გიგი უგულავა დიდუბის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 13:34
მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ დიდუბის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. მოწონელიძეების 4-სულიან ოჯახში 2 მძიმე ავადმყოფია.თუმცა, ცოტა ხნის წინ მათ სოციალური შემწეობა მოუხსნეს და ოჯახიც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მათი თქმით, ისინი არა თუ მედიკამენტების, საკვების შეძენასაც კი ვერ ახერხებენ. მოწონელიძეებმა სააგენტოს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

ჩვენ ვაპირებთ ადგილობრივ თვითმმართველობაში გამარჯვებისთვის ბრძოლას - გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 16:41

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. პარტიის ლიდერები პოლიტიკურ აქტივს დღეს მარნეულში შეხვდნენ. გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და პარტიის მარნეულის თავმჯდომარემ ახმედ იმანკულიევმა რაიონის პარტიულ აქტივს სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩვენ ვაპირებთ ადგილობრივ თვითმმართველობაში გამარჯვებისთვის ბრძოლას. ჩვენი გუნდი არის აქ აბსულუტურად კონსოლიდირებული. ძალიან თავისუფლებისმოყვარე და ძლიერი გუნდია. ჩვენ სწორედ მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ და იმაზე, თუ როგორ უნდა გავუკეთოთ ორგანიზება მათ შორის, საპროტესტო მოძრაობას იმისათვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი გამგეობა ვაიძულოთ, რომ ის მინიმალური ვალდებულებები, რაც აქვთ მათ მოსახლეობის წინაშე, გააკეთონ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები ყველა რაიონში ჩასვლას გეგმავენ, რათა ხალხის პრობლემების შესახებ შეიტყონ და სამომავლო გეგმა სწორედ ამ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაწერონ.

გიგი უგულავა 9 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 16:07

გიგი უგულავა 9 იანვარს გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილმერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.  

საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.

პრეზიდენტი უგულავას არ შეიწყალებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:40

"საქართველოს პრეზიდენტმა  თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით,  ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში," - აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე გაკეთა. 

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 14:27

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა, სადაც მოსარჩელე მხარე სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და აცხადებს, რომ ნორმა ბუნდოვანია, რაც მისი ინტერპრეტაციისა და ანტიკონსტიტუციურად გამოყენების საშუალებას იძლევა."ჩვენ ვასაჩივრებთ მითვისება-გაფლანგვის ნორმას, როგორც განუჭვრეტელს. ეს არის ნორმა, რომელიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენება დღეს მოქმედი პროკურატურისა და სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ეს არის ნორმა, რომელსაც საიდანაც უნდათ, იქიდან აბამენ ყურს. ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე დღის წინ დამდგარი განაჩენი თუნდაც კაბელების საქმეზე. ანუ ჩვენი საჩივარი მხოლოდ და მხოლოდ გიორგი უგულავას უფლებების რეალიზებისთვის არ არის, ეს საჩივარი დარჩება ქართულ მართლმსაჯულებას",- ამბობს უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია.სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14 ნორმა გაფლანგვას, იძულებას, მითვისებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვა გულისხმობს

 

„გიგი უგულავას საქმეზე ევროსაბჭო მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 11:35

გიგი უგულავას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით მუდმივი მონიტორიგი განხორციელდება ევროსაბჭოს მხრიდან.ამის შესახებ წერილი საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ უკვე მიიღო. წერილში საუბარია, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგისა და კონგრესის რეპორტიორების მხრიდან მუდმივად მოხდება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა უწყებებიდან.ამ მოთხოვნით კონგრესის წევრებს რამდენიმე ხნის წინ მიმართეს სევდია უგრეხელიძემ და თერჯოლის საკრებულოს წევრმა სოფო სიუკაევამ.

გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:55

გიგი უგულავას საქმეზე პროცესი ამ წუთებში დასრულდა.სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,რომ გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსან,ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვდნენ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.

პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოშ პოლიტიკური პატიმრები არიან. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი პირველ მარტს განახლდება.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 13:36

გიგი უგულავას საქმის განხილვა განახლდა საქალაქო სასამართლოში. საუბარია თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდზე. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით პეტიციას ასაჯაროებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 10:35

გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით შემუშავებული პეტიციის ტექსტი გაასაჯაროეს 
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს პრეზინდეტს შეიცვალოს აზრი და თბილისის ყოფილი მერი შეიწყალოს, რადგან მათი მტკიცებით, გიგი უგულავა პოლიტპატიმარია.

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს ყველას, მათ პეტიციას შეუერთდნენ. ამჟამად ხელმომწერთა რაოდენობა 50-ია.

სააპელაციო სასამართლოში „თბილსერვის ჯგუფის“ საქმის განხილვა დაიწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 11:29

თბილისის სააპელაციო სასამართლო “თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დღეს გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეს განიხილავს. პროცესი 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ, რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, უგულავაც და კეზერაშვილიც გაამართლა. რაც შეეხება “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდს, უგულავას, აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდებაზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა როგორც უგულავას მხარემ გამამტყუნებელ ნაწილში, ისე პროკურატურამ – კეზერაშვილის სრულად და უგულავას ნაწილობრივ გამამართლებელ ნაწილებში.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური