ლიბერთიმ კურსდამთავრებულ პენსიონერებს დიპლომები გადასცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 18:47

ლიბერთიმ დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის  წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი  გადასცა. სწავლება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall მიმდინარეობდაპენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და  სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს.

,,ვფიქრობ ეს დღე არის დასტური იმისა,რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ – დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიორები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად  ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა.  პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი  როექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“  განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა - გიორგი კეკელიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 12:33

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალუ8რ ქსელში წერილს აქვეყნებს.

,,მე თვითონ შვილმკვდარი ოჯახიდან ვარ. და არცერთი მხრიდან არ არის უცხო სიკვდილი ჩემთვის. ამიტომაც, ფიქრი და დაკვირვება სულ მის ირგვლივ ტრიალებს. ზუსტად ვიცი: შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა". შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მაიას და სხვებსაც, ვისაც ახლა შვილი მოუკვდა და მათ შესახებ არაფერი ვიცით. იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა''.

 შეგახსენებთ, რომ 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური