გია ხუხაშვილი: „საქართველოში პოლიტიკური ელიტის კრიზისია“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 17:28

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა ისევ არ ჰყავს.

 „ქვეყანაში  პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს, რადგან არ ჩანს მმართველი კოალიციის ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს. ამ პირობებში დიდი შანსია იმისა, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსითარჩევნები მოიგოს, თუმცა, ამომრჩევლისდაბალი აქტივობის პირობებში, ის ლეგიტიმური ვერ იქნება“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის 70% არჩევნებზე არ მივიდა, ხოლო ხელისუფლების კანდიდატს ხმა, ადმინისტრაციული რესუსრსის ფონზე, მისული ამომრჩევლის ნახევარმა მისცა. ჯამში კი, ხელისუფლების რეიტინგმა, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით, 15 % შეადგინა. 

„სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებამ, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს “-ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 11:19

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების გაგრძელება, ოდესის გუბერნატორისა და  „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციით დაინტერესებულ ძალებს საპირისპირო შედეგს მოუტანს.„პირველი შოკი გასაგებია, მაგრამ, რაც ხდება, უკვე ჭორაობას ემსგავსება. ეს ჩანაწერები, ეფექტის მხრივ, უკვე ბევრს არაფერს იძლევა და, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, იმან, ვინც ამას აკეთებს, საბოლოო ჯამში, საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, ერთადერთი შედეგი, რაც მოჰყვა უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, სააკაშვილის მარგინალიზაციაა. წინა კვირიდან მოყოლებული, უკრაინულ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი  ვრცელდება  სხვა და სხვა პირებთან, „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორთან  ნიკა გვარამიასთან და საქართველოს  უშიშროების საბჭოს ექს- მდივანთან გიგა ბოკერიასთან, რომელშიც ლაპარაკია ტელეკომპანიის სიტუაციის ძალისმიერი მეთოდებით  გადაწყვეტაზე და შემდგომ მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით წარმართვაზე.

ლარის კურსის სტაბილურობზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 13:12

 რამდენად აუცილებელი და სწორი იყო ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა და როგორ აისახება ეს ქვეყანაში მიმდინარე ფულად საკრედიტო  და ეკონომიკურ პროცესებზე? ამ თემაზე  ინფრასტრუქტიურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არასწორი ნაბიჯია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა.   ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას ეკონომიკის ექპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. როგორც newsday.ge-თან საუბარში ექპერტმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ გადაიბარა და ამის შემდეგ ის ვალუტის დევალვაციას ეროვნულ ბანკს ვეღარ  დააბრალებს. ხუხაშვილის თქმით, ეს იყო არა ეკონომიკაზე გათვლილი, არამედ პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც თავის მხრივ შეცდომა იყო. 

“ხელისუფლება თვითონაც აღიარებს, რომ ეს გადაწყვეტილება არა სახელმწიფო მნიშვნელობისაა, არამედ პერსონალური  პრობლემის გამო არის მიღებული. ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი არის მცდარი იმიტომ რომ ის მოტივაცია, რაცას ქვია ლარის სტაბილურობა და ამ ლოზუნგით ეროვნული ბანკის რეფორმა აბსურდია. დღემდე მათ ჰქონდათ საშუალება, როცა ლარის კურსი უფასურდებოდა ხელი ქადაგიძისკენ გაეშვირათ, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შემდეგ, როცა ლარის კურსის სტაბილურობა არ მოხდება, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღეს“, - განაცხადა ექსპერტმა.

ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების პროცესის დროებით შეჩერება შეუძლია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 17:12

"სისტემური ფაქტორი იმისა, რომ ლარის ვარდნა გაჩერდეს ბაზარზე არ ჩანს. ამიტომ დეფიციტი მოთხოვნა-მიწოდებას შორის ისევ ძალაში რჩება ამის დაბალანსების არანაირი კონკრეტული გეგმა არ ჩანს," - ლარის კურსის შესახებ newsday.ge-თან ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, ეროვნულ ბანკს პრობლემის გადავადება შეუძლია, მისი გადაწყვეტის გეგმა კი მთავრობამ უნდა შეიმუშავოს:

„ეროვნულ ბანკს შეუძლია და ალბათ იმისთვის, რომ ბაზარზე პანიკა არ დაიწყოს გარკვეული ინტერვენციები უნდა განახორციელოს სავალუტო ბირჟაზე. თუმცა ეს არის პრობლემის დროებითი გადაწყვეტა. ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტი პრობლემა შეაჩეროს დროებით, მაგრამ ამის შემდეგ რას ვაკეთებთ ეს უკვე  მთავრობის კომპედენციაა და ვფიქრობ, რომ მთავრობას მოუწევს არაორდინალური და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

ეროვნულ ბანკს პრობლემის შეჩერება მაქსიმუმ  ერთი თვით შეუძლია, ესეც მოხდება რეზერვების საგრძნობი შეთხელების ხარჯზე. პრობლემის გადავადება არ ნიშნავს მის გადაწყვეტას. პრობლემის გადავადება არის ეროვნული ბანკის კომპედენცია, მისი გადაწყვეტა კი მთავრობის კომპედენციაა. გადავადებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ გაქვს პრობლემის გადაწყვეტის რაიმე გეგმა სხვა შემთხვევაში პრობლემის გადავადებას აზრი არ აქვს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური