გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 15:44

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრ დოქტორ მაჯედ ბინ აბდულა ალ კასაბის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში გაზრდილი არაბული ინვესტიციები იყო. საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით.

გიორგი გახარია შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. საუბრისას აღინიშნა ის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორები, რომელთა განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.

2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 10.53 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ მეტია. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 25.19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 266%-ით აღემატება.

 

 

 

 

გიორგი გახარია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 12:40

დავოსში მიმდინარე 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ-ტანის შეხვედა.  შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის გაზრდილ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეიხმა მზადყოფნა გამოთქვა წვილილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში. 

გიორგი გახარიამ შეიხს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყანაში კატარული ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ისეთ სახელმწიფო პროგრამებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 ნოემბერი 2016 11:21
ხდება და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდნენ. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ნამდვილად სიამაყის საბაბია, ვიყო ამ გუნდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 
გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური