადამიანია.
"კობა გამორჩეული პატრიოტია, გენერალი კობალაძე არის ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე; ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა და არის გმირი, ყველა მისი თანატოლისთვის და არა მხოლოდ მათთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია.

"მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვე ნდა არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლაამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ძალიან პერსპექტიული ახალი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ლევან კობერიძე.

"ლევანი არის განსაკუთრებული ადამიანი, გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, სტრატეგიული მარკეტინგის პროფესიონალი, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოცდილება მიიღო კერძო სექტორში მუშაობით და, კობასთან და ლევანთან ერთად, არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი UEFA-ს პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 13:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს - პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც, UEFA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩაეყარა საფუძველი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

UEFA-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური