გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 ივნისი 2020 11:45

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა - განცხადება ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გვარამიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც შესაძლოა "მთავარი არხის" რომელიმე თანამშრომელს მიადგდეს, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთავალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. კონკრეტულად ეს ფაქტი კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას უკავშირდება: 

ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვალსთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" ამბობს ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისში სპეციალური დავალებით ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა. კერძოდ, რამდენიმე პირი გიორგი გაბუნიას გადაადგილებას აკვირდებოდა, ამის შემდეგ კი საქმეში უკვე დაქირავებული მკვლელი უნდა ჩართულიყო.

შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. 

აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული.

 

წყარო: https://mtavari.tv/news/7487-giorgi-gabunias-likvidatsia-ramzan-kadirovis

ატირებული გიორგი გაბუნია - რა მოხდა X Factor -ში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 00:33

ატირებული გიორგი გაბუნია - რა მოხდა X Factor -ში

გიორგი გაბუნიას და სოფო ნიჟარაძის პიკანტური ფოტოები "X ფაქტორიდან" - რა ხდება წყვილს შორის?

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 23:35

მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება საზოგადოების მუდმივი ინტერესის საგანია. მშვენიერი მომღერლის გარშემო ახალი ჭორები "X ფაქტორის" ახალი სეზონის შემდეგ კვლავ აგორდა. მისი და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ახლო ურთიერთობა გულშემატკივრებს და მაყურებელს არ გამოპარვია.

გიორგი და სოფო მეგობრობენ შოუშიც და რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ხომ არ არის მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი?



ფეისბუქზე "X ფაქტორის" მენტორების საკმაოდ პიკანტურ ფოტოებსაც წააწყდებით, რომლებსაც ინტერნეტმომხმარებლის არაერთგვაროვანი კომენტარები ახლავს: "ულამაზესი წყვილი"; "ნეტა მართლა ერთად არიან?!"; "ყველაზე კარგები ხართ ერთად და ცალ-ცალკე; "საყვარლები ხართ""იმედი მაქვს ბევრს არ სჯერა რომ ერთად არიან..."



სხვათაშორის, ამ ურთიერთობაზე წყვილი ხშირად ხუმრობს. ერთ-ერთ ერთობლივ ფოტოზე, რომელიც სოფო ნიჟარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა, დააწერა: "ამ სიყვარულს რა ვუყო? როგორ დავმალო?". სოფო ნიჟარაძის სოფოზე, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ასეთი კომენტარი დატოვა: "რაღა დროს დამალვაა? კაი მოწიფული ყვავის ხნისები ხართ... ისე, მშვენივრად უხდებით ერთმანეთს. ლამაზი, ნიჭიერი და სწერვა ბავშვები გეყოლებათ" - წერს ნიკა გვარამია კომენტარში.

ცოტა ხნის წინ გიორგი გაბუნიამ ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსი შეცვალა და დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძესთან 

"გაურკვეველ ურთიერთობაშია", რასაც სოფო კომენტარით გამოეხმაურა: "ზოგს რომ არ ჯერა? არ დანახულს იჯერებენ და ჩვენით აღიარებულს არა! გამაგიჟებს ეს ხალხი" - წერს ნიჟარაძე. "მეჯვარე ვინ არის?!" - ეკითხება სტეფანე მღებრიშვილი. სოფო: "ჩემი შენ... მაგრამ ჯერ ადრეა, არ დამიშინო ბიჭი, ხომ იცი ასაკში რთულად იღებენ ოფიციალურ სტატუსს..."



როგორ გაგრძელდება სოფოს და გიორგის ურთიერთობა, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი დასკვნები მათი ერთობლივი ფოტოებიდან გამოიტანეთ...

"იმედია, შემდეგ კვირას აღარ დავინახავ თქვენს ცრემლებს"- რას წერს ამზოევი გიორგი გაბუნიას

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 14:37

X ფაქტორის მონაწილე მერაბ ამზოევი, რომელმაც პროექტი 10 დღის წინ დატოვა სოციალურ ქსელში შოუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. ის ბავშვების ჯგუფის მენტორს მოუწოდებს თუ ქართულ სიმღერების შერჩევას გადაწყვეტს, მაშინ თანამედროვე ან გათანამედროვებული სიმღერები შეარჩიოს:

"ძალიან კარგია, როცა "X ფაქტორში" გიორგი გაბუნიამ ამღერა ბავშვებს ქართული სიმღერა. ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ამღერებ ბავშვებს ძველ ქართულ სიმღერებს და გინდა რომ მაყურებელმა დააფასოს და შეიყვაროს ასეთი სიმღერები, მაშინ უნდა ამღერო თანამედროვე ვერსიით, ან თანამედროვე ახალი სიმღერები. მე მგონი დრო მიდის წინ და არა უკან და ჩვენც უნდა მივყვეთ ამ დროს, ამიტომ ხალხს უნდა დაანახო და მოასმენინო რამე ახალი,კარგი, ხარისხიანი ქართული მუსიკა. გრიგოლ და თამარ თქვენ ხართ ძალიან მაგრები და შესანიშნავად შეასრულეთ ასეთი რთული დავალება. იმედია, შემდეგ კვირას აღარ დავინახავ თქვენს ცრემლებს", - წერს მერაბ ამზოევი.

ფეხები გაშალე ბოლომდე - ვის მიმართა გიორგი გაბუნიამ დამაინტრიგებელი რჩევით (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 23:58

"X ფაქტორის" მორიგ ლაივ-შოუზე კონკურსანტი სოფო საჟინიანი შესანიშნავი გამოსვლით წარსდგა მაყურებლის წინაშე. როგორც ჟიურის სხვა წევრებმა, ასევე წევრმა გიორგი გაბუნიამ მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და ცოტა დამაინტრიგებელი რჩევით მიმართა.

"მე მაქვს იდეა, შეგიძლია შემდეგზე შიშველმა იმღერო" - გიორგი გაბუნია სოფო საჟინიანს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 16 მაისი 2017 12:38

"მე მაქვს იდეა, შეგიძლია შემდეგზე შიშველმა იმღერო" - გიორგი გაბუნია სოფო საჟინიანს.

გივი თარგამაძის განცხადება - ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 14:18

გივი თარგამაძე ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე ფიზიკური ანგარიშსწორების დაკვეთაზე საუბრობს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, მას კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომელსაც, პირადი პრობლემების გადაჭრის სანაცვლოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებისგან, "რუსთავი 2-ის" დირექტორისა და გადაცემა “არჩევანის” წამყვანის ცემა შესთავაზეს. 

თარგამაძე წყაროს, უსაფრთხოების მიზნით, არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის დამკვეთის ვინაობა ცნობილია. თარგამაძის ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, თვენახევრის განმავლობაში მასაც უთვალთვალებდნენ. ის შესაბამისი უწყებებისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური