გიორგი ვოლსკი სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 08:14

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება. მათ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად შეძლეს.

გიორგი ვოლსკიმ ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და საგარეო და საშინაო გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, კონფლიქტის მოგვარების გზებსა და უსაფრთხოების მდგომარეობას ეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტში საექსკურსიო ტური გაიმართა, რომლის დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ პარლამენტის სტრუქტურას.

საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას ღირსეული ხალხი შეუდგებ, - გიორგი ვოლსკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 10:15

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს   არჩევნების შემდეგ დანიშნავს. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის საქმე პირნათლად უნდა შეასრულოს:

„ჩვენ ველოდებით რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას ღირსეული ხალხი შეუდგება და სამაგალითო იქნება იმ კანონის მიხედვით, რომელიც არათუ ვენეციის კომისიის არამედ კველა საესრთაშორისო დონეზი იქნება პოზიტიური. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს თავის გასაკეთებელი და უნდა დაანახოს თავი როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რომელიც არ არის დამოკიდებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე,“- განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

კახა კალაძე - „ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 18:46

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიორგი ვოლსკისთან ერთად რაიონში მცხოვრებ პირველკურსელ ახალგაზრდებს შეხვდა.

 შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

„ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ძალიან სერიოზული მიდგომები გვაქვს ამ დარგის მიმართ. ჩვენ ახალგზარდებს ავუხსენით, რომ მთავარია დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,-" განაცხადა კახა კალაძემ.

 ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა,ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის განვითარების ხედვებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

 “შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები და პირველად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი თაობა პოლიტიკოსებს შორის ჯანსაღი კამათის ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს. ასე დაიხვეწება ქვეყანაში პოტიკიკური კულტურა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი მრავალშვილიან დედებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 12:13

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდა.

გიორგი ვოლსკი რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონების პრობლემებს გაეცნო.

ამასთან, მათ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამთავრობო პროგრამებისა და პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ვოლსკიმ ხანდაზმული ქალბატონები მოინახულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 21:47

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ რაიონში მცხოვრები ხანდაზმული ქალბატონები მოინახულა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა  ყველაზე ხანდაზმულ ქალბატონს,  ქეთევან თეგეტაშვილს 102 წლის იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

დღესვე, გიორგი ვოლსკი ცნობილი ქართველი ექიმის, სპირიდონ ვაწაძის შთამომავალს, პროფესორ ლამარა ვაწაძეს ესტუმრა.

 

გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან მასშტაბური შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 04 სექტემბერი 2016 15:18

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად მან „ილიას ბაღში“ მოსახლეობასთან მასშტაბური შეხვედრა გამართა.

გიორგი ვოლსკიმ ამომრჩევლებთან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საუბრისას  ყურადღება გაამახვილა ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებსა და საქართველოს როლზე მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში.

მოსახლეობამ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვა.

გიორგი ვოლსკიმ ელექტორატთან მორიგი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 15:06

საარჩევნო კამპანია ჩუღურეთის რაიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება.

ამჯერად იგი მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებსა და  ჩუღურეთის რაიონის ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

 „ლოკალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სასურველი ადგილის დამკვიდრება იქნება ჩემი სადეპუტატო საქმიანობის მთავარი ამოცანა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ამ თემით სპეკულირება გადაწყვიტეს წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ აგრესიული სტრატეგიით“ - გიორგი ვოლსკი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 12 მარტი 2016 14:42

„სამოქალაქო კოდექსში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. კონსტიტუციაშიც არის ამაზე მინიშნება, თუმცა არ არის ნათელი. კონსტიტუცია და სამოქალაქო კოდექსი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. არსებობს მეორე მხარეც, რაც უკავშირდება კონსტიტუციის პირველ მუხლშივე მოცემულ პოსტულატს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც გარკვეულ ტრადიციებზე აგებს თავის პოლიტიკას. არის მესამე - უსაფრთხოების ნაწილიც, ვინაიდან ამ თემით სპეკულირება და ამის გამოყენება გადაწყვიტეს წინასაარჩევნოდ, თან საკმაოდ აგრესიული სტრატეგიით. ვფიქრობთ, აქ ე.წ. რბილი ძალის მონაწილეობაც არ არის გამორიცხული. ეს არის თემა, რომელზეც სახელწმიფომ უნდა იზრუნოს, სახელწმიფომ აიღოს ხელში და არ მისცეს არავის იმის საშუალება, რომ ესეთ ფაქიზ საკითხზე, როგორიცაა ქორწინება, პოლიტიკური პარაზიტები აღმოცენდეს.“ -  განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ STAR FM-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი ვოლსკი პასუხობს.

 

 

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის ანგარიშზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 16:05

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის ყოველწური ანგარიშით გამოსვლას აფასებს, მისი თქმით, მისი გამოსვლა უნდა ყოფილიყო უფრო მკაფიო  და სიღრმისეული.

“ ჩემი აზრით უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გზავნილები, რაზედაც მეტი სიღრმისეული ანალიზია საჭირო ესეთი დონის გამოსვლებისას, ეს არის ბედი პრეზიდენტისა რომელიც უნდა ასრულებდეს მედიატორის როლს საზოგადოებაში შიდა ეროვნული თანხმობის საკითხებზე განსაკუთრებით კრიტიკულ საკითებზე. თუმცა არის საინტერესო „პასაჟებიც“ მის გამოსვლაში, ჩასაფირებელია, გასაანიზებელია მიუხედავათ იმსია მოგვწონს თუ არა“ - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.    

გია ვოლსკი ევროპარლამენტის წევრ ანდრეას მამიკინსს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:26

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ევროპარლამენტის წევრ ანდრეას მამიკინსს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებსა და მიღწევებს. 

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური