„შეთანხმება არ მომხდარა და ხელისუფლება მხოლოდ იტყუება“ - გიორგი ახვლედიანი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 23 აპრილი 2016 11:55

„ხელისუფლება ცდილობს, ნულოვანი შედეგი გაასაღოს, როგორც მათი მხრიდან  გადმოგმული პოზიტიური ნაბიჯი და აცხადებენ, რომ 80%-ზე შეთანხმება მოხდა ინტერპარტიულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის, რომ საარჩევნო გარემო გააუმჯობესეს. ქვეყნისა და საზოგადოების თითოეული წევრისათვის სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ხელისუფლება მხოლოდ იტყუება. რეალურად რომ ვთქვათ, ინტერპარტიულ ჯგუფს ხელისუფლებისათვის გადაცემული ჰქონდა 5 პუნქტიანი დოკუმენტი. პირველი და ძირეული პუნტქი - ეს იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება. სწორედ ამ ცვლილებაზე გადის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. მეორე - ეს იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ცვლილება, მესამე - ბარიერის ჩამოწევა, მეოთხე - პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და მეხუთე - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასჯელის გამკაცრება. ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხი, რომ სისტემას არ ეხებიან...ამდენი მნიშვნელოვანი შეთავაზების შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ მხოლოდ ერთადერთი შედეგი, რომ ისინი მზად არიან პატარ-პატარა პარტიებს გაუწიონ პატარ-პატარა შეღავათები.“ - განაცხადა „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, აქტუალური თემის შეკითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს.

გიორგი ახვლედიანი: სახალხო დამცველი არა საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ინტერესების დამცველი აღმოჩნდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 16:13
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ომბუდსმენმა უარი განაცხადა. „სახალხო დამცველმა ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა თავის მიერვე დაწყებული საქმე, და საბოლოო ჯამში არა საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ინტერესების დამცველი აღმოჩნდა“, - განაცხადა ახვლედიანმა. ახვლედიანის თქმით, სახალხო დამცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და სამართლიანი ომბუდსმენის იმიჯი. „ხოლო როცა იგი ხელისუფლების ადვოკატი ხდება, მისი სახალხო დამცველობის უკვე აღარავის სჯერა, რაც ცუდია თავად ომბუდსმენისთვის და დიდი პრობლემაა ქვეყნისათვის“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

„მდგომარეობის გაუმჯებესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ მოვაგვარებთ“ - გიორგი ახვლედიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:10

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის აზრით, ძნელია, კონკრეტული სახელი დაარქვა იმ კურსს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. „დღევანდელი სიტუაცია არ არის რაიმე მკაფიო ხაზის მქონე  ჩამოყალიბებული მიმართულება, რომელსაც თანმიმდევრულად მიუყვება ხელისუფლება. ვფიქრობ, ეს პრობლემა მას იმიტომ აქვს, რომ აკლია პოლიტიკური ნება“, - განუცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიას“ ჟურნალისტს  გიორგი ახვლედიანმა. მისი თქმით, ჩვენი მდგომარეობის გაუმჯებესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობას არ მოვაგვარებთ  და ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის დასაწყებათ, რასაც დღეს ვერ ახერხებს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური