დანიამ საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 10:41

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).  შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე.  
დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP)  მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს.  DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა  გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა  ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში  ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  საქართველოში „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე.
2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

გიგი გიგიაძე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 11:48

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიხაილ მიატლიკოვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლოს ცენტრის საქმიანობა. ბელარუსულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია სასწავლო ცენტრში მიმდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი კურსებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრის ბოლოს, ბელარუსულ მხარეს გადაეცა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტები.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:17

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და  გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს.

დღესვე შედგება საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქთან  ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.

ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 6 ნოემბერს დაასრულებს.

გიგი გიგიაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 15:20

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან რიტა კაზრაგიენესთან.
     
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ დიპლომატს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისათვის, ასევე იმ ექპერტულ-ტექნიკური დახმარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს მიმართულებით ახორციელებს.

ვიზა ლიბერალიზაციისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი სამუშაობი გასწია, - გიგი გიგიაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 17:43

საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციისთვის გაწეულ სამუშაოებს ევროკომისიის ექსპერტები აფასებენ, - ამის შესახებ "სტარვიზიის" ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ ისაუბრა:

"ვიზა ლიბერალიზაციისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი სამუშაობი გასწია,  ახლა ხდება ამ სამუშაობის შეფასება ევროკომისიის ექსპერრტების მიერ. კომისიის ანგარიში რეკომენდაციის სახის იქნება, რომელიც  ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს გაეგზავნება, თხოვნით რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნას ევროკავშირის, შენგენის სივრცე და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის გარეშე შეძლონ, გარკვეული პირობებით იმოგზაურონ შენგენის ზონაში,“ - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური