„არგუმენტები არადამაჯერებელია და ძალიან ჰგავს თინა ხიდაშელის ეჭვიანობას“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 01:11

„უშიშროების სამსახურიც და თავდაცვის სამინისტროც - ორივე მაინც არის ძალოვანი ბლოკი. ძალოვან ბლოკში მსგავსი გადაადგილებების უამრავი პრეცედენტის ნახვა შეგვიძლია. ამდენად, ეს არგუმენტები არადამაჯერებელია და ძალიან ჰგავს თინა ხიდაშელის ეჭვიანობას. ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა გამხდარიყო თავდაცვის მინისტრი, ხიდაშელი ეჭვიანობის ნიადაგზე სასტიკად გააკრიტიკებდა. ეს ისედაც ცხადი იყო იმედნად უყვარდა ეს თანამდებობა. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ განცხადებებს და მაინც და მაინც შინაარსს ამაში ვერ ვხედავ.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ეს არის ხელისუფლების პოლიტ-ტექნოლოგიური უგუნურება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 31 ივლისი 2016 22:23

„ეს არის დადასტურება იმ მარტივი ჭეშმარიტების, რომ ქართული ოცნება ვერასოდეს ვერ ახერხებს, რომ მატარებელში თავის დროზე ჩაჯდეს და მუდმივად გასულ მატარებელს ახტება ხოლმე. ეს საქმე რომ აღძრულიყო პაპუაშვილის პირველი განცხადების შემდეგ, ხელისუფლებას ექნებოდა მორალური უპირატესობა და ასე მაღლა არ აიწევდა ეს თემა, მინი-კრიზისად არ ჩამოყალიბდებოდა. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც არჩია სირაქლემის პოზის დაჭერა. ლაპარაკობდნენ, რომ ეს იყო ჭორაობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, მათ მაინც მოუწიათ საქმის აღძვრა, მაგრამ მოუწიათ უკვე მათთვის წამგებიან მდგომარეობაში, როდესაც პაპუაშვილმა მოახერხა ამის უმაღლეს დონეზე ატანა და ფაქტობრივად, ეს იქცა საერთაშორისო სკანდალად. ეს არის ხელისუფლების პოლიტ-ტექნოლოგიური უგუნურება.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„სასამართლოს დისკრედიტაცია ფუნდამენტს ურყევს სახეწლმიფოებრივ განვითარებას“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 23 ივლისი 2016 14:13

„სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ქართულ საზოგადოებაში დაბალი ნდობით სარგებლობს. სასამართლო მოგეხსენებათ, ეს არის ბოლო ინსტანცია სამართლიანობის ძიების გზაზე და მისი დისკრედიტაცია ფუნდამენტს ურყევს სახეწლმიფოებრივ განვითარებას და ადამიანის ადგილს ამ სახელწმიფოში. რეალობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ შემაშფოთებელია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მიუხედავად წინა სისტემის დაგმობისა, ვერა და ვერ მოხერხდა ამ ინსტიტუტის სერიოზულად განახლება. მეტიც, პოლიტიკაში ინტეგრირებული სასმაართლო სისტემის მთავარი სიმბოლოები დღეს დაწინაურდნენ, მე კოლექტიური მურუსიძე მყავს მხედველობაში.“ განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

 

„ქართულ ოცნებაში ძალიან ზედაპირული გადაწყვეტილებები მიიღება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:18

„ტატამზე აიყვანეს ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული ილეთებიც კი არ იციან, როგორ იბრძოლონ. როდესაც საარჩევნო პროცესი ცხელ ფაზაშია გადასული, ისეთ ადამიანს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ცნობადობა არ აქვს, რომ გადაისვრი აი ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, რისკი იმისა, რომ ისინი დაუშვებენ გამოუსწორებელ შეცდომებს, არის ძალიან მაღალი. ამ გამოუცდელობისა და ცნობადობის დაბალი ხარისხის გამო როგორც კი ეს 15 კაცი აღმოჩნდება ფრონტის წინა ხაზზე, მოვლენები ორი შესაძლო ვარიანტით განვითარდება: 1)საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღონ, მოერიდონ პოლიტიკურ დებატებს და მწვავე საჯარო გამოსვლებს; 2) ეს სიმწვავე შეიძინონ და ამ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ კოღუაშვილივით რაღაც მორიგ სისულელეს იტყვიან, არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, თუ ქართულ ოცნებას ამ ადამიანების პოლიტიკაში ინტეგრაცია უნდოდა, უნდა მოეხდინა მათი ბრენდირება და ეს დაახლოებით 1 წლის წინ უნდა დაეწყო... როგორც ერთჯერადი პიარის აქტი, ეს შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, მათ უნდა ეფიქრათ, რა რისკის წინაშე დააყენეს ამით პროცესი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ჯონ კერის ვიზიტი იყო რეაგირება იმაზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 ივლისი 2016 12:29

„ჯონ კერის ვიზიტი იყო გლობალური პოლიტიკური ტენდენციების გამოხატულება, ანუ რეაგირება იმაზე, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში. მისი ვიზიტი მიზნად ისახავდა დადასტურებას, რომ ჩვენ ვრჩებით მისი ინტერესის სფეროში. ასევე მოგეხსენებათ, აქედან ის წავიდა უკრაინაში, რითიც მან ერთი მხრივ აჩვენა სად გადის აშშ-ს ფრონტის ხაზი, ინტერესები და სტრატეგია საგარეო პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს, მოახდინოს პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია... ჩვენს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მისი გზავნილები იყო სტანდარტული: დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მედია პლურალიზმი და ა.შ...ეს ვიზიტი იყო უფრო სიმბოლო ურთიერთობებში, ვიდრე კონკრეტული შედეგების მომტანი. თუმცა გლობალური პოლიტიკის გამოვლინება იყო ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც პრაქტიკულად ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ვართ დასავლური სამყაროს ბანაკში, თუნდაც სამხედრო მიმართულებით“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„დღევანდელი პარლამენტი ფაქტობრივად აღარ არსებობს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივლისი 2016 14:26

 „მე ძალიან მიკვირდა, რატომ უნდოდა ანა დოლიძეს მოსამართლეობა იმიტომ, რომ ის არის ძალიან დინამიური, აქტიური ადამიანი, რაც მოსამართლისთვის არ არის მაინც და მაინც შესაფერისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. მიუხედავად იმისა, რომ მე მის კვალიფიკაციაში ნამდვილად ეჭვი არ მეპარება, ახალი სამსახური ბევრად უფრო დინამიური იქნება მისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ის გარკვეულწილად კონფლიქტშია შესული დღევანდელ პარლამენტთან და ეს კონფლიქტი პრეზიდენტის ინსტიტუტის პარლამენტთან ლობირების საშუალებას არ იძლევა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი პარლამენტი უკვე არ არსებობს. ახალი პარლამენტი უკვე გარკვეულწილად ახალი შემადგენლობის იქნება და ანა დოლიძეს სწორედ მათან მოუწევს მუშაობა. დღევანდელი პარლამენტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ევროპა იძულებულია, გაითვალისწინოს ნეგატიური განწყობები მიგრაციასთან დაკავშირებით“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:18

„ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატიის სტრატეგიული შეცდომა იყო, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ ან ვერ შევქმენით და არ მოხდა ჩვენი დისტანცირება თურქეთისა და უკრაინის დღის წესრიგისგან. გარდა ამისა, მიზეზებია ის პრობლემები, რაც ევროპაშია ზოგადად, რისკები, რაც გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარეობს. ევროპა საკმაოდ დაბნეულია, იზოლაციონისტური განწყობების საკმაოდ გაძლიერდა. ევროპა იძულებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ნეგატიური განწყობები ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ კი ახლა ვართ ცუდ დროს, ცუდ ადგილზე და ცუდ კამპანიაში. აი, ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით...“- განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში“. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ივანიშვილს დახვდება იგივე ხალხი, მაგრამ მათი დამოკიდებულება იქნება სხვა“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 ივნისი 2016 23:47

„ივანიშვილი აღიარებულია, როგორც „ქართული ოცნების“ ძალის ცენტრი და ფაქტობრივად, ერთადერთი შემკვრელი ლიდერი. როგორც პოლიტ-ტექნოლოგიურად, ასევე სტრატეგიის თვალსაზრისით სხვა ფიგურა, რომელიც იმ ეკლექტიკას თავს მოუყრის, რაც ქართულ ოცნებაშია, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება არჩევნების პროცესში იმისდა მიუხედავად, რამდენად ინტენსიურად იქნება ის ამ ყველაფერში ჩართული. აღიარება, როგორც ძალის ცენტრს, ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს, მაგრამ ის პოზიტივი, რაც იყო, გადანაწილდა ნეგატივზე. შესაბამისად, მას ან არ ესმის სად არის დღეს, ან ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რაც ეჭირა მანამდე. ვფიქრობ, რომ მისი კამპანია პრობლემატური იქნება. ეს არ იქნება ისეთი კამპანია, როგორიც იყო 2012 წელს, როდესაც მას იმედის თვალით შეჰყურებდნენ და მისგან ელოდებოდნენ როგორც კეთილდღეობას, ასევე სამართლიანობას. დღეს როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით მის მიმართ ექნებათ კითხვები. მას დახვდება იგივე ხალხი, მაგრამ მათი დამოკიდებულება იქნება სხვა.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის შეკითხვებს“ გია ხუხაშვილი პასუხობს.

"ეს ქმედებები ხელისუფლების უუნარობის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს" - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 04 ივნისი 2016 22:22

„როგორც ჩანს, ხელისუფლება არ არის წინააღმდეგი, გამოიყენოს ყველა ის ნეგატიური ინსტრუმენტი, რაც წინა რეჟიმს ეპყრა ხელთ და გამოიყენოს ზუსტად იმავე მეთოდებით. აქედან გამომდინარე „მოძველბიჭო“ შეიძლება ეს არის ერთი-ერთი ინტერპრეტაცია პრეზიდენტისა, შეიძლება მას სხვა სიტყვა ეხმარა. ამას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ ის რაც ხდებოდა იმ დღეს კორცხელში, ეს იყო კანონის ზღვარზე და ხელისუფლებას არ ეკადრება ასეთ ელემენტებზე დაყრდნობა, ასეთი ელემენტების მეშვეობით შედეგზე გავლენის მოხდენის მცდელობა. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან საეჭვო ქმედებებია, ხელისუფლების უუნარობის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს... ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა იგულისხმა სწორედ ეს - „მოძველბიჭო“ ნიშნავს კანონის მიღმა ძალისმიერ ქმედებებს. მას მთელ ხელისუფლებაზე ეს არ უთქვამს, მაგრამ მან იგულისხმა ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული ჯგუფი, რომელიც მზად არის ასეთი მეთოდებით მიიღოს პოლიტიკური შედეგი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„დიდი ალბათობით გიგა ოთხოზორიას მკვლელი არ დაისჯება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 მაისი 2016 22:51

„ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც გაზავებულია გარკვეულწილად პოლიტიკით და ეს აჩვენებს, რა განწყობა აქვთ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთის მიმართ, რამხელა აგრესიაა დაგროვილი. ვფიქრობ, გადაჭარბებულია ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა და აქცენტირება მის უუნარობაზე. არის ერთი გამონაკლისიც: მე ვფიქრობ, ხელისუფლებას პირველივე წუთებიდან უნდა დაეწყო კონსულტაციები აფხაზურ მხარესთან დამნაშავის დასჯაზე. ვფიქრობ, ეს მიღწევადი იყო, რადგან არ მგონია, რომ მეორე მხარის გაგებითაც ეს კრიმინალი არ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ელიტამ ზედმეტი აქცენტები გააკეთა  პოლიტიკაზე და არ მოახდინა თემის ლოკალიზაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე. ამ საკითხს თავიდანვე რომ ჩამოშორებოდა ასეთი პოლიტიზირება, შესაძლებელია, რომ ქართულ მხარეს უზრუნველყო დამნაშავის დასჯის ორგანიზება...დიდი ალბათობით, დამნაშავე არ იქნება დასჯილი ან იქნება ფორმალურად დასჯილი. ამას საფუძველი შეუქმნა თემის ზედმეტმა პოლიტიზირებამ“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური