„ქართულ შოუ-ბიზნესს მივხედოთ სხვების დაცინვას, წლებია არაფერი ღირებული არ შექმნილა“- გიგა კვენეტაძე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 00:46

კომპოზიტორი და მომღერალი გიგა კვენეტაძე უკვე წლებია მოსკოვში გადასახლდა და რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძობს მოღვაწეობას. სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ქართულ ესტრადას და "შოუ-ბიზნესს" მივხედოთ სხვების დაცინვას. როგორც მოგეხსენებათ ქართულ ესტრადაზე წლებია არაფერი ღირებული არ შექმნილა და სამწუხაროდ 90% ქართველი შემსრულებლებისა და კომპოზიტორების მიერ ტაშ-ფანდურის გარდა არაფერი დაწერილა და ჩაწერილა, ასე რომ! კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ უდიდეს პრობლემაზე“- წერს გიგა კვენეტაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

გიგა კვენეტაძის და ქეთა თოფურია მორიგი წარმატება

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 14:14

რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ორი ქართველი, ქეთა თოფურია და გიგა კვენეტაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალე კიდევ ერთხელ ახალი სტატუსით მოექცევიან. 6 დეკემბერს, „წლის წიმღერის“ საახალწლო გადაცემის ჩაიწერა გაიმართა, რომელიც ახალ წელს ცენტრალური არხების ეთერში გავა. ტრადიციულად გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ქეთა გამორჩეულად ბრწყინავდა, რომელიც ოქროსფერი კაბით იყო შემოსილი, - ის გლამურულ მომღერლად დასახელდა, ხოლო გიგა კვენეტაძის სიმღერა „вот она любовь", რომელსაც ჯგუფი „ა სტუდიო“ ასრულებს, წლის სიმღერა გახდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური